ორშაბათი, 29.04.2024, 22:30
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » სამეული საჩემპიონო საქმეშია.
01:24
სამეული საჩემპიონო საქმეშია.

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ თოპ 14-ში, რეგულარული პირველობა დასრულდა და 3 ქართველის გუნდმაც ფლეი ოფში თამაში ოფიციალურად გაინაღდა, დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა” კი, გათამაშება სანუკვარ ორეულში დაასრულა.



თავად ქართველი პირველხაზელი, "ბრივთან” მატჩში, ძირითად შემადგენლობაში კი იყო, მაგრამ უკვე მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო და მწვრთნელმა იძულებით შეცვალა, თუმცა, მისმა თანაგუნდელებმა მე-2 ნახევარში თავი არ დაზოგეს და გამარჯვებაც მიითვალეს.

შევიდა შეცვლაზე პიერ მინიოლი, ცეცხლი დაანთო, ორი სალელოვე შეტევა წამოიწყო და პირველი ტაიმის 9:16 უცბად 26:16-ად აქცია.

კი გაიბრძოლა დავით ხინჩაგიშვილის "ბრივმა”, მაგრამ ისღა მოახერხა, რომ ლამაზი, ხელდახელ ჩათამაშებული ლელოთი უპასუხა და 23:26 დამარცხდა, რითაც "ტულონს” რეგულარულ პირველობაში მე-2 ადგილი უბოძა და ამით ფლეი ოფის პირველი ეტაპისგან იხსნა.

ქუბრიაშვილის გარდა, ამ მატჩში მონაწილეობა დავით ხინჩაგიშვილმაც მიიღო, ვინაც მოედანზე 54-ე წუთზე გამოჩნდა. "ბრივმა” 58 ქულით მხოლოდ მე-9 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში "ჩელენჯ ქაფ”-ზე იასპარეზებს, 80-ქულიანი "ტულონი” კი ერთი კვირა დაისვენებს და ფლეი ოფში ღირსეულ მეტოქეს დაელოდება.

საჩემპიონო ფლეი ოფში ერთ-ერთი ღირსეული გუნდი დავით ზირაქაშვილის "კლერმონი” იქნება, ვინაც საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე დიმიტრი იაშვილის "ბიარიცი” არაფრად ჩააგდო და ქართული ფესვების მქონე საფრანგეთის მოქალაქის გუნდი სტუმრად 26:19 დასცა.

ზირაქაშვილი მოედანზე მე-2 ტაიმში შევიდა, იაშვილმა კი, შეხვედრაში 3 ჯარიმა, ერთი ლელო და ერთიც გარდასახვა მიითვალა, მაგრამ საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. "ბიარიცმა” 59 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა, "კლერმონმა” კი 78 ქულით - მე-3 და ფლეი ოფში უკეთეს პოზიციაზე მოხვდა, ანუ საკუთარი მოედნის უპირატესობა დაიბევა.

აქვსენტი გიორგაძის "კასტრი” გასვლაზე "ტულუზასთან” 17:25 დამარცხდა, მე-4 ადგილი მის მძლეველს დაუთმო და ახლა ამავე გუნდთან ნახევარფინალში გასასვლელად ისევ სტუმრად მოუწევს ჯახირი.

ქართველი პირველხაზელის ტრავმის შემდეგ, ამ გუნდის საქმე უკან-უკან წავიდა, აგერ უკვე მესამე თამაში წააგო და პოზიციებიც დათმო. შეძლებს თუ არა უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას, ფლეი ოფში გამოჩნდება.

რადგან ლიდერებზე ვსაუბრობთ, ბარემ აღვნიშნოთ, რომ ჩემპიონმა "პერპინიანმა” სრული აუტსაიდერი "ალბი” 44:0 დასცა, რეგულარულ პირველობაში 80 ქულით იპირველა, რადგანაც "ტულონს” დამატებითი მაჩვენებლებით სძლია და თავი უპირატეს მდგომარეობაში ამოჰყო.

ახლა ცოტა აუტსაიდერებზე ვთქვათ. გოდერძი შველიძისა და ბექა შეყლაშვილის, ფინანსური პრობლემებით დახუნძლულმა "მონტობანმა”, სპორტული თვალსაზრისით უძლიერესთა შორის დასარჩენად, "ბაიონს” უმასპინძლა, 22:8 დასცა, ამოცანა შეასრულა, 49 ქულით მე-12 ადგილი დაიკავა და ახლა ამ გუნდის თოპ 14-ში დარჩენა სრულად ბიზნესმენებზე, ანუ ვალის დაფარვაზეა დამოკიდებული. შველიძე ძირითადში იყო და მოედანზე 62 წუთი გაატარა, შეყლაშვილი კი, განაცხადში ვერ მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით არაფერს წყვეტდა, მამუკა გორგოძისა და გიორგი ჩხაიძეს "მონპელიემ” "ბურგონი” 34:27 დაამარცხა. გორგოძე ძირითადში იყო და მეორე ხაზში სრულად ითამაშა, ჩხაიძე კი, მესამე ხაზში 75-ე წუთიდან გამოჩნდა. "მონპელიემ” გათამაშება 55 ქულით მე-10 ადგილზე დაასრულა.


კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1059 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები