სამშაბათი, 30.04.2024, 01:36
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » ვულკანს "მეტი შეუძლია" თუ კომპიუტერს.
01:31
ვულკანს "მეტი შეუძლია" თუ კომპიუტერს.

ვულკანური ფერფლით თვითმფრინავებისთვის მიყენებული ზარალი არასრულყოფილმა კომპიუტერულმა პროგრამამ გააბუქა -ევროკავშირის მოხელეები დღეს უკვე ასე ლაპარაკობენ.

ეს ინფორმაცია ქმნის შესაძლებლობას, ფრენების აკრძალვა გაუქმდეს ბევრი ახსნა-განმარტების გარეშე, რადგან ავიაკომპანიების ზარალის ანაზღაურება ისევ ევროპის სახელმწიფოებს მოუწევთ.

ევროკომისიის სატრანსპორტო კომისიის გენერალურ დირექტორ მათიას რუეტეს სენსაციური ინფორმაცია "ფაინენშლ ტაიმსმა" გაავრცელა. თურმე კომპიუტერული პროგრამა არასრულ სამეცნიერო მონაცემებსა და არსრულყოფილ ალგორითმებს ეყრდნობოდა.

რისკების გადაჭარბებით შეფასების გამო ხუთი დღის განმავლობაში ათი ათასობით რეისი გადაიდო, აეროპორტებში ასეულ ათასობით მგზავრი ათევდა ღამეს, ხოლო ავიაბიზნესის ზარალი დღეში $200-250 მილიონს აღწევდა.

სხვადასხვა კომპანიების მიერ შესრულებულმა 40-მდე სატესტო ფრენამ აჩვენა, რომ ფრენისთვის რისკი ნაკლები იყო, ვიდრე ამას კომპიუტერული მოდელები აღწერდნენ.

ევროკომისიის ხელმძღვანელ ჟოზე მანუელ ბაროზუს განკარგულებით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ვულკანის ფერფლის შედეგად გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალს დაადგენს.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა შეფასებით, ვულკანის ამოფრქვევამ საავიაციო მრეწველობას გაცილებით დიდი ზარალი მიაყენა, ვიდრე აშშ-ში 2001 წელს 11 სექტემბრის ტერაქტმა.

ევროკავშირის ქვეყნების მთავრობების გადაწყვეტილებას, ვულკანური ფერფლის ღრუბლების გავრცელების გამო ფრენების შეზღუდვის შესახებ, არაადეკვატური უწოდა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო სააგენტომაც (IATA).

სააგენტოს ხელმძღვანელმა სახელმწიფოების ხელმძღვანელებს მოუწოდა, უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით, სასწრაფოდ "გახსნან ცა", ვინაიდან ავიაკომპანიები ყოველდღიურად $250 მლნ-ს ზარალობენ.

მისი განმარტებით, ვულკანური ფერფლის მავნებლობის გამო ფრენების შეზღუდვა მხოლოდ თეორიაა და და არა არის ფაქტებზე დაფუძნებული.

კომპანია BMW-ს, აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის შტატში მდებარე საავტომობილო ქარხანამ ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო წარმოება შეამცირა. ფრენების შეზღუდვამ ევროპიდან ამერიკაში ავტომობილების ასაწყობად საჭირო ნაწილების ტრანსპორტირება შეაფერხა.

ეს ქარხანა მსოფლიოში BMW-ის X5 და X6-ის მოდელების ერთადერთი მწარმოებელია და დღეში დაახლოებით 600 ავტომობილს ამზადებს. ბოლო დროს, მოთხოვნილების ზრდის გამო, ნაწილების მიწოდება საჰაერო გზით ხდებოდა და არა საზღვაო ტრანსპორტით.

იაპონური კორპორაცია Nissan-საც ორ ქარხანაში შეუფერხდა მუშაობა -ჰაერის წნევის ხელსაწყოები კომპანიამ ირლანდიიდან ვერ მიიღო.

მოთხოვნილების შემცირების გამო მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი საგრძნობლად შემცირდა.

საავიაციო ფრენების შეჩერებამ საავიაციო საწვავის მოხმარების მაჩვენებელი დღეში 1 მლნ ბარელით შეამცირა, ეს კი ნავთობის მსოფლიო მოხმარების 1%-ზე მეტია. საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში "გვამშვიდებენ", რომ ნავთობის გაიაფება დროებითი მოვლენა იყო და საავიაციო მიმოსვლის აღდგენის კვალობაზე, ნავთობის ფასმა კვლავინდებურად ძველი პოზიციების დაბრუნება დაიწყო.


კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1013 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები