ორშაბათი, 29.04.2024, 23:21
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » "თუ ეს დადასტურდა, შეიძლება ომი მოჰყვეს".
01:47
"თუ ეს დადასტურდა, შეიძლება ომი მოჰყვეს".

ახლახან youtube.com-ზე გამოქვეყნდა ვიდეომასალა, რომელიც იტყობინება, რომ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ "უცნობმა პირებმა" გადარჩენილი მგზავრები ამოხოცეს.

კადრებში სილუეტები ბუნდოვნად ჩანს, მაგრამ ისმის რუსული საუბრები. მათ საუბარს ინგლისურ და პოლონურ ენაზე ტიტრებიც გასდევს.
წითლად შემოხაზულია სილუეტი, რომელიც თითქოს ეცემა, რასაც წინ სროლის ხმა უძღვის.

ისმის ვიღაცის ხმა, "მომეცი იარაღი, მგონი, ეს პილოტი უნდა იყოს". 
ბუნდოვნად ჩანს წაქცეული ადამიანის ძლივს აწეული ხელი.



რა თქმა უნდა, ამ ვიდეოკადრებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ოფიციალური ვარშავა კი ჯერჯერობით მხოლოდ იმის დაზუსტებას ითხოვს, რატომ გამოცვალეს აეროდრომზე ასაფრენი ბილიკის მიმანიშნებელი ნათურა და დაბლა დასწიეს ელექტროგადამცემი ხაზები.

"კვირის პალიტრა" ამ საკითხებზე ექსპერტების მოსაზრებებით დაინტერესდა.  


ბადრი ნაჭყებია, ტერორიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი: - პოლონეთს თავისი ინფრასტრუქტურით, ტექნიკითა და სპეციალისტებით არ გაუჭირდება დაზუსტება, რა მოხდა სინამდვილეში.

ჯერჯერობით ვიდეომასალაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. 

ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ, სადაც მონტაჟი უცხო ხილი არ არის. ხმისა და ტიტრის დადებას ბევრი არაფერი უნდა. სიმართლე გითხრათ, მე ვერავითარი წარმოდგენა ვერ შემიქმნა ამ ვიდეოკადრებმა, ძალიან უხარისხოა.

ალბათ, სპეციალისტები სპეციალური მოწყობილობების მეშვეობით უფრო გამოკვეთენ გამოსახულებას. გარდა ამისა, უნდა დადგინდეს მისი ნამდვილობა, მანამდე კი ყოველგვარი კომენტარი ნაადრევია. 

- პოლონური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ტრაგედიის შემდეგ აეროდრომზე ასაფრენი ბილიკის მიმანიშნებელი ნათურები გამოცვალეს და დაბლა დასწიეს ელექტროგადამცემი ხაზები.


- სავარაუდოდ, ოფიციალური ვარშავა რუსეთის კომისიას მოსთხოვს, პოლონელმა სპეციალისტებმაც მიიღონ მონაწილეობა დისპეტჩერების დაკითხვაში. ეს არის მთავარი.

შესასწავლია ყველა დეტალი და გაანალიზება იმისა, პასუხები დაემთხვევა თუ არა თავდაპირველად გახმაურებულ რუსეთის ოფიციალურ ინფორმაციას. ჯერჯერობით ტრაგედიის არც ჟურნალისტური სკრუპულოზური გამოძიება ჩატარებულა.

დარწმუნებული ვარ, პოლონეთი მკაცრად მოითხოვს პასუხს კითხვაზე, რატომ გამოიცვალა ნათურები და ელექტროხაზები.

- გავრცელებული ვიდეომასალა დასკვნის გამოტანის საფუძველს არ იძლევა? იქნებ დაგვიზუსტოთ, პირველივე წუთებიდან გავრცელებულ და შემდეგდროინდელ ვიდეოკადრებს შორის თუ შეამჩნიეთ განსხვავებები?
- ჩემთვის ცნობილია ის ვიდეოკადრები, რომელიც რუსეთმა გაავრცელა, მინახავს პოლონელი ჟურნალისტის ვიდეომასალაც.

Aჩემი აზრით, ყოუტუბე.ცომ-ზე ახალი არაფერი გამოუქვეყნებიათ. 

ნუ დაგვავიწყდება, რომ პოლონეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და თუ საჭირო გახდა, ნატოც მიაშველებს ექსპერტებს. ჯერჯერობით არაფერია გამოქვეყნებული ბი-ბი-სის, ევრონიუსის, სი-ენ-ენის საიტებზე - ამ ვიდეომასალაზე კომენტარს არ აკეთებენ.

შეიძლება მათი დუმილი იმითაც აიხსნას, რომ უკვე მიმდინარეობს ექსპერტიზა და ყველა ოფიციალური ვარშავის განცხადებას ელის.

- პირვანდელ, რუსულ ვიდეოკადრებშიც ისმოდა სროლის ხმა. ახლახან გავრცელებულ ვიდეომასალაში კი უფრო მკაფიოდ გაისმის ფრაზა - "მომეცი იარაღი", რასაც სროლაც მოსდევს.


- ერთ-ერთი ვერსია შესაძლოა ისიც იყოს, რომ პოლონეთის პრეზიდენტს ჰყავდა დაცვა, რომლის, თუ არ ვცდები, ცხრავე წევრი თვითმფრინავით მგზავრობდა. არ არის გამორიცხული, აფეთქებისას მათ იარაღს ცეცხლი წაჰკიდებოდა, რასაც ტყვიების თანამიმდევრულად აფეთქება მოჰყოლოდა.

ჩემთვის მთავარი ერთი კითხვაა: ვინ გადაიღო ეს ვიდეოკადრები? ლოგიკურია, რომ მისი გადაღება შეეძლო ორგანიზაციას, რომელიც ატარებდა სპეცოპერაციას.

მაშინ საკითხავია, როგორ ჩაუვარდა ხელთ ეს მასალა დასავლეთს? ბუნებრივია, მას ეფ-ეს-ბე არ გაავრცელებდა. არადა, სხვა, უცხოც ვერ გადაიღებდა. 

რამდენადაც ვიცი, პოლონელებმა შემთხვევის ადგილას ჩასვლა სცადეს, მაგრამ უარით გაისტუმრეს. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა კომიტეტი ამ ფაქტს უსაფრთხოების ზომების დაცვით ხსნის.

თუ ექსპერტიზით დამტკიცდა, რომ ამ კადრებს რეალობასთან აქვს საქმე, ამას ძალზე მწვავე რეაქცია მოჰყვება. ეს "ცივი ომის" დაწყებას ნიშნავს...

- ისტორიულად ერთი ადამიანის მკვლელობისთვისაც კი არაერთი ომი დაწყებულა...


- მაგალითად, პირველი მსოფლიო ომი. კაჩინსკი დიდი პატივით დაკრძალეს და დასავლეთს ჯერჯერობით მინიშნებაც კი არ გაუკეთებია იმაზე, რომ ის შეთქმულების მსხვერპლი გახდა.

ეს არის XXI საუკუნის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ყოველთვის ბურუსით იქნება მოცული. აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის ლიდერები კაჩინსკის დაკრძალვაზე რომ არ ჩავიდნენ, ვფიქრობ, იმაზე მეტყველებს, რომ მათ ამ ტრაგედიით შექმნილი დაძაბულობის განმუხტვა სურდათ.

რასაკვირველია, ეს იყო რუსეთის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, ბატონი კაჩინსკი კი რუსეთთან რადიკალური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. დასავლეთში ეს ბევრს არ აძლევდა ხელს.

ფაქტობრივად, კაჩინსკი აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერობდა. ეს კი ფრანგ და გერმანელ ლიდერებს სულაც არ მოსდიოდათ თვალში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოში რუსეთის აგრესიის დროს სწორედ კაჩინსკიმ ითავა ბალტიისპირეთის რესპუბლიკების მეთაურთა ჩამოყვანა საქართველოში.

საზოგადოდ, როცა აღმოსავლეთ ევროპის რადიკალიზმზეა ლაპარაკი, სწორედ პოლონეთი იგულისხმება, რადგან ჩეხეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის ლიდერები კაჩინსკისთან შედარებით ლოიალურები არიან. ისინი უფრო ნეიტრალურ პოზიციას ამჯობინებენ.

ახლანდელ გეოპოლიტიკურ თამაშში რუსეთი დომინირებს და ევროპაც ამას ხელს უწყობს. როგორც ჩანს, ევროპისთვის ახლა უმთავრესია სტაბილურობის შენარჩუნება იქამდე მაინც, ვიდრე ახალ ალტერნატიულ ენერგომატარებლებს გამონახავს.

ამას კი შესაძლოა 20-30 წელი მაინც დასჭირდეს. თავად რუსეთი როგორ გამოიყენებს ევროპის ლოიალიზმს, ეს სხვა საკითხია. 

მამუკა არეშიძე: - არაერთხელ მითქვამს, რომ საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს არეულობა ყირგიზეთში და კაჩინსკის ავიაკატასტროფა. აქ სპეცსამსახურების ხელწერა იგრძნობა.

რამდენადაც ვიცი, პირველი ვიდეოკადრები პოლონელმა ჟურნალისტმა მარინოვსკიმ გადაიღო. ის სხვა ჟურნალისტებთან ერთად სმოლენსკში, სამხედრო აეროდრომზე თვითმფრინავის დაჯდომას ელოდებოდა. 

სხვათა შორის, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ვიდეოკამერები რომ ჩამოართვეს, ესეც საეჭვოა. წესით, თავად უნდა ყოფილიყვნენ დაინტერესებული ავიაკატასტროფის პროცესი გამჭვირვალე ყოფილიყო.

ახალი ვიდეოკადრები მართლაც ბუნდოვანი იყო... 
ასეა თუ ისე, ჯერ კომენტარი ნაადრევია, რადგან არ ვიცით, ვიდეომასალა ნამდვილია თუ ფალსიფიცირებული.

P.S. უკრაინულ და პოლონურ არაოფიციალურ ინტერნეტფორუმებზე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი ჟურნალისტი ანდრეი მენდერეი, რომელმაც ავიაკატასტროფის კადრები გაავრცელა, მოკლეს. სლოვენური გამოცემა Zurnal 24 წერს, რომ ასეთი ინფორმაცია მასობრივმა საშუალებებმა გაავრცელეს.

დაიწერა ისიც, რომ მენდერეის ნიღბოსნები თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს. კიევის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ კი, უცნობი პირი მის პალატაში შეიპარა და ჟურნალისტს სასუნთქი აპარატი გამოურთო. მოგვიანებით, საინფორმაციო პორტალმა Wolne Media-მ ეს ინფორმაცია უარყო.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1218 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები