სამშაბათი, 30.04.2024, 00:35
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » ევროკავშირი სადამკვირვებლო მისიის მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაფართოებას ემხრობა.
09:54
ევროკავშირი სადამკვირვებლო მისიის მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაფართოებას ემხრობა.

ევროკავშირი სადამკვირვებლო მისიის მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაფართოებას ემხრობა. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი 2010 წლის 14 სექტემბრამდე გაუგრძელა.

ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

ევროსაბჭოს მინისტრებმა მხარეებს დევნილების დაბრუნების ხელშეწყობის და ადმინისტრაციულ საზღვრებთან მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისკენ მოუწოდეს. ევროსაბჭომ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი დოკუმენტის შესრულების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი

ამასთან, სავარაუდოდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, ჩავუშოღლუ საქართველოში აპირებს ჩამოსვლას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მუშაობა 2008 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო.

ხსენებული მანდატის შესაბამისად, დამკვირვებლებს მუშაობის უფლება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც აქვთ. თუმცა, რუსული მხარე, ასევე სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმები ევროკავშირის დამკვირვებლებს მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე ამ დრომდე არ უშვებენ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1131 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები