სამშაბათი, 30.04.2024, 02:49
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » შშ-ის მთავრობა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირებს სიმინდის თესლს უსასყიდლოდ გადასცემს.
10:02
შშ-ის მთავრობა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირებს სიმინდის თესლს უსასყიდლოდ გადასცემს.

აშშ-ის მთავრობა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და იძულებით ადგილნაცვალ პირებს სიმინდის თესლს უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "USAID"-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სათესლე მასალის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი 29 აპრილს, 11:00 საათზე, ტერმინალ "ლილო-1"-ში გაიმართება და მას აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, ლტოლვითა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და კომპანია "Pioneer Hi-Bred Seeds"-ის წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომპანია "პიონერი" USAID-ის მიერ დაფინანსებული "მექანიზაციის პროექტის" (AMP) ფარგლებში 68 ათასი დოლარის ღირებულების სიმინდის სათესლე მასალას საჩუქრად 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს გადასცემს.

პროექტი საქართველოს მასშტაბით 30-მდე სამანქანო სერვისცენტრის შექმნას ითვალისწინებს, რაც მცირე ფერმერებისათვის სამანქანო მომსახურების მიღების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

სერვისცენტრები, რომლებიც "მექანიზაციის პროექტის" მხარდაჭერით შეიქმნება საგაზაფხულო თესვის დროს უფასო სამანქანო მომსახურებას გაუწევენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ დაახლოებით 1900 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს, რომელიც საქართველოს სამ რეგიონში (შიდა ქართლი, კახეთი და ქვემო ქართლი) არის დასახლებული.

USAID-ის მიერ დაფინანსებული "მექანიზაციის პროექტის" ბიუჯეტი 5.1 მლნ. დოლარია, რაც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქართველი ხალხის მხარდასაჭერად აშშ-ის მთავრობის მიერ გაღებული 1 მლრდ. დოლარის დახმარების ფარგლებში ხორციელდება.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1065 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები