სამშაბათი, 30.04.2024, 02:10
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » ხელისუფლება 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებას გეგმავს.
10:04
ხელისუფლება 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებას გეგმავს.

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, ხელისუფლება 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადებას გეგმავს.

ამის შესახებ ბურჯანაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემაში "პროფესია ჟურნალისტი" განაცხადა და აქვე აღნიშნულს "ცინიზმი", "ხალხის მასხრად აგდება" და "უსინდისობა" უწოდა.

"ჩვენმა სასახელო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ 6 მაისი პოლიციის დღედ გამოაცხადოს.

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ამ დღეს გიორგობის დღესასწაული აღინიშნება, გავიხსენოთ, რა მოხდა შარშან, 6 მაისს - ამ დღეს მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის პირადმა პოლიციამ (ეს არ იყო სპეცნაზი, ეს იყო სააკაშვილის და მერაბიშვილის პირადი გვარდია, ძირითადად ჯინსებში გამოწყობილნი), ტყვიები დაუშინა თბილისის მთავარ სამმართველოსთან შეკრებილ მომიტინგეებს, რომლის დროსაც ბევრი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორმა თვალის ჩინიც დაკარგა.

მინდა პოლიციელებს ვკითხო: თქვენ ეთანხმებით იმას, რომ მაინცდამაინც ის დღე უნდა აღინიშნოს თქვენს პროფესიულ დღედ, როცა შეიძლება ძალიან ცუდ ოპოზიციას, მაგრამ მაინც თქვენს დებს და ძმებს თავ-პირი დაალეწეთ? მაშინ მე გთავაზობთ, რომ 7 ნოემბერს აღინიშნოს პოლიციის დღე, რადგან თავ-პირის ლეწვა მაშინ უფრო მასშტაბური იყო", - განაცხადა ბურჯანაძემ.

აღნიშნულ კონტექსტში, ბურჯანაძემ სამართალდამცავებს მოუწოდა, "არ დაუშვან ეს, გამოიჩინონ ღირსება და პოლიტიკას თავი დაანებონ".

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1102 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები