ორშაბათი, 29.04.2024, 23:14
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » უფთხილდით IE-ს.
10:41
უფთხილდით IE-ს.

გერმანიის BSI (საინფორმაციო უსაფრთხოების ფედერალური ოფისი) აფრთხილებს ინტერნეტის მომხმარებლებს, რომ მათი კომპიუტერების უსაფრთხოებისთვის უმჯობესი იქნებოდა, 'Internet Explorer'-ის გამოყენებისგან თავი შეიკავონ და გვთავაზობს Opera-ს ტექნოლოგიას, როგორც ალტერნატივას Microsoft-ისა.

მსგავსი გაფრთხილება, იმავე დღეს, საფრანგეთის კომპიუტერულ ავარიებზე რეაგირების ჯგუფმაც (CERTA) გამოაქვეყნა.


რეაქცია დაკავშირებულია IE-ს ყველა ვერსიაში (6, 7 და 8) აღმოჩენილ "ნულოვანი დღის" ხვრელთან, რომელიც ცნობილია Microsoft-ისთვის, მაგრამ ჯერ არ დახურულა. უსაფრთხოების ხარვეზი საშუალებას აძლევს ვებ გვერდს, მისი სტუმრობისთანავე, ავტომატურად აამოქმედოს ბოროტმოქმედი კოდი, მსხვერპლ კომპიუტერზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად.

შეტევას ექვემდებარება ნებისმიერ Windows-ზე (XP, 2003, Vista, 2008, 7 და 2008 R2) მომუშავე Internet Explorer.


გუშინ Microsoft-მა გამოაცხადა, რომ აკეთებს ყველაფერ შესაძლებელს, რათა გამოუშვას საგანგებო უსაფრთხოების განახლება, ხვრელის დასახურად. მანამ, 14 იანვარს, კომპანიამ გამოქვეყნა დოკუმენტი (Security Advisory 979352), რომელშიც გვთავაზობდა დროებით თავდაცვის ღონისძიებებს, მათ შორის: Explorer-ის ოფციებში ინტერნეტის და ლოკალური ინტრანეტის უსაფრთხოების ზონების "მაღალზე" (High) გადაყვანას.

BSI-ის განცხადებით, ეს ზომები არ არის საკმარისი მომხმარებლების დასაცავად. მას შემდეგ რაც იმავე დოკუმენტში Microsoft გვარწმუნებდა, რომ მათ ბრაუზერზე მხოლოდ "შეზღუდული რაოდენობის შეტევები" იყო დაფიქსირებული, კომპანია მზად არის დაარღვიოს განახლებების გამოსვლის გრაფიკი - "go out-of-band" - ხარვეზის აღმომფხვრელი განახლების რაც შეიძლება მალე მოსაწოდებლად.

ტრადიციულად, Microsoft უშვებს განახლებებს ერთად, პაკეტების სახით. ეს ხდება ყოველ სამშაბათს, რომელიც ცნობილია როგორც "Patch Tuesday" (ნაკერების სამშაბათი:-).

მეორესმხრივ, Microsoft-ის აჩქარებამ არ უნდა გაგვაკვირვოს, რადგან, მისივე აღიარებით: Internet Explorer-ის კოდში დაშვებული ეს შეცდომა იყო გამოყენებული, გასული წლის დეკემბერიდან დაწყებული მასიური შეტევებისთვის, Google, Adobe და რიგ სხვა კომპანიებზე.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1020 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები