ორშაბათი, 29.04.2024, 23:05
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » ოლივერ კანი: “არცერთ მეკარეს არ მიუღწევია იმდენი, რამდენიც - მე”.
11:04
ოლივერ კანი: “არცერთ მეკარეს არ მიუღწევია იმდენი, რამდენიც - მე”.

ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარე ოლივერ კანმა, ორი წლის წინ დაასრულა საფეხბურთო კარიერა და მაშინვე ტელევიზიის კაბინაში გადაინაცვლა – კერძოდ, გერმანიის ნაკრებისა და ბუნდესლიგის მატჩების კომენტატორად მუშაობს.



"ტიტანად” წოდებულმა ოლიმ, მიუნხენის "ბაიერნსა” და გერმანიის ნაკრებში მეკარეობისას, თითქმის ყველა ტიტული მოიგო. "თითქმის” იმიტომ, რომ მთავარი დააკლდა: მსოფლიო ჩემპიონობას ვერ შესწვდა და ეს, გულში ხინჯად აქვს შემონახული.



ფიფას ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში, კანმა სწორედ მოახლოებულ მუნდიალზე ისაუბრა:

- თქვენმა ყოფილმა კონკურენტმა იენს ლემანმა, ართუ დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ კარიერას ასრულებს. რა რეაქცია გქონდათ ამაზე?
- ლოგიკური გადაწყვეტილებაა. ნებისმიერი სპორტსმენი ერთ დღეს საკუთარ თავს ეკითხება – "როდემდე შევძლებ ჩვეულ დონეზე თამაშს?”.

კარიერის დასრულების იდეალური დრო მაშინაა, როცა ხალხი გეუბნება – "შენ ისევ ბრწყინვალე ფორმაში ხარ”.

 

- ლემანის გამოსამშვიდებებელ მატჩში ითამაშებდით?
- რა თქმა უნდა. რატომაც არა? ჩვენ ყოველთვის დაუძინებელ მტრებად გვთვლიდნენ, მაგრამ უბრალოდ კონკურენტები ვიყავით და მეტი არაფერი.

- კიდევ ერთი ხმაურიანი თემა, რომელიც გერმანიის ნაკრებს უკავშირდება: კევინ კურანი უდისციპლინობის გამო გააგდეს ნაკრებიდან. თქვენი აზრით, კურანის უნდა აპატიონ?


- იოაჰიმ ლიოვს თავდამსხმაში დიდი არჩევანი აქვს. მიროსლავ კლოზე, ლუკაშ პოდოლსკი, მარიო გომესი, შტეფან კისლინგი...

მაგრამ თუ ლიოვი იმის მიხედვით არჩევს შემადგენლობას, თუ ვინ რა ფორმაში იქნება, მაშინ ცვლილებები ყოველთვიურად მოუწევს.

- თავდამსხმაში დიდი კონკურენციაა, მაგრამ ძირითადი მეკარე უკვე ცნობილია: ლიოვმა გამოაცხადა, რენე ადლერი იქნება პირველი ნომერიო. ეს, რამდენად სწორია?


- იმედი მაქვს, გერმანიის ნაკრებში დადგება დრო, როცა მთავარი მეკარე ხელხეუხებელი იქნება. ასე ვიყავი მე, ასე იყვნენ ედვინ ვან დერ სარი, იკერ კასილიასი, პეტრ ჩეხი. მთავარია, ადლერმა შეცდომები არ დაუშვას, თორემ ჩვენ ყოველთვის გვექნება დისკუსიის საბაბი – ადლერი სჯობია, თუ სხვა?

- რამდენად კარგია, რომ ნაკრების დაცვის ოთხეული ახლავე გამოიკვეთოს?
- ეს საჭიროა, რადგან ახლავე უნდა ვიცოდეთ, რისი მაქნისები არიან ისინი და როგორი რეაგირება ექნებათ ძლიერი მეტოქის შეტევებზე.

მათ, შეთამაშებისთვის ხომ დრო სჭირდებათ, ეს დრო კი, ცოტა დარჩა. მაგალითად, ადლერმა უკვე დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი რუსეთთან შესარჩევი ციკლის გადამწყვეტ მატჩში.

აი, დაცვის საბოლოო ფორმულირებაში კი დარწმუნებული არ ვარ, თუმცა დაახლოებით ვხვდები, როგორ ოთხეულს დაეყრდნობა ლიოვი.

- მუნდიალი მალე იწყება. რა პროგნოზს გააკეთებდით?
- ფეხბურთელისთვის, მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი რამ არ არსებობს. სწორედ იქ, ოთხ წელიწადში ერთხელ, ერთმანეთს სახეში უყურებენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები.

ეს ფესტივალია და პლუს, უდიდესი გამოცდილება.

- ალბათ, ძალიან გინდათ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ ითამაშოთ.
- მოხარული ვარ, რომ მინდორზე აღარ გავდივარ. მე უკვე ვიყავი მსოფლიო ჩემპიონატზე და სხვადასხვა დიდ ტურნირებზე მითამაშია, ასე რომ, ეს სავსებით საკმარისია.

- მუნდიალის ფავორიტად რომელ ნაკრებს მიიჩნევთ? და გერმანიის შანსებზეც გვითხარით.
- ფავორიტებად ისევ რჩებიან ესპანეთი, ბრაზილია, იტალია, საფრანგეთი და გერმანია. და კიდევ, მუნდიალის მოსამზადებელ პერიოდში, რომელი ნაკრები როგორ ფორმაშია, ამას თითქმის არ აქვს მნიშვნელობა.

მთავარია, უშუალოდ ტურნირზე რამდენად იქნებიან ტონუსში, როგორ გადაანაწილებენ ძალებს. დიდი მნიშვნელობა აქვს კლიმატთან ადაპტაციას და კიდევ ბევრ სხვა ნიაუანსს. ასე რომ, პროგნოზების გაკეთება ჯერ უაზრობაა.

- გერმანიიის ნაკრები უკვე დგას ბრაზილიის, არგენტინის, ან იტალიის დონეზე, თუ ჯერ არა?
- ევრო-2008-ზე, გერმანია მეორე ადგილზე გავიდა. ჩემი აზრით, იმ ჩემპიონატის მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ როგორც გერმანიას შეუძლია გრანდების დამარცხება, ასევე შეუძლია მათთან წაგება.

დღევანდელ ფეხბურთში, რაიმეს გამორიცხვა არასწორია.

- ბევრი თვლის, რომ თანამედროვე ფეხბურთში, მეკარის როლი შეიცვალა. მხოლოდ ბურთის დაჭერა და კარგი რეაქცია არ კმარა, მეკარემ დანარჩენი 10 ფეხბურთელივით უნდა გათვალოს თამაშის სპეციფიკა და მინდვრის დიდ მონაკვეთზე უნდა მოძრაობდესო.

ეთანხმებით ამას?
- კატეგორიულად არ ვეთანხმები. ერთადერთი, რაც მეკარის როლში შეიცვალა, თანაგუნდელისგან პასის შემდეგ ბურთი ხელში არ უნდა აიღოს. ამას კი, გოლკიპერები იოლად მიეჩვივნენ. დანარჩენი კი არაფერი შეცვლილა, მეკარეებისადმი მოთხოვნები იგივე დარჩა.

- ვის თვლით საუკეთესო მეკარედ?


- ჩემი აზრით, ეს ჯანლუიჯი ბუფონია. გამოცდილება აქვს, მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ყოველთვის გრანდებში თამაშობდა. როგორც პიროვნებაც, დიდი ავტორიტეტია. ბუფონი ყველა იმ თვისების მატარებელია, რაც უმაღლესი კლასის მეკარეს უნდა ჰქონდეს.

- ბევრი ტიტული მოიგეთ, მათ შორის, ინდივიდუალურებიც. თუნდაც 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარება კმარა. რომელი ტიტულია თქვენთვის განსაკუთრებით საამაყო და ფასეული?
- საუკეთესო მეკარე და მთლიანად, საუკეთესო ფეხბურთელი 2002 წლის მუნდიალზე – აქამდე არც ერთ მეკარეს არ მიუღწევია და ამით ძალიან ვამაყობ.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1122 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები