ორშაბათი, 29.04.2024, 20:49
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » წარმოდგენა ომზე მოზარდებისთვის.
11:53
წარმოდგენა ომზე მოზარდებისთვის.

26 აპრილს, 5 საათზე მოზარდ მაყურებელთა თეატრის დარბაზი თანდათანობით ივსებოდა.



გასაკვირი არცაა, რომ მაყურებელთა შორის სკოლის მოსწავლეები ჭარბობდნენ. შემოდიოდნენ ჯგუფ-ჯგუფად, ხმაურით, ზოგიერთი მათგანი ადგილს ჩუმად იკავებდა, ხუმრობდნენ, იცინოდნენ და ერთმანეთს მოლოდინზე ეკითხებოდნენ, მოლოდინზე იმ სპექტაკლის მიმართ, რომლის სანახავადაც შეიკრიბნენ.



"ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან" რეჟისორმა გეგა ქურციკიძემ დადგა. სცენარი კი არჩილ სულაკაურის მოთხრობების "მტრედები" და "ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან" მიხედვით მანანა დოიაშვილმა დაწერა. სულ 5 პერსონაჟია, სპექტაკლში კი 10 მსახიობია დაკავებული, ისინი ერთმანეთს ცვლიან, პირველი ხუთეულის მონაწილეობით პრემიერა რამდენიმე დღით ადრე შედგა, მეორე ხუთეულის კი 26 აპრილს.



აქ წამყვანი პერსონაჟი ომია. ომი, რომელიც სიძულვილის, ძალადობის, აგრესიის, სისხლისა და სიკვდილის საფუძველია.

თუმცა არსებობს მეორე მხარეც და მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ ომის დროს ადამიანები ერთმანეთს დაემსგავსნენ, ყველანი უსახო არსებებად იქცნენ და მათი გარჩევა ძნელია, მაყურებელი მაინც ხედავს ადამიანებს, რომლებსაც უყვართ და არამხოლოდ საკუთარი თავის, ასევე სხვების გადარჩენაზე ფიქრობენ.

სპექტაკლის მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი სათქმელი ისაა, რომ ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება.

ეს არჩევანი შეიძლება ცუდსა და კარგს, ცუდსა და უარესს ან კარგს და უკეთეს შორის უნდა გაკეთდეს, თუმცა ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც თავად ამ შანსის არსებობის ფაქტორი.

რეჟისორის სათქმელიც ამ ხაზს მიჰყვება: "ყოველთვის არსებობს გზა საითაც წახვალ, თუმცა ამ შემთხვევაში ორივე მსხვერპლია, ლევანი ფიზიკურად ნადგურდება, მაგრამ ადამიანად რჩება, ვასიკო კი სულიერად, მართალია თავს ყოფის სახით ინარჩუნებს და მხოლოდ ყოფაში ჩანს მისი პიროვნება"

ლევანი, ნაი და ვასიკო... სამი საკვანძო პერსონაჟი. ლევანს ადამიანები უყვარს და ეხმარება მათ, ვასიკო - ერთი შეხედვით უარყოფითიი ტიპაჟია, მისთვის მთავარი "ბევრი პური, ფული და უკეთესი ცხოვრებაა", თუმცა ეს ერთი შეხედვით, ვასიკოს გმირის შემსრულებელი, მსახიობი ზურაბ არუსია ბოლომდე უარყოფითს არ უწოდებს თავის პერსონაჟს.

ამბობს, რომ მას სიყვარული შეუძლია, მართალია თავისებურად, მაგარამ მაინც უყვარს ნაი და ყველაფერს (ცუდსაც!) აკეთებს მისი გულის მოსაგებად.

და ნაი, მსახიობი ანი ზამბახიძე, რომელისთვისაც მთვარია რომ მისმა პერსონაჟმა ომის მიუხედავად საკუთარ გრძნობებს უერთგულა და " გაუძლო ყველანაირ გაჭირვებას, თავი არ დაკარგა, გაძლიერდა და საკუთარ პრინციპებს არ უღალატა".

სპექტაკლში ნაი და ლევანის სიყვარულის სიმბოლო მტრედებია, რომელიც ნაის სიტყვებით "მას ელოდებიან".

რეჟისორს, გეგა ქურციკიძეს კიდევ ერთხელ სურდა მოზარდებთან ომზე ესაუბრა.

ომზე, რომელიც სამწუხაროდ მისი თაობის და არამხოლოდ ლაიტმოტივად იქცა: "მომავალ თაობას კიდევ ერთხელ და რა თქმა უნდა, მხოლოდ თეატრსა და სცენაზე ენახათ რას განიცდიან მათი თანატოლები იმ საშინელი წნეხის ქვეშ რასაც ომი ქვია.


როგორ უყვართ, როგორ იბრძვიან სხვისი და საკუთარი ბედნიერებისთვის, სულიერ და ფიზიკურ ტრამვებს უმკლავდებიან, შორდებიან და განიცდიან, მაგრამ მაინც არ ტყდებიან და ადამინური ღირებულებების ერთგულნი რჩებიან".

სტატიის დასაწყისში აღვნიშნე, რომ "მოზარდ მაყურებელთა თეატრში" ძირითადად მოზარდებმა მოიყარეს თავი.

ანა დანელია სკოლის მოსწავლეა, თვლის, რომ სპექტაკლი კარგია და ემოციურად დადგმული: "ეს სპექტაკლი პატარა ასაკიდანვე უნდა ნახო, რათა ჩვენმა თაობამ დააფასოს მშვიდობა, უყვარდეთ ადამიანები და აკეთონ სიკეთე"

რეჟისორისა და მსახიობების მოტივაციაც ეს გახლდათ, ახალგაზრდა თაობისთვის ომის, როგორც ყველაზე დიდი უბედურების ჩვენება. მე როგორც ამ შემთხვევაში მაყურებელმა, რომელსაც სხვადასხვა რეპლიკები მესმოდა, მართალია ზოგი მათგანი უადგილო და გამაღიზიანებელი, მაგრამ ასევე მესმოდა ტაში, ბრავო და მოწონების გამომხატველი სიტყვები.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1234 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები