ორშაბათი, 29.04.2024, 23:24
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » თენგიზ აბულაძე – ბიოგრაფია.
22:34
თენგიზ აბულაძე – ბიოგრაფია.

თენგიზ აბულაძე – Tengiz Abuladze (1924-1994)

ცნობილი კინორეჟისორი თენგიზ ევგენის ძე აბულაძე დაიბადა 1924 წლის 31 იანვარს. 1943–46 სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1953 დაამთავრა საკავშირო კინომატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩის სახელოსნო).

კინორეჟისორ რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაიღო დოკუმენტური ფილმები: "ჩვენი სასახლე” (1953), "ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი” (1954) და მხატვრული ფილმი "მაგდანას ლურჯა” (1955, ე. გაბაშვილის მოთხრობის მიხედვით; მთავარი პრიზი "ოქროს პალმის შტო” კანის IX საერთაშორისო ფესტივალზე და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო ფესტივალზე, ორივე 1956).

აბულაძის პირველი დამოუკიდებელი ფილმია "სხვისი შვილები” (1958; საპატიო დიპლომი ტაშკენტის აზიისა და აფრიკის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1958; ფინეთის ჟურნალისტთა და კინომატოგრაფისტთა კავშირების დიპლომები ჰელსინკის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1959; დიპლომი ლონდონის პრემირებული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე და II პრემია "ვერცხლის ნეადა” პორეტა–ტერმის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ორივე 1960; პრემია თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1965). 1962 გადაიღო "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” (ნ. დუმბაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით; I ხარისხის დიპლომი ბრატისლავის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1964).

1967 აბულაძემ შექმნა ტრილოგიის პირველი ფილმი "ვედრება” (ვაჟა–ფშაველას ნაწარმოების მიხედვით; მთავარი პრემია გრან–პრი სანრემოს საავტორო ფილმების XVII საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1974). 1976 შექმნა ტრილოგიის მეორე ფილმი "ნატვრის ხე” (გ. ლეონიძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, ჟიურის სპეციალური პრიზი "ოქროს ჯიხვი” საუკეთესო რეჟისურისათვის თეირანის VI საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1977; პრიზი კარლოვი–ვარის XXI საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1978; პრემია დონატელოს "დავითი” იტალიაში საერთაშორისო კინოკონკურსზე, 1979; შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია 1979; კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია "ფიპრესი” კაბურში რომანტიკული ფილმების I საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1983).

ტრილოგიის ბოლო ფილმია "მონანიება” (1984, კანის მე–40 საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზი: მთავარი ჟიურის სპეციალური პრიზი, კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია "ფიპრესი”, პრიზები ჩიკაგოსა და ჰეუგესუნის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ყველა 1987; კინემატოგრაფისტთა ეროვნულ ასოციაციის პრემია საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმისათვის, 1988). 1988 ტრილოგიისათვის აბულაძეს მიენიჭა ლენინური პრემია. სხვა ფილმები: "სვანური ჩანახატები” (1965), "სამკაული სატრფოსათვის” (1971), "მუზეუმი ღია ცის ქვეშ” ("დაღესტანი”, ტელეფილმი 1972).

აბულაძის შემოქმედება ქართული და მსოფლიო კინოკლასიკის განუყოფელი ნაწილია. 1974–იდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, ამავე წლიდან იგი იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის” პირველი შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯოლდოები, მათ შორის ღირსების ორდენი (1994). საქართველოს (1967) და სსრკ (1980) სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979), დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1972). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

თენგიზ აბულაძე – ნატვრის ხე.


გადაღებულია გ. ლეონიძის მოთხრობების მიხედვით

ფილმი რევოლუციამდელი სოფლის მოზაიკურ პანოს წარმოადგენს, რომელშიც სინამდვილე ორგანულადაა შერწყმული პირობითობასთან.

ამ იდეალისტთა, მეოცნებეთა, ამპარტავანთა და პატივმოყვარეთა სამყაროში მთავარი სიუჟეტური ხაზი მარიტასა და გედიას ტრაგიკული სიყვარულით არის წარმოდგენილი,რომელთანაც გადაჯაჭვულია სოციალური წყალგამყოფი ხაზის ორთავე მხარეს მოქცეულ სხვა პერსონაჟთა ბედი. ადამიანები ლუკმა-პურისათვის წელზე ფეხს იდგამენ, იტანჯებიან და ოცნებობენ ნათელ მომავალზე, ყველა საკუთარი "ნატვრის თვალს” დაეძებს, სასწაულების ასრულებას შესთხოვს თავის ნატვრის ხეს.

დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორები: რევაზ ინანიშვილი, თენგიზ აბულაძე

ოპერატორი: ლომერ ახვლედიანი
ხმის ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილი
მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორები: ბიძინა კვერნაძე, იაკობ ბობოხიძე
მონტაჟორი: გულნარა ომაძე

მონაწილეობენ: ლიკა ქავჟარაძე (მარიტა), იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი (გედია), ზაზა კოლელიშვილი (შეტე), კოტე დაუშვილი (ციციკორე), სოფიკო ჭიაურელი (ფუფალა), კახი კავსაძე (იორამი), ეროსი მანჯგალაძე (მუმბულა), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ელიოზი), რამაზ ჩხიკვაძემამაო ოხროხინე), გიორგი გეგეჭკორი (ჭიჭიკორე), სესილია თაყაიშვილი (მარადია), გიორგი ხობუა (ბატულა), გივი ბერიკაშვილიპადღულა), ჯემალ ღაღანიძე (ტაგრია), ჯემალ გაგნიძე, ბორის წიფურია (ქორია), ია ხობუა (გედიას დედა), მზია მახვილაძე, თემინა ტუაევანარგიზა), დათო აბაშიძე (გაულაწუნე), თინათინ ბურბუთაშვილი (შეტეს დედა), შოთა სხირტლაძე, ბერტა ხაფავა, ლეილა ძიგრაშვილი, ა. დოლენჯაშვილი, ზაზა ხალვაში, ნათელა მახალდიანი, მ. ჭაბაშვილი, გ. მეჭურჭლიშვილი, ასმათ ტყაბლაძე, დავით უფლისაშვილი, გივი ჭიჭინაძეიპრო), დავით კვარაცხელია.




კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2165 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები