სამშაბათი, 30.04.2024, 01:07
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » უშანგი ჩხეიძე – ცხოვრება, შემოქმედება.
23:26
უშანგი ჩხეიძე – ცხოვრება, შემოქმედება.

გამოჩენილი ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი უშანგი ჩხეიძე 1898 წლის 28 ნოემბერს დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში. ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის დროს მონაწილეობდა მოსწავლეთა სპექტაკლებში.

1919 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე. პარალელურად სწავლობდა გ. ჯაბადარის ხელმძღვანელობით არსებულ დრამატულ სტუდიაში.

თავდაპირველად მსახიობი მონაწილეობდა მუშათა თეატრების (ავჭალის აუდიტორის, ავლაბრის თეატრი, თბილისის მუშათა ცენტრალური კლუბი) წარმოდგენებში. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის ქართული დრამის, ხოლო 1921 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში.

როგორც თეატრმცოდნეები ერთხმად აღნიშნავენ, უშანგი ჩხეიძე, როგორც მსახიობი, გამოირჩეოდა მგზნებარე ტემპერამენტით, განცდის სიმართლით, არაჩვეულებრივი სცენური მომხიბვლელობით და ფართო არტისტული დიაპაზონით. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა ვაჟკაცური ტონით, გმირული სულისკვეთებით, იუმორით.

მსახიობი თანაბარი წარმატებით ასრულებდა ტრაგიკულ და კომიკურ როლებს: ვიქტორი და არისტო (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება” და "სამანიშვილის დედინაცვალი”), ელიზბარი (ს. შანშიაშვილის "მათრახის პანაშვიდი”), მეფე ჯიმშერი (ი. გედევანიშვილის "სინათლე”), ინკუბუსი (ს. შანშიაშვილის "ლატავრა”), ფილი კულენი (ჯ. სინგის "გმირი”) და სხვა.

1925 წელს ჩხეიძემ ბრწყინვალედ განახორციელა ჰამლეტის სახე (უ. შექსპირის "ჰამლეტი”) და საყოველთაო აღიარება მოიპოვა როგორც მაღალნიჭიერმა დრამატულმა მსახიობმა.

შემდეგ იგი სხვა მსახიობებთან ერთად გადავიდა ახლად დაარსებულ თეატრში (1933 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), ჯერ ქუთაისში (1928-1930), ხოლო 1930 წლიდან თბილისში. აქ კ. მარჯანიშვილის დადგმებში (1928-1933) მაღალმხატვრულად შეასრულა შემდეგი როლები: კარლ ტომასი (ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცლობთ!”), ბეგლარი (კალაძის "როგორ”), ურიელ აკოსტა (გუცკოვის "ურიელ აკოსტა”), ყვარყვარე (კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი”), კვეჟენაძე (შ. დადიანის "კაკალ გულში”), გულბაათი (კ. კალაძის "ხატიჯე”), გრაფი ჩენჩი (შელის "ბეატრიჩე ჩენჩი”), იაგო (შექსპირის "ოტელო”).

მისი პიესა "გიორგი სააკაძე” იდგმებოდა მარჯანიშვილის სახელობის თატრის სცენაზე (ვ. ყუშიტაშვილის დადგმით 1940 და ვ. ტაბლიაშვილის დადგმით 1953). დაწერა წიგნები: "კ. მარჯანიშვილი – რეჟისორი და მასწავლებელი” (1949), "მოგონებები და წერილები” (1956). კინოში შესრულებული აქვს როლები: ნიკო ("ქარიშხლის წინ”, 1925), რაიკომის მდივანი იულონი ("ნარინჯის ველი”, 1937) და სხვა.

უგანში ჩხეიძის უშუალო ინიციატივით 1931 წელს მარჯანიშვილის თეატრთან შეიქმნა სტუდია, რომელსაც ხელმძღვანელობდა 35 წლამდე, იყო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი.

უშანგი ჩხეიძე 1953 წლის პირველ დეკემბერს თბილისში 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავდაპირველად იგი თბილისის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. უკანასკნელ გზაზე მსახიობი მთელმა თბილისმა ზღვა ცრემლებით გააცილა. 1999 წელს კი უშანგი ჩხეიძის ნეშტი დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.

მსახიობის და, ნინო ჩხეიძე იგონებს:”დილის 6 საათზე დამიბარეს დიდუბის პანთეონში, საფლავი გახსნილი დამხვდა. თავზე ოთარ მეღვინეთუხუცესი მადგა და ღვარღვარით ჩამოსდიოდა ცრემლები.

მე არ ვტიროდი. დავცქეროდი ჩემი ძმის საფლავს და ვიმეორებდი – სად არის, ბიჭო, შენი ბრიალა თვალები-მეთქი. როგორც ჩანს, ქართველმა ხალხმა ასე გადაწყვიტა – ჩემი ძმის ადგილი მთაწმინდაზეა, იქ, სადაც ქართული ეროვნული სულის ნამდვილი კორიფეები განისვენებენ.

უშანგი ჩხეიძე ქართულ თეატრში ნამდვილი მოვლენა იყო. დღესაც, ათეული წლების შემდეგ საკმარისია უშანგი ჩხეიძის განსახიერებული პერსონაჟები ფოტოზე ნახო ან მისი ხმის ჩანაწერი მოისმინო, რომ მთელი დღე უცნაურ განცდას ვერ დააღწევ თავს.

ზესტაფონში, მის მშობლიურ კუთხეში არსებობს მისი სახელობის სახლ-მუზეუმი, სადაც ყველა მსურველს შეუძლია მოსვლა და მისი ნივთების დათვალიერება. აქ თითქოს დრო უკან ბრუნდება, თითქოს ყველაფერი თავიდან იწყება. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ქართველ საზოგადოებას კიდევ დიდხანს ემახსოვრება ისეთი გენიოსი მსახიობი, როგორიც უშანგი ჩხეიძე იყო.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1307 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები