ორშაბათი, 29.04.2024, 21:08
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » რატი ამაღლობელი – Rati Amaglobeli.
23:56
რატი ამაღლობელი – Rati Amaglobeli.

რატი ამაღლობელი: "გაზაფხულის უვერტურა”.

ისევ მაისობს სამაიის ისამანი,
მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება.
დავტოვე ჩემი მწუხარების მყუდრო სავანე,
ისევ მაისობს სამაიის ისამანი.
ღმერთო! სამშვინველს გაზაფხულის მიეც დიდება
და ბროწეულის ბაღებისკენ გზები სავალი.
მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება,
ისევ მაისობს სამაიის იასამანი.

     *  *  *

რატი ამაღლობელი: "არანაირი ცის”


                        ბინდი, მხატვარი რუსუდან ჯავრიშვილი.


არანაირი ცის
არანაირი ჰაერი, და გახსენება სხვის
არანაირი მსურს,
ცრის.
მოწყენილობამ ინება
ჩემში თავნება დინება,
დამევანება ზმანებად და ნისლი მომეფინება
ცის.
ცა – ცარიელი რვეული,
ცა – თეთრეული ეული
მზის,
ჩამორღვეულა ძირს,
წვიმს.
შავეთის ღია კარი
ვნახე და ხელი ვკარი,
თვალი გავაღე და მე
ტანზე გავიძრე ღამე
ძლივს,
წვიმს…

       *  *  *


დილა ცისკენ კიბე-კიბე აივლის
ბაღში ჩრდილი წამოწვება აივნის
მინდა სივრცე მცირესა და უვრცელესს
დღეებს შორის იწვეს როგორც უცვლელი.
ცა ნისლი თუ ცარიელი ფურცელი
მზე პირს იბანს ქალმა ხელი მოკიდა,
სველ თეთრეულს წვიმს სარეცხის თოკიდან.
ღამე ფანჯრებს სართულ-სართულ დაივლის
ფრთხილად შევა სახლში ჩრდილი აივნის.

         *  *  * 

რატი ამაღლობელი: "მივატოვე ბეთსაიდა”


მივატოვე ბეთსაიდა
შენთან მოვხვდი ვერსაიდან.
გულო, ვიცი სამსხვერპლოზე
ისააკის ბედს აიტან.
მივატოვე სამარია,
მზის შობა და ცა-მარიამ.
შუბლი ისევ გოლგოთაა,
გული ისევ სამარეა.
მივატოვე მეტანია,
ბეთბაგე და ბეთანია,
სამსხვერპლოზე ჩემი ბაღის
სევდა ამომიტანია.
მივატოვე ნაზარეთი
ვით სნეულმა ლაზარეთი
გზა გასამდა: მარიამით,
მართათი და ლაზარეთი.
მივატოვე, მომიტევე,
შენთან როგორ მოვიდე მე.
შენს მაცნეებს მაინც ვცნობდე,
ღამეს შუბლთან რომ მითევენ.
მივატოვე ბეთსაიდა,
შენთან მოვხვდი ვერსაიადნ.
გულო, ვიცი გოლგოთაზე
უკვე ჯვარცმულ
ბედს აიტან.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1320 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები