ორშაბათი, 29.04.2024, 21:35
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 30 » ივანე მაჩაბელი – ბიოგრაფია.
00:36
ივანე მაჩაბელი – ბიოგრაფია.

ივანე მაჩაბელი – მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი. საზოგადო მოღვაწე; ქართველ ,,სამოციანელთა” წარმომადგენელი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, ახალი ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი.



ივანე მაჩაბელი დაიბადა 1854 წლის 28 იანვარს სოფ, თამარაშენში ძველი ფეოდალის, იმ დროისათვის უკვე გაღარიბებულ ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახშივე მიიღო; საფუძვლიანად გაეცნო ქართულ ფოლკლორს და კლასიკურ მწერლობას. 1863 წლიდან თბილისის გიმნაზიაში სწავლობდა.

იმ დროს ქართული ენა იდევნებოდა, მაგრამ ცნობილი მწერალი და პედაგოგი პ. უმიკაშვილი მოსწავლეებს ქართული კულტურის სიყვარულს უღვივებდა, აგროვებინებდა ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.

ავარჯიშებდა მხატვრულ თარგმანში. ჩვენამდე მოღწეულია ი.მაჩაბლის გიმნაზიაში სწავლის დროს შესრულებული თარგმანი ანტიკური ლიტერატურიდან, რომელიც მხატვრულობით და ქართული ენის ღრმა ცოდნით გამოირჩევა.

1870 წელს ი. მაჩაბელმა წარჩინებით დაამთავრა გიმნაზია; 1871-74წ.წ. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. დაუახლოვდა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდობას, რამაც დიდი როლი ითამაშა ი.მაჩაბლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში; საფუძვლიანად შეისწავლა უცხო ენები. იყო პეტერბურგის დრამატული წრის ერთ-ერთი დამაარსებელი.

1873წ. ივანე მაჩაბელი დაუახლოვდა ქართული სათავადაზნაურო ბანკის საქმეებზე პეტერბურგში ჩასულ ილია ჭავჭავაძეს, მასთან ერთად თარგმნა შექსპირის ,,მეფე ლირი”, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა ქართველ ინტელიგენციაში.

1874-77წ. ი. მაჩაბელი სწავლობდა ჯერ გერმანიაში, ჰოპენჰაიმის სასოფლო- სამეურნეო აკადემიაში, მერე-პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში. 1879წ. მაჩაბელი დაბრუნდა საქართველოში და ნაყოფიერ შემოქმედებით და საზოგადოებრივ მოღვაწეობას შეუდგა. ამავე წლიდან ქართულ პრესაში იბეჭდებოდა მისი ლექსები, კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები და თარგმანები. ი. მაჩაბელი აქტიური მონაწილე იყო ყველა იმ საზოგადოებრივი წამოწყებისა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა.


("ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”, თეატრალური საზოგადოებები, სასკოლო კომიტეტი, სათავადაზნაურო ბანკი, "ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დამდგენი კომისია და სხვა.) იგი იყო შოთა რუსთაველის პოემის 1888 გამოცემის რედაქტორი; დიდი დახმარება გაუწია პოემის ილუსტრატორს, უნგრელ მხატვარს მ.ზიჩის, აგრეთვე მარჯორი უორდროპსა და პოემის სხვა უცხოელ მთარგმნელებს.


მანვე რუსი კომპოზიტორის მ.იპოლიტოვ-ივანოვის თხოვნით დაწერა ლიბრეტო ოპერა "ვეფხისტყაოსნისათვის.”


ი.მაჩაბელი 1879წლიდან "ივერიის” აქტიური თანამშრომელი, ხოლო 1882-83წ. რედაქტორი იყო. მისი პუბლიცისტური წერილები თეატრის, ლიტერატურისა და ხელოვნების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების, სოფლის მეურნეობის, ბუნების დაცვისა და სხვა საკითხების შესახებ გამოირჩეოდა მკაფიო მიზანდასახულობით. 1883-85წ.წ-ში იგი რედაქტორობდა გაზ. "დროებას”.
ი.მაჩაბელმა გაამდიდრა ქართული

თეატრის რეპერტუარი. თარგმნა მოლიერის "ეჭვით ავადმყოფი”, სხვადასხვა ენიდან გადმოაკეთა პიესები ,,ადვოკატი მელაძე”, ,,ფრუ-ფრუ ანუ ცქრიალა საძაგელი”, ,,ორ ცეცხლ შუა” და სხვა. შექსპირის ტრაგედიების ბრწყინვალე თარგმანებმა ივანე მაჩაბელს ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა ქართული ლიტერატურის ისტორიაში.

ეს იყო ახალი სიტყვა ქართულ მხატვრულ მთარგმნელობით ლიტერატურაში. ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი ,,ჰამლეტი” (1886წ.), ,,ოტელო” (1888წ.), ,,მაკბეთი” (1892წ.), ,,რიჩარდ III” (1893წ.), ,,იულიუს კეისარი” (1896წ.), ,,Aანტონიო და კლეპატრა” (1898წ.) და ,,კორიოლანოსი” (1898წ.) გამოირჩევა ორიგინალთან სიახლოვით, შექსპირის მხატვრული ენისა და დიალოგის ვირტუოზული გადმოცემით, აზრის სინათლითა და დინამიკურობით, დედნის პროზის ლაკონურობის შენარჩუნებითა და შექსპირული თეთრი ლექსის ოსტატური გადმოღებით. მძიმედ დასნეულებული ივანე მაჩაბელი 1898წ. 26 ივნისს, გამთენიისას, შინიდან გავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1598 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები