ორშაბათი, 29.04.2024, 22:39
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 30 » ალექსანდრე ჟორჟოლიანი.
00:39
ალექსანდრე ჟორჟოლიანი.

ლექსანდრე ჟორჟოლიანი – Sandro Jorjoliani (1888-1969).

ალექსანდრე (სანდრო) მაქსიმეს ძე ჟორჟოლიანი დაიბადა 1888 წლის 27 იანვარს (8 თებერვალი) ოზურგეთში.
1911 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ბაქოსა და თბილისში, ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა ქართველ სცენისმოყვარეთა დასის სპექტაკლებში.

1921 წლიდან მოღვაწეობდა ქართული დრამის (შემდგომში რუსთაველის სახელობის) თეატრში. იყო მდიდარი შემოქმედებითი ბუნების მსახიობი. 1928 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ჟორჟოლიანი მოღვაწეობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. მარჯანიშვილთან მუშაობის დროს გაიარა შესანიშნავი სამსახიობო სკოლა, ჩამოყალიბდა, როგორც ბრწყინვალე კომიკოსი.

სანდრო ჟორჟოლიანის აქტიორული ხელოვნება გამოირჩეოდა ფსიქოლოგიური სიღრმით, გრძნობისა და განცდის უშუალობით, უბრალოებით, დიდი სცენური მომხიბვლელობით, მხატვრული ტაქტით, გულწრფელობით. მის მიერ შექმნილ უნიკალურ სცენურ სახეებს კომიზმთან ერთად ხშირად თან ახლდა ლირიზმი, პოეტურობა, სევდა, სიკეთე.

მის მიერ შექმნილ უნიკალურ სცენურ სახეებს კომიზმთან ერთად ხშირად თან ახლდა ლირიზმი, პოეტურობა, სევდა, სიკეთე, როლებიდან აღსანიშნავია: ყვარყვარე (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი"), გოჩოლავა (შალვა დადიანის „კაკალ გულში"), მოსე მწერალი (ეგნატე ნინოშვილის „გურია"), ხანანია (გერცელ ბააზოვის „იცკა რიჟანიშვილი"), ბენ აკობა (კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა"), დარისპანი (დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი"), კირკიტა (მიხეილ ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული"), ილიკო (ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი") და სხვა.

1925 წლიდან იღებდნენ კინოში. როლები: იმერელი თავადი („სამანიშვილის დედინაცვალი", 1927), გენერალი („ელისო", 1928), მოსე მწერალი („დარიკო", 1936), კოსტაია („ნარინჯის ველი", 1937), მაჭანკალი არისტო („დაკარგული სამოთხე", 1938), ფოსტალიონი კირილე („ჭრიჭინა", 1954), სანდრო („აბეზარა", 1956), ბაბუა („მანანა", 1956), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", 1963), ედემიკა („მე ვხედავ მზეს", 1963) და სხვა. ფართო პოპულარობით სარგებლობდა როგორც ესტრადის მსახიობი. დაჯილდოებულია 2 შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

გარდაიცვალა 1969 წლის 24 ივნისს თბილისში.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1222 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები