სამშაბათი, 30.04.2024, 01:48
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 30 » ნინო რამიშვილი .
00:43
ნინო რამიშვილი .

სუხიშვილები – Sukhishvili.

ნინო შალვას ასული რამიშვილი დაიბადა 1910 წელს ქალაქ ბაქოში. 12 წლის ასაკიდან ხუთი წლის მანძილზე (1922-1927) სწავლობდა პერინის საბალეტო სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მიიღეს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის კორდებალეტში, სადაც 1937 წლამდე მოღვაწეობდა. ასრულებდა სოლო საცეკვაო პარტიებს ქართულ ოპერეტებსა და რუსულსა და ევროპულ ბალეტებში.


1938 წლიდან 1940 წლამდე ნინო რამიშვილი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია და მეუღლესთან ილიკო სუხიშვილთან ერთად ხშირად მონაწილეობს კონცერტებში.

ჯერ კიდევ 1930 წელს საკავშირო ოლიმპიადაზე პირველი პრემია მიენიჭა ორივეს, ხოლო 1939 წელს ნინო რამიშვილი საესტრადო ხელოვანთა საკავშირო პრემიის ლაურეატი ხდება.
1940 წლიდან 1941 წლამდე – სსრ კავშსირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტია, 1941 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობია.


1945 წელს ნინო რამიშვილი თავის მეუღლესთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად ქმნის საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს და მისი წამყვანი მოცეკვავე იყო 1972 წლამდე. შემდეგ იგი ანსამბლის ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელია (1985 წლამდე ი. სუხიშვილთან და შემდეგ თ. სუხიშვილთან ერთად) მან ამ ანსამბლთან ერთად შემოიარა თითქმის მთელი მსოფლიო.


ნინო რამიშვილის ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ქალური მომხიბვლელობა, სისადავე და ლაკონურობა. იგი ქალთა შორის ქართული ცეკვის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი იყო. მის მიერ შესრულებული ცეკვებია: "ჯეირანი”, "მუხამბაზი”, "მთიულური”, "სამაია” და მარავალი სხვა. მისი დადგმები გამოირჩევა გრაფიკული სიზუსტით, პლასტიკის სკულპტურული გამომხატველობით. საცეკვაო ფოლკლორის უხვად გამოყენებით.

1949 წელს მიენიჭა სტალინური პრემია, 1952 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 1936 წელს _ სსრკ სახალხო არტისტისა, დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, რუმინეთის ოქროს ვარსკვლავის ორდენით, ახალგაზრდობისა და სტუდენტების მეოთხე ფესტივალზე მიღებული აქვს ოქროს მედალი და მსოფლიო ლაურეატის წოდება. 1973 წელს ახალი ქორეოგრაფიული დადგმებისა და საკონცერტო მოღვაწეობისათვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.


1981 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.


ნინო რამიშვილი გარდაიცვალა 2000 წლის სექტემბერში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1064 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები