ორშაბათი, 29.04.2024, 22:08
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 30 » რობერტ სტურუა .
00:59
რობერტ სტურუა .

null

რობერტ სტურუა დაიბადა 1938 წლის 31 ივლისს. რეჟისორის მამა, რობერტ ივანის ძე სტურუა ცნობილი მხატვარი, რომლის ნამუშევრები თბილისის ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი. დედა – ცუცა (მაყვალა) ბოლქვაძე.

დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის თეტრში. 1979 წლიდან თეატრის მთავარი რეჟისორია, 1980 წლიდან კი – მისი სამხატვრო ხელმძღვანელიცაა.

ახალგაზრდა რეჟისორის ტალანტი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდის ნამუშევრებში გამოჩნდა. 1965 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე სტურუამ დადგა ა. მილერის. სეილემის პროცესი, რამაც რეჟისორს პირველი ნამდვილი წარმატება მოუტანა.

მოგვიანებით სტურუა იტყვის: "ამ წარმოდგენით, ჩემთვის შეუმჩნევლად, კონცეპტუალურ რაჟისურამდე მივედი.”
თეატრალური ფორმის ოსტატობა გამოჩნდა მის მეორე მნიშვნელოვან ნამუშევარში, დ. კლდიაშვილის სამანიშვილის დედინაცვალი, რომელიც თ. ჩხეიძესთან ერთად დადგა. მნიშვნელოვანი წარმატება მოჰყვა სპექტაკლს ხანუმა, რომელშიც მხიარული, კომიკური, მაგრამ რეალისტური პერსონაჟები ბუნებრივად ებმებიან პირობით თამაშში.

1970-იან წლებში უკვე გაჩნდა ცნება "რობერტ სტურუას თეატრი”. პ. კაკაბაძის ყვარყვარეში რეჟისორი სვამს სცენას ბრეხტის პიესიდან არტურ უის კარიერა. აქედან იწყება სტურუას შემოქმედებაში ბრეხტის პერიოდი, რაც რეალობის თეატრალურ მოდელირებას გულისხმობს.
1975 წელს დაიდგა ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე”, სპექტაკლი-დღესასწაული, რომელმაც მსოფლიო შემოიარა, შევიდა საერთაშორისო კრებულში "XX საუკუნის საუკეთესო სპექტაკლები” და დღესაც ცოცხალ ლეგენდად რჩება; სპექტაკლში მთავარი როლი შეასრულა რამაზ ჩხიკვაძემ.
1979 წელს დაიდგა უ. შექსპირის "რიჩარდ III”, შეუდარებელი რამაზ ჩხიკვაძით მთავარ როლში.

1980-იანი წლები განსაკუთრებით ნაყოფიერია სტურუას შემოქმედებაში. ამ პერიოდში იდგმება: თ. ჭილაძის როლი დამწყები მსახიობის ქალისთვის (1980), მ. შარპოვის ცისფერი ცხენები წითელ ბალახზე (1980), რ. სტურუას, ლ. ფოფხაძისა და ა. ვარსიმაშვილის ვარიაციები თანამედროვე თემაზე (1981), რ. იბრაგიმბეკოვის დაკრძალვა კალიფორნიაში (1983) და ა.შ.

1987 წელს სტურუა დგამს მეფე ლირს. მასში გამოიკვეთა რეჟისორის მიდრეკილება ფილოსოფიური რეჟისურისადმი, რომელშიც სამყაროს თეატრალური ხედვა ტრაგიკულ ფინალს ერწყმის. სპექტაკლში სტურუამ განსაცვიფრებელი სიზუსტით იწინასწარმეტყველა ძველი სამყაროს ნგრევა…
რობერტ სტურუა ცნობილია როგორც შექსპირის თეატრის "პარადოქსული ინტერპრეტატორი”. 37 პიესიდან 17 უკვე დადგმული აქვს რუსთაველის სცენაზე და მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში. ლონდონის რივერსაიდ სტუდიაში დადგმული "ჰამლეტი” (1986), ალან რიკმანით მთავარ როლში, შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ ბოლო 50 წლის მანძილზე შექმნილ ათ საუკეთესო სპექტაკლს შორის დაასახელა. თბილისური "ჰამლეტის” ორივე ვერსია (2001, 2006), სტურუას თქმით, "დრომ მოიტანა”, "ისევე როგორც მკაცრი და დინამიური "მაკბეტი” (1995) ან "როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე” (2002), თავისი განსაცვიფრებელი რიტმითა და პირობითობით.
90-იანი წლების სპექტაკლებში აქცენტები უკვე ადამიანსა და მის სულიერ სამყაროზეა გადატანილი. კრიტიკა "კეთილი სტურუას” თეატრზე იწყებს ლაპარაკს. მის მიერ დადგმული სპექტაკლით – კალდერონის "ცხოვრება სიზმარია”(1992), სტურუას შემოქმედებაში უკვე მეტაფიზიკური რეალობა შემოდის. 90-იან წლებში განახორციელა რეჟისორმა სპექტაკლების დადგმა: ბრეხტის "სეჩუანელი კეთილი ადამინი” (1993), "იაკობის სახარება” (1995, გოგებაშვილის "დედაენის” მიხედვით), გრ. რობაქიძის "ლამარა” (1996)…

1994 წელს სტურუა გოგებაშვილის დედაენის მიხედვით დგამს სპექტაკლს იაკობის სახარება. 1996 წელს იქმნება ლამარა, გ. რობაქიძის ლირიკულ-მითოლოგიური დრამის მიხედვით. 1997 წელს ლ. თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმული მერე რა, რომ სველია სველი იასამანი განსაკუთრებით პოპულარული ხდება ახალგაზრდა თაობაში.

1998 წელს ახალგაზრდა რეჟისორ დ. საყვარელიძესთან ერთად სტურუა დგამს კ. გოცის პიესას ქალი-გველი. ამავე წელს მოსკოვში თეატრ "სატირიკონში” იდგმება სტურუას ჰამლეტი, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს კ. რაიკინი. 2000 წელს ისევ მოსკოვში, თეატრში «Et cetera» იდგმება შეილოკი (უ. შექსპირის ვენეციელი ვაჭრის მიხედვით).

ახალ ათასწლეულში შექმნილ სპექტაკლებში რობერტ სტურუას დიალოგი მაყურებელთან უფრო ფილოსოფიური გახდა. რეჟისორი თითქოს მეტს ფიქრობს მარადისობაზე, ეძებს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გადებულ ზღვარს. სპექტაკლების მეტაფორული ენაც უფრო მდიდარი და პოეტურია. ასეთია გია ყანჩელის მუსიკაზე შექმნილი პლასტიკური სპექტაკლი-ფანტაზია "სტიქსი” (2002), "ჰამლეტის” ორივე თბილისური ვერსია (2001, 2006), ს. ბეკეტის "გოდოს მოლოდინში” (2002).

სტურუას ჰყავს ორი მუდმივი თანაავტორი: მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი და კომპოზიტორი გია ყანჩელი. რეჟისორი ბევრს მუშაობდა საზღვარგარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში დადგმული აქვს შექსპირის, სოფოკლეს, მოლიერის, ჩეხოვის, ბრეხტის პიესები. მიღებული აქვს მრავალი თეატრალური პრემია.

რობერტ სტურუას კრეატიული სამყარო უზომოდ მრავალფეროვანია. მის სპექტაკლებში ჰარმონიულად თანაარსებობს ტრაგედია და კლოუნადა, პოლიტიკური ფარსი და მელოდრამა; კლასიკურ კომიზმს ფილოსოფიური მედიტაციები ენაცვლება, უკიდურესი რაციონალიზმი იოლად იძენს გროტესკულ თუ სარკასტულ ელფერს, ეს მრავალფეროვნება ეკლექტური არასდროს ყოფილა. რადგან რაჟისორი მსუბუქად და ელეგანტურად მართავს სცენასა და მსახიობებს, მისი ფანტაზია ამოუწურავია და მას ყოველთვის ხელთ უპყრია სპექტაკლის იდეა და რიტმი.
სტურუას სპექტაკლებმა რუსთაველის თეატრს და თავად რეჟისორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მის დადგმებს სენსაციურს უწოდებენ, ხოლო სტურუას ევროპული თეატრის ყველა ცნობილ რეჟისორს ადარებენ. არ დარჩენილა არც ერთი ფესტივალი სადაც მისი სპექტაკლები არ ყოფილიყოს წარმოდგენილი.

ქართველი მსახიობების შეუდარებელი პროფესიონალიზმით აღფრთოვანებული მაყურებელი ოვაციას ვერ მალავდა არგენტინაში, ავსტრალიაში, პოლონეთში, საფრანგეთსა თუ შვეიცარიაში. სტურუამ დაიპყრო მექსიკა, ედინბურგი, ლონდონი, იერუსალიმი, რომი, მოსკოვი, დიუსელდორფი და, რაც მთავარია, მშობლიური თბილისი.

პრემიები:
სსრკ სახელმწიფო პრემია (1979)
რუსეთის ფედერაციის სახელწიფო პრემია (2000)
საქართველოს სახელმწიფო პრემია (1996)
კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია (1976)
შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1981)
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია (1997)
ალ. ყაზბეგის სახელობის პრემია (1999)
ჩაპლინ-კლუბის პრემია (1998)
საქართველოს ღირსების ორდენი (1998)

საერთაშორისო პრემიები:
ალბერტ შვეიცერის სახელობის პრემია (1975)
ინგლისური კრიტიკის პრემია (1980)
იტალიური კრიტიკის პრემია (1981)
არგენტინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია (1988)
რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრემია- "პრეზიდენტის ოქროს მედალი” (1998)
"თოლია”, ყველაზე ორიგინალური რეჟისორული ინტერპრეტაციისთვის (მოსკოვი, 1998)
ფესტივალ "ბალტიური სახლის” მთავარი პრემია (1998)


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1129 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები