სამშაბათი, 30.04.2024, 00:08
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 30 » ასი იაპონელი პოეტის ასი ლექსი წარმოადგენს კლასიკური იაპონური ტანკების კრებულს, რომელიც შედგენილ იქნა 1235 წელს.
11:38
ასი იაპონელი პოეტის ასი ლექსი წარმოადგენს კლასიკური იაპონური ტანკების კრებულს, რომელიც შედგენილ იქნა 1235 წელს.
ლექსი 8
ბერი კისენი (IX ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

დედაქალაქთან ვცხოვრობ ახლოს, მაგრამ – ეულად,
სამხრეთულ ქარებს მინდობილი ღატაკი ქოხი
მწუხარე უჯის კალთაზე მაქვს წამომართული,
და ამბობს ხალხი, ქვეყნიური ზრუნვით გართული,

"უჯის მთასავით მწუხარეა ბერის ცხოვრება”…


ლექსი 9
კომაჩი ონო (834-880)

თარგმანი ირმა რატიანისა

გაივლის დრო და -
ჩამოჭკნებიან ულმობლად ეს ყვავილები,
დროს გადაჰყვება დაუნდობელს მათი სიტურფე…
მეც ჩამოვჭკნები,
ჟამთა დინება გაახუნებს ჩემს სილამაზეს…


ლექსი 10
სემი მარუ (X ს)

თარგმანი ირმა რატიანისა

ხეტიალისგან დაღლილი მგზავრი
თუ მეგობარი სათნო ღიმილით,
ყველა გამვლელი, მოხვედრილი ოსაკას მთაზე,
ჩემს ქოხმახს სწყალობს:
ისვენებს ჩრდილში, სულს იბრუნებს და მიდის გზაზე…


ლექსი 11
საიდუმლო მრჩეველი ტაკამურა

თარგმანი ირმა რატიანისა

მებადურებო, გევედრებით, ნუ თვლემთ ნავებში!
მომაპყარით წყალობის თვალი!
ამცნეთ მეგობრებს, შინ დარჩენილთ, რომ განდევნილი,
იასოშიმაში მომიყვანეს კუნაპეტ ღამით,
ეულ კუნძულზე, სად შეშლილი ღელავენ ზღვები…


ლექსი 12
ეპისკოპოსი პენჯო (IX ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

თავაწყვეტილო, ურჩო ქარო! ო, გევედრები!
სწრაფად მოკრიბე ნაცრისფერი, კუშტი ღრუბლები!
ვინძლო ასულთა,
ანგელოსებს რომ ჩამოჰგვანან ასე ძალუმად,
შორს გასაფრენად არ აშალონ ციური ფრთები…


ლექსი 13
გადამდგარი იმპერატორი იოძეი (IX ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

მინას ჩანჩქერი, გადმომსკდარი ცუკუბას მთიდან
ჩემს სიყვარულს ჰგავს -
მღელვარე წყალი
მქუხარე ზათქით ეხეთქება კუნაპეტ მორევს,
ჩემი გულივით ბნელს და იდუმალს…


ლექსი 14
მარცხენა მხარის მინისტრი კავარა (IX ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

გზადაბნეული და მშფოთვარე ჩემი ფიქრები
დაუნდობელად აწეწილი სიყვარულისგან,
აბრეშუმს მოჰგავს მოჯი-ძურის,
ჭრელს და დახლართულს,
სულის ყალიბად დამზადებულს მიჩინოკუში…


ლექსი 17
მინისტრი ნარიჰირა არივარა (IX ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

მდინარე ტაცუტა, დაბინდული და მეწამული,
ჟღალად დაღვრილი ნეკერჩხლების ფოთოლთა სევდა,
მოღელავს მშვიდად, გარინდებით,
რომ თვით ღმერთებსაც
დაუტკბოს გული იდუმალმა მისმა სიმღერამ…


ლექსი 18
მინისტრი ტოშიიუკი ფუჯივარა (880-907 წ.წ)

თარგმანი ირმა რატიანისა

სუმი-ნო-იეს ბნელით მოცულ სანაპიროზე
გამწკრივდებიან ღამეული სველი ტალღები,
სიზმრისეული ბილიკებით დავივლით კლდეებს,
კლდეთა დუმილში აბეზარ თვალს დავემალებით,
მერწმუნე, ვერვინ ამოიცნობს მიჯნურთა საფარს…


ლექსი 19
პრინცესა ისე (IX ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

ო. ღმერთო ჩემო,
მინდა მჯეროდეს,
რომ განშორება გულისსწორთან მოკლეა ისე,
ვით ბამბუკების ტანად ჯუჯა ლერწამ-ხლართები,
ნანივას ქვებით გადაკირწყლულ სანაპიროზე…


ლექსი 20
ტახტის მემკვიდრე მოტოიოში (IX ს.)

თარგმანი ირმა რატიანისა

ჩვენ მხოლოდ წუთით შევიყარეთ
და კვლავ დავშორდით -
ისევ მარტო ვარ ჩემს ფიქრებთან, უცხო, ეული…
თუკი ვერ გნახავ, სანატრელო, რაღად ღირს ყოფა,
მიჯობს ბობოქარ ტალღებს შევრთო ტანჯული სული…


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1599 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები