სამშაბათი, 30.04.2024, 00:21
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 30 » ევგენი მიქელაძე – ბიოგრაფია.
13:09
ევგენი მიქელაძე – ბიოგრაფია.

ევგენი სიმონის ძე მიქელაძე დაიბადა 1903 წლის 27 ივნისს თბილისში. დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია (ნ. მალკოსა და ა. გაუკის ხელმძღვანელობით). 1931-1937 წლებში თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირიჟორი იყო, 1933 წლიდან მთავარი დირიჟორი, 1937 წლიდან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1932 წელს თბილისის კონსერვატორიასთან დაარსა სტუდენტთა ორკესტრი.

1933-1937 წლებში ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს. მისი ხელმძღვანელობიტ გამართულმა საკონცერტო სეზონებმა დიდი სტიმული მისცეს ეროვნული სიმფონიური შემოქმედების სწრაფ განვითარებას. ამ პერიოდში სიმფონიურ ორკესტრი ისე გაძლიერდა, რომ თამამად იწვევდა საგასტროლოდ არამარტო საბჭოთა კავშირის, არამედ საზღვარგარეთის გამოჩენილ დირიჟორებსა და სოლისტ-შემსრულებლებს.

მისი ხელმძღვანელობით ოპერისა და ბალეტის თეატრმა შემოქმედებით აღმავლობას მიაღწია. ეს განსაკუთრებით გამოვლინდა მოსკოვში, 1937 წელს გამართულ ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის I დეკადაზე, სადაც ევგენი მიქელაძე დირიჟორობდა ზ. ფალიაშვილის ოპერებს "აბესალომ და ეთერსა” და "დაისს”. საოპერო ხელოვნების შედევრთაგან მის რეპერტუარში გამოირჩეოდა ბიზეს ოპერა "კარმენი”, ვერდის "ოტელო” და "აიდა”, პუჩინის "ტოსკა” და ა.შ.

მისი დირიჟორობით მომზადდა ახალი ქართული ოპერა – გ. კილაძის "ბახტრიონი” და პირველი ქართული ბალეტი – ა. ბალანჩივაძის "მზეჭაბუკი”. მისი ხელოვნებისთვის დამახასიათებელი იყო მასშტაბურობა, მგზნებარე ტემპერამენტი, თუმცა ლირიკულ აღმაფრენას თან სდევდა მკაცრი თვითკონტროლი და შინაგანი დისციპლინა. თანამედროვენი მას ახასათებენ, როგორც ერთ-ერთ უნიჭიერეს დირიჟორს, რომელმაც სწრაფად მოიპოვა დიდი ავტორიტეტი. 1937 წელს იგი სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1377 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები