ორშაბათი, 29.04.2024, 22:10
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 30 » ქართველი ფილოსოფოსები – Georgian Philosophers.
14:06
ქართველი ფილოსოფოსები – Georgian Philosophers.

 სერგი დანელია – ბიოგრაფია.


სერგი დანელია – Sergi Danelia (1888 – 1963)

სერგი დანელიას სახელთანაა დაკავშირებული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული კვლევის დაწყება საქართველოში. ამ მხრივ საყურადღებოა შრომები: "ანტიკური ფილოსოფია სოკრატემდე” (1925 წ.), "ქსენოფონე კოლოფონელის ფილოსოფია”(1925 წ.) და "სოკრატეს ფილოსოფია” (1930 წ.).

საფუძვლიან შრომებს წარმოადგენენ მისი გამოკვლევები ატომისტურ ფილოსოფიაზე, კანტის ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე. ს. დანელიას ეკუთვნის არისტოტელეს "პოეტიკის” ქართული თარგმანი და მასზე დართული ვრცელი შესავალი წერილი. მანვე ქართულად თარგმნა დეკარტის "მეტაფიზიკური განაზრებანი”.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი "გამოკვლევები მსოფლიო და რუსული ლიტერატურის კლასიკაზე”. 1927 წელს გამოიცა სერგი დანელიას ნაშრომი "ვაჟა-ფშაველა და ქართველი ერი”. მისი ეს ნაშრომი ჯერ ზედმეტად პატრიოტულად ჩაუთვალეს, მერე კოსმოპოლიტურად მონათლეს და ამ ნაშრომის გამო უნივერსიტეტიდან გამოაძევეს.


სერგი დანელიას ფილოსოფიური ნაშრომები გამოირჩევა ღრმა ანალიზით და დამაჯერებლობით. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი "სოკრატეს ფილოსოფია”. ყველასათვის ცნობილია, რომ თავად სოკრატეს წერილობით არაფერი დაუტოვებია.

მის შესახებ ფილოსოფოსები მსჯელობენ მისი მოწაფეების ქსენოფანტეს, პლატონის და არისტოტელეს თხზულებების მიხედვით. სწორედ მათ შრომებშია სოკრატეს ფილოსოფიური შეხედულებები ჩამოყალიბებული, მაგრამ მათი ნააზრევი ზოგიერთ საკითხში ერთიმეორეს არ ემთხვევა. ამის გამო, ფილოსოფიის ისტორიის მკვლევარნი განსხვავებულ შეხედულებებს გამოთქვამენ სოკრატეს პიროვნებაზე და მის ფილოსოფიაზე.

სერგი დანელია ღრმად აანალიზებს ყველა პოზიციას, იძლევა მათ შეფასებას და აყალიბებს საკუთარ აზრს სოკრატეს პიროვნებაზე და მის ფილოსოფიურ შეხედულებებზე. შეფასების კრიტერიუმად მას სოკრატეს ცხოვრება და მისი ბედი მიაჩნია. აქედან გამომდინარე მეცნიერი ასკვნის, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სოკრატე და როგორი იყო ის.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2044 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები