ორშაბათი, 29.04.2024, 22:03
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 30 » იაპონური ფერწერა.
14:18
იაპონური ფერწერა.

იაპონური ფერწერა ისეთივე უნიკალურია , როგორც მთელი კულტურა. დასავლური შეხედულების ადამიანს იაპონური ტრადიციული ფერწერა შეიძლება ეგონოს უბრალო ნახატი , , მაგრამ ეს რა თქმა უნდა ესე არ არის , თვით ევროპელი იმპრესიონისტები აღიარებდნენ მას შედევრად !

აღიარებულია, რომ იაონური ფერწერა დაფუძნებულია კონტინენტურ მიმდინარეობაზე , კერძოდ ჩინურ , კორეულ და სუფთა იაპონურ სტილზე. მე-14 საუკუნეში ედოს ეპოქაში იაპონიაში იხსნება სამხატვრო სკოლები – ტოსა და რიმპა , სადაც ასწავლიდნენ მხატვრობის ისეთ მიმდინარეობებს როგორიცაა – ემაკიმონო , მარუიამა , ნამბანი , უკიოე , იტოო და ა.შ.


უკიოე (ukiyoe art)- მიმდინარეობა შეიძლება ჩაითვალოს იაპონურ ფერწერის მთავარ სტილად . მისი პოპულარიზაცია იწყება ედოს პერიოდში მე-17 საუკუნეში. იგი აღნიშნავდა : ”მოცურავე სამყაროს სურათებს” ანუ სურათი აღიქმება როგორც ნახატის სიღრმიდან მოცურავე გამოსახულება . ტარდიციულ იაპონურ ფერწერაში არ იცოდნენ მხატვრული სტილი -”პერსპექტივა” (გამოსახულების სივრცეში ჩვენება) .

უკიოს სტილის მხატვრის ყურადღების ცენტრში იყვნენ ამ ცვალებადი სიამოვნების სამყაროს მაცხოვრებლები : ლამაზი ქალები , ცნობილი გეიშები და კურტიზანები , კაბუკის თეატრის მსახიობები და სხვა. მხატვრობის სტილი განსაკუთრებულია ,წყლის საღებავით შესრულება და დახვეწილი ფერები . უკიოეს სტილში დახატული სურათები პირველად გამოჩნდნენ კიოტოს სავაჭრო დახლებზე , თავდაპირველად ეს იყო არა გრავიურა არამედ ფერწერით შესრულებული ანონიმური და მონოქრომიული (ერთ გამოსახულებიანი) ნამუშევრები. მარტივი კომპოზიციით და ხელმისაწვდომი . ამიტომ იპყრობდა მყიდველის ყურადღბას. ამ სურათებს ეწოდებოდა სიკომე ანუ ”სწრაფად დამზადებული’’ . სუართების მთავარი თემა გახლდათ ე.წ აბანოს გოგონების , კურტიზანების , გეიშების გამოსახულებები.

   

ამ სტილში რევულუციური გარდაქმნა გამოიწვია მხატვარ – სუძუკი ჰარუნობუ / Suzuki Harunobu (1725 -1770) -ს ნამუშევრებმა , რომელმაც 1764 წელს პირველად გამოიყენა ამ სტილში ფერადი ბეჭდვა. (ნისიკიე) 1770 წელს ახალი აღმავლობა განიცადა სტილმა იაკუსა ანუ ახლა უკვე შეიძლებოდა ამოგეცნო ტანსაცმლის და რეგალიების მეშვეობით გამოსახული პიროვნება.

უკიოე -ს ოქროს ხანად ითვლება მე-18 -19 საუკუნის წლები როდესაც იქმნებოდა ისეთი გიგანტი მხატვრების ნამუშევრები , როგორებიც იყვნენ : ტორი კიონაგა / Torii Kiyonaga (1752-1815) , კიტაგავა უტამარო / kitagawa utamaro (1753-1806) , ტოსუსაი სარაკუ / Toshusai Sharaku (1770 -1825) , ტიობუნსაი ეიში (1756-1815) , კუბო სიუნმანი / Kubo Shunman (1757-1820) , კაცუკავა სუიტე , კაცუშიკა ჰოკუსაი / Katsushika Hokusai (1760-1849) და ა.შ. შემდგომში პეიზაჟი ხდება ამ სტილის გამოსახულების საყვარელი თემა. ამ სტილში განუმეორებელი იყო და დღემდე რჩება კაცუშიკა ჰოკუსაი , რომელმაც შემდგომში მსოფლიოს აჩუქა მანგას სურათები. განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი კრებული ”ფუჯისანი -ს 36 სახე” და ყველაზე ცნობილი იაპონური ნახატი ”კანაგავას დიდი ტალღები /The Great Wave Off Kanagawa ”. როგორც არ უნდა იყოს გასაკვირი ეს ჟანრი იაპონიაში დაბალი დონის ჟანრად ითვლებოდა , რის გამოც ამ ციკლის უამრავი ნამუშევრები უბრალოდ დაკარგულია . საინტერეო ფაქტია , რომ იაპონელები ამ ჟანრით დაინტერესდნენ მას შემდეგ რაც უცხოელებმა დაიწყეს ნამუშევრების ყიდვა და მისი შეგროვება.

დღესდღეობით თამნამედროვე იაპონიური ფერწერა იყოფა ორ ძირითად მიმართულებად: ტრადიციული – ნიჰონგა და დასავლური- იოგა. ნიჰონგააას მხატვრები ძირითადად წყლის საღებავებით და ტუშით ხატავენ აბრეშუმსა და ქაღალდზე, იოგასი კი ზეთის საღებავებით – ტილოზე. არის , აგრეთევ შორეული მიმდინარეობები , რომელშიც შერწყმულია ეროვნული და ნასესხები ფერწერული თავისებურებები.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1438 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები