სამშაბათი, 30.04.2024, 00:31
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 30 » პრესის თავისუფლების ხარისხით საქართველო 126-ე ადგილზეა.
14:51
პრესის თავისუფლების ხარისხით საქართველო 126-ე ადგილზეა.


Freedom House-მა მსოფლიოში პრესის თავისუფლების რეიტინგი "პრესის თავისუფლება - 2010" გამოაქვეყნა. საქართველო, ჰონდურასთან, ნეპალთან და პარაგვაისთან ერთად, 126-ე ადგილზეა (რეიტინგი 59) და მინიჭებული აქვს ნაწილობრივ თავისუფალის (partly free) სტატუსი. პრესის თავისუფლების ყველაზე მაღალი ხარისხია ფინეთში, ისლანდიაში, ნორვეგიასა და შვედეთში (რეიტინგია 10).

პირველ ათეულში შედიან, ასევე, დანია, ბელგია, ლუქსემბურგი, ანდორა, შვეიცარია, ლიხტეშტეინი. ამ ქვეყნებს მინიჭებული აქვთ თავისუფალის (free) სტატუსი. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სიაში პირველია ესტონეთი, რომელიც, გერმანიასთან ერთად, მე-19 ადგილს ინაწილებს (რეიტინგი 17) და მინიჭებული აქვს თავისუფალის სტატუსი.

ჩეხეთი, აშშ-თან ერთად, რომელიც თავისუფალი პრესის ქვეყნად ითვლება, 24-ე ადგილზეა. სომხეთი 146-ე ადგილზეა (რეიტინგი 66), აზერბაიჯანი - 172-ე ადგილზე (რეიტინგი 78), ორივე ქვეყანას არათავისუფალის სტატუსი აქვს მინიჭებული.

რუსეთი, გამბიასთან ერთად, 175-ე ადგილზეა (რეიტინგი 81) და არათავისუფალის სტატუსით (not free) სარგებლობს.

სიაში ბოლო ადგილზეა ჩრ. კორეა. რეიტინგში სულ 196 ქვეყანა მოხვდა. აქედან თავისუფალის სტატუსი მნიჭებული აქვს 69 ქვეყანას (35%), ნაწილობრივ თავისუფალის - 64-ს (33%) და არა თავისუფალის - 63-ს (32%). ანგარიშის პრესრელიზში, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ მსოფლიოში პრესის თავისუფლების ხარისხი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. ყოველი ექვსი ადამიანიდან მხოლოდ ერთი ცხოვრობს თავისუფალი პრესის ქვეყანაში.

პრესის თავისუფლების ხარისხი, ძირითადად, აფრიკის, ლათინური ამერიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გაუარესდა. ერთადერთი, სადაც პრესის თავისუფლების ხარისხის გაუმჯობესდა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონია. ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნულია, რომ ჩინეთში, რუსეთსა და ვენესუელაში მედიის მუშაობაში სახელმწიფო სისტემატურად ერევა; პრესის თავისუფლების ხარისხი საერთოდ არ არსებობს შემდეგ ქვეყნებში - ბელორუსი, ბირმა, კუბა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ირანი, ლივია, ჩრ. კორეა, თურქმენეთი და უზბეკეთი.  


კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1077 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები