ორშაბათი, 29.04.2024, 23:01
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 30 » ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მერობის 8 კანდიდატია რეგისტრირებული.
15:03
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მერობის 8 კანდიდატია რეგისტრირებული.

2010-04-30

ესენი არიან "ეროვნული საბჭო" - ზვიად ძიძიგური; "საქართველოს დემოკრატიული პარტია" – დავით იაკობიძე; "ნაციონალური მოძრაობა" - გიგი უგულავა; "სახალხო დემოკრატები" – ნიკა ივანიშვილი; "მომავალი საქართველო" – გიორგი ლაღიძე; "ქრისტიან-დემოკრატები" – გია ჭანტურია; "მრეწველები" – გოგი თოფაძე და პარტია "სოლიდარობა" - თამაზ ვაშაძე.

ამ პარტიებს ცესკო-ში უკვე წარდგენილი აქვთ პროპორციული საარჩევნო სიებიც.

რაც შეეხება "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატს ირაკლი ალასანიას, ის ცესკო-ში დღეს, 12:00 საათისთვის დარეგსიტრირდება.

30 მაისის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა ცესკო-ში დღეს, 18:00 საათზე იწურება. რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ამ ვადაში უნდა წარადგინონ, როგორც მერობის, ისე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროპორციული სიები.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 16 პარტია და 3 პოლიტიკური ბლოკი.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1091 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები