ორშაბათი, 29.04.2024, 21:22
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 30 » ბუნების კერამიკული ილუზია.
15:11
ბუნების კერამიკული ილუზია.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მცირე გალერეაში, სახელწოდებით "აკადემია+”, 4 მაისის ჩათვლით გაგრძელდება გამოფენა, რომელზეც ანა ჯაფარიძისა და ნინო კოპალაძის კერამიკული ნამუშევრებია ექსპონირებული.


თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მცირე გალერეაში, სახელწოდებით "აკადემია+”, 4 მაისის ჩათვლით გაგრძელდება გამოფენა, რომელზეც ანა ჯაფარიძისა და ნინო კოპალაძის კერამიკული ნამუშევრებია ექსპონირებული.

ავტორები კერამიკის სახელოსნოში ერთად მუშაობენ, უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს და შეკითხვებსაც კი ერთად პასუხობენ… მათი "თანხვედრა” იგძნობა ნამუშევრებში, რომელთა ერთობლიობას "ბუნების ილუზია” დაარქვეს და ექსპოზიციის კონცეფცია ასე ჩამოაყალიბეს: "წარმოსახვითი ფანტაზია, გონების ვარჯიში, მატყუარა რეალობა, ოცნება - ეს ყოველივე ასოცირდება ილუზიასთან და ერთგვარი თამაშია, რომ რეალურ სამყაროს გაემიჯნო”.

"სხვა” სამყაროში დამთვალიერებელი გალერეაში მოხვედრისთანავე გადავა. იქ ექსპონირებულია 11 ნამუშევარი, რომელთაგან უმრავლესობა კედლის გაფორმებაა და თანამედროვე ინტერიერისთვის შეიქმნა. ბუნების ილუზია ბუნებაში არსებული ფორმების რიტმულად განლაგებითა და ტრანსფორმირებით არის გადმოცემული.

"ამ გამოფენაში მთავარ ობიექტად გამოყენებულია მზესუმზირის სიმეტრია, რომელზეც აგებულია ოპტიკური ილუზია და ეს სტატიური ობიექტი დაკვირვებისას მოძრაობას იწყებს”, - მითხრეს ავტორებმა.

მათ 2001 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრეს და პედაგოგიური გამოცდილებაც იქვე მიიღეს. ანა აკადემიაში დღემდე ასწავლის, ნინო კი ამ საქმიანობას "გამოეთიშა”… კერამიკაზე მუშაობა იმდენ დროს მოითხოვს, რომ პარალელურად ვერაფერს გააკეთებ, ანაზღაურებაც დაბალი მქონდა და პირობებიც არ იყო კარგიო, მითხრა ნინომ.

ისინი გამოფენისთვის სამი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ. მართალია, დამთვალიერებელს 2009 წელს ორგანიზებული პირველი პერსონალური გამოფენიდან აღებული რამდენიმე ობიექტიც შესთავაზეს, მაგრამ ძირითადად სულ ახალი, ფაიფურსა და თეთრ ცეცხლგამძლე თიხაში შესრულებული ნამუშევრები გამოფინეს.

მათი დათვალიერებისას მიხვდებით, რომ თითოეული დეტალის შექმნა-დამუშავება დიდ დროს მოითხოვს. სათითაოდ გაკეთებული ნიმუშები რამდენჯერმე არის გამომწვარი და მხოლოდ ამის მერეა ჩასმული კომპოზიციებში, რომლებშიც ხელოვანთა ემოცია და ოსტატობა იკითხება. მათ გული წყდებათ, რომ საქართველოში, სადაც ხელოვნების ამ მიმართულების დიდი ტრადიცია არსებობდა, კერამიკა პოპულარული არ არის და კერამიკულ ნამუშევრების დასამზადებელი ქარხნები აღარ არსებობს. "ამ საქმის კეთებას დიდი სირთულეები ახლავს, მაგრამ ეტყობა იმდენად გვიყვარს ის, რომ წინააღმდეგობები არ გვაშინებს”, - აღნიშნავენ ავტორები, რომლებიც ნამუშევრების ხარისხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ და მასალა, ძირითადად, გერმანიიდან შემოაქვთ.

რახან გერმანია ვახსენეთ, უნდა ითქვას, რომ ნინომ იქ 2 წლის განმავლობაში სწავლობდა, ანა კი 2 თვით იმყოფებოდა იტალიაში, სადაც კერამიკის სახელოსნოში მუშაობდა.

ავტორები გვპირდებიან, რომ პერსონალურ გამოფენებს წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებლად შემოგვთავაზებენ და პერიოდულად ესტუმრებიან უცხოეთს, რათა კერამიკის განვითარების პროცესს არ ჩამორჩნენ.

 მათ ნამუშევრებში სიახლისადმი სწრაფვა იგრძნობა, ჩანს 12-საათიანი მუშაობის შედეგიც და რაც მთავარია, გემოვნება… ანა ჯაფარიძისა და ნინო კოპალაძის მიზანია კერამიკა თანამედროვე ინტერიერის განუყოფელი ნაწილი გახდეს და სივრცეში სიმყუდროვე შეიტანოს…

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1095 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები