ორშაბათი, 29.04.2024, 18:17
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » კახა ბაინდურაშვილი: დოლარის კურსის ზრდის მიუხედავად ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
10:53
კახა ბაინდურაშვილი: დოლარის კურსის ზრდის მიუხედავად ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, დოლარის კურსის ზრდის მიუხედავად ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

"ეს პროცესი ბუნებრივია საერთაშორისო ბაზარზე დოლარის გამყარებით არის გამოწვეული. დოლარის პოზიციები საკმაოდ მყარდება, რაც ძირითადად ევროს პოზიციების დათმობას უკავშირდება. ევროპაში სასესხო კრიზისია და საბერძნეთი ამ კრიზისში უკვე შეყვანილია, ასევე ბევრ ევროპულ ქვეყანას სასესხო კრიზისის რისკები აქვთ.

შესაბამისად ევრომ თავისი პოზიციები საკმაოდ დასთმო, რამაც დოლარის გამყარება გამოიწვია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

კახა ბაინდურაშვილის შეფასებით, აღნიშნულის გამო მსოფლიო ვალუტებისგან ლარი გამონაკლისი არ არის და დოლარის გამყარებაზე შესაბამისად რეაგირებს.

"რაც შეეხება ფასების ზრდას ჩვენ არ ველოდებით. დოლარის კურსი გამყარება ფასების ზრდას არ უკავშირდება. ინფლაცია დამოკიდებული ჭარბი ფულის მასაზე და არა კურსის სხვაობაზე", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1002 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები