ორშაბათი, 29.04.2024, 16:58
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 16
იოანე ბოლნელი, X-XI საუკუნეების ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, მქადაგებელი. ბოლნისის ეპისკოპოსი.

ერთხანს ათონის ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა. გარდაიცვალა ბოლნისში. იოანე ბოლნელი ქართული ჰომილეტიკის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. ჩვენამდე მოღწეული მისი ჰომილიები ძირითადად სახარების ამა თუ იმ ეპიზოდის განმარტებაა, ამასთან, მორალურ-ეთიკური ხასიათის შეგონებებსაც შეიცავს.

იოანე ბოლნელის ქადაგებანი ქართული მჭევრმეტყველებისა და მხატვრული სიტყვის მაღალი ოსტატობის თვალსაჩინო ნიმუშია. იოანე ბოლნელის ცნობილმა ქადაგებამ "ღვინისმსმენელთა და მომთვრალეთათვის" გავლენა იქონია სულხან-საბა ორბელიანის შესაბამის ქადაგებაზე.

Category: ენციკლოპედია | Views: 1082 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

გალაკტიონ ტაბიძე (დ. 17 ნოემბერი, 1891 წელი, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში - გ. 17 მარტი, 1959 წელი, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წლიდან), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა სოფელ ჭყვიშში. პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად.

1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 წელს გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" ავტორს "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1117 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

ვახუშტი ბატონიშვილი (ბაგრატიონი), (* 1696, თბილისი ― † 1757, მოსკოვი), ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი.

ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის შვილი. ფრანგი მოგზაურის შარლ პეისონელის (* 1700 ― † 1757) ცნობით, მისი დედა ყმა გლეხის ქალი ყოფილა. ვახუშტი ბატონიშვილის აღზრდა-განათლებას მეურვეობდნენ ძმები იესე და გიორგი გარსევანიშვილები და თბილისში მცხოვრები ფრანგი კათოლიკე მისიონერები.

ვახუშტი ბატონიშვილმა ქართულის გარდა იცოდა ბერძნული, ლათინური, ფრანგული, თურქული, რუსული და სომხური ენები. 1717 წელს ვახუშტი ბატონიშვილი დაქორწინდა მარიამ გიორგის ასულ აბაშიძეზე. ვახუშტი ბატონიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ორჯერ მიიღო მონაწილეობა ქსნის ერისთავთა წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. 1722, ვახტანგ VI-ის განჯაში ყოფნის დროს, ქართლის სამეფოს გამგებლად იყო დატოვებული.

1724 ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში, მოსკოვში დაბინავდა და სახელმწიფო ჯამაგირი დაენიშნა. აქვე დაამთავრა (1745) თავისი თხზულება "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", რომელიც საქართველოს გაბმული ისტორიაა უძველესი დროიდან("დასაბამიდან", "ქვეყნის შექმნიდან") XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე.


ავტორი საქართველოს პრობლემებს უკავშირებს მსოფლიო ისტორიას. ნაშრომში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს პოლიტიკურ და ეთნიკური ერთიანობის იდეას. საქართველოს დაშლის მიზეზს ვახუშტი ბატონიშვილი სამართლიანად ხედავდა XIII-XIV საუკუნეების მოვლენებშ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1110 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

ვახუშტი ბატონიშვილი (ბაგრატიონი), (* 1696, თბილისი ― † 1757, მოსკოვი), ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი.

ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის შვილი. ფრანგი მოგზაურის შარლ პეისონელის (* 1700 ― † 1757) ცნობით, მისი დედა ყმა გლეხის ქალი ყოფილა. ვახუშტი ბატონიშვილის აღზრდა-განათლებას მეურვეობდნენ ძმები იესე და გიორგი გარსევანიშვილები და თბილისში მცხოვრები ფრანგი კათოლიკე მისიონერები.

ვახუშტი ბატონიშვილმა ქართულის გარდა იცოდა ბერძნული, ლათინური, ფრანგული, თურქული, რუსული და სომხური ენები. 1717 წელს ვახუშტი ბატონიშვილი დაქორწინდა მარიამ გიორგის ასულ აბაშიძეზე. ვახუშტი ბატონიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ორჯერ მიიღო მონაწილეობა ქსნის ერისთავთა წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. 1722, ვახტანგ VI-ის განჯაში ყოფნის დროს, ქართლის სამეფოს გამგებლად იყო დატოვებული. 1724 ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში, მოსკოვში დაბინავდა და სახელმწიფო ჯამაგირი დაენიშნა. აქვე დაამთავრა (1745) თავისი თხზულება "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", რომელიც საქართველოს გაბმული ისტორიაა უძველესი დროიდან("დასაბამიდან", "ქვეყნის შექმნიდან") XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე.


ავტორი საქართველოს პრობლემებს უკავშირებს მსოფლიო ისტორიას. ნაშრომში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს პოლიტიკურ და ეთნიკური ერთიანობის იდეას. საქართველოს დაშლის მიზეზს ვახუშტი ბატონიშვილი სამართლიანად ხედავდა XIII-XIV საუკუნეების მოვლენებშ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1112 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

პაოლო (პავლე) ჯიბრაილის ძე იაშვილი (* 29 ივნისი, 1894, სოფ. არგვეთი, საჩხერის რაიონი - † 22 ივლისი, 1937, საქართველო), ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი.


დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში. პოეტის დაბადების ზუსტი თარიღი სადაოა, მაგრამ მიჩნეულია, რომ იგი დაიბადა 1894 წლის 29 ივნისს.

პაოლოს დედა, ბაბილინე ბარონის ასული მდივანი, კეთილშობილი, სათნო, ღრმად მორწმნე და სტუმართმოყვარე ქალი ყოფილა.

მამა, ჯიბრაელ (ჯიბო) დავითის ძე იაშვილი, წოდებით აზნაური, მთელ დასავლეთ საქართველოში ფართოდ ცნობილი პიროვნება, კიევში განსწავლული პროვიზორი იყო. საკმაოდ შეძლებულ შვილებმრავალ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ პაოლოს მეგობრები. ჯიბოს, სახელგანთქმულ ფარმაცევტს, ორსართულიანი სახლი ჰქონდა აგრეთვე ქუთაისშიც. სწორედ აქ ედო ბინა შემდგომში პაოლოს რედაქტორობით გამოცემულ ჟურნალებს "ოქროს ვერძსა" და "ცისფერ ყანწებს".

პაოლოს გარდა, ჯიბრაელს ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყოლია. ერთი ვაჟი 1924 წელს დაუხვრეტიათ, პაოლო როგორც ცნობილია, 1937 წელს გარდაიცვალა, მესამე კი 1940 წელს გადაუსახლებიათ.


განათლება.

1900 წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ "ცისფერყანწელთა” მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები: ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე.

კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა ისედ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1043 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

შოთა რუსთაველი, რუსთველი (*დაახ. 1160/65 - ? ) - მე-12 საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა "ვეფხისტყაოსანი”. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად.


სერგო ქობულაძის მხატვრული წარმოდგენით, 1937

საქმიანობა პოეტი, მოაზროვნე, მეჭურჭლეთუხუცესი
დაიბადა სავ. 1160-65
გარდაიცვალა
პალესტინა
ეროვნება ქართველი
ჟანრი პოემა
პერიოდი შუა საუკუნეები
Magnum opus ვეფხისტყაოსანი.

წარმომავლობა.


შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.

რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი ("დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი", "მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი"), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII სა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1021 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

 შოვის ლანდშაფტი. 


შოვი - სოფელი ონის მუნიციპალიტეტში (გლოლის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ოსეთის სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1520 მეტრი, ონიდან 30 კილომეტრი.

შოვი რესპუბლიკური მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. არის ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -6°) და გრილი ზაფხული (აგვისტოს თვის საშუალო ტემპერატურა 16°). სამკურნალო ფაქტორი:მთის ჰავა და ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა, კუჭ-ნაწლავის, სანაღველე და საშარდე გზების დაავადებანი, ლიმფადენიტი, მეორეული სისხნაკლებობა და სხვა. შოვში არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები ტურბაზა და სხვა. საკურორტო სეზონი გრძელდება - ივნის-ოქტომბერში.

Category: სტატიები | Views: 1398 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

ქართული დამწერლობა — ანბანური ტიპის თავისთავადი, თვითმყოფადი სისტემა, რომელსაც ქართველური ენები (ძირითადად ქართული) იყენებს, დროგამოშვებით კი სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ქართულ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაცრისფრად აღნიშნულია ასოები, რომლებიც ამჟამად არ გამოიყენება. ქართული გადმოცემის თანახმად, ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ — ფარნავაზ I-მა შექმნა.


ისტორია .

ქართული ასომთავრული წარწერა დავით გარეჯის მონასტრის ეკლესიის კარებზე.

ქართული დამწერლობის შემოღების თარიღზე მიმანიშნებელი ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი წყარო არ არსებობს. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მას ფარნავაზ I-ს მიაწერს, ძვ. წ. III საუკუნეში, თუმცა ამის დამადასტურებელი უფრო ადრინდელი საბუთი არ არის.

ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლი „შუშანიკის წამება" (V საუკუნე) მიანიშნებს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო განვითარებული წერილობითი კულტურა. ამასთან, პროფესორ რევაზ ბარამიძის მიერ 1990-იანი წლების დამდეგს დადასტურებულია, რომ „ქართლის ცხოვრება"-ში ჩართული „ცხოვრება ფარნავაზისი" არის ფარნავაზის თანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ შექმნილ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1482 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

"თამარიანი", ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის სახოტბო თხზულება, რომლის ავტორად ტრადიციული ცნობებით, მიჩნეულია ჩახრუხაძე.


ხოტბის მთავარი ობიექტია თამარ მეფე. თხზულება დაწერილი უნდა იყოს თამარის ზეობის ხანაში, უფრო ზუსტად - ისტორიულ რეალიებზე დაყრდნობით, XIII საუკუნის პირველ ათწლეულში. კომპოზიციურად "თამარიანი" წარმოადგენს ცალკეული ოდების კრებულს, რომელსაც აერთიანებს საერთო იდეური მიზანდასახულობა და ქების ობიექტები: თამარ მეფე, მისი მეუღლე დავით სოსლანი და ვაჟი ლაშა-გიორგი.

თხზულებაში აღწერილია თამარ მეფის ქველი საქმეები. თამარის გარეგნულ მშვენიერებასთან ერთად, რაც აღნიშნულია იმავე ეპოქის სხვა თხზულებებშიც ("აბდულმესიანი", "ისტორიანი და აზმანი..."), გადმოცემულია მეფის სამაგალითო პირადი ღირსებანი. იგი წარმოდგენილია როგორც სახელოვანი წინაპრების (ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის და სხვა) დიდებულ საქმეთა ჭეშმარიტი მემკვიდრე, ძლიერი ქართული სახელმწიფოს ურყევი ბურჯი. თამარის სახელმწიფოებრივ სიბრძნეს მხარს უმშვენებს დავით სოსლანის ბრწყინვალე მხედრული ნიჭი, რაც გამოვლინდა თხწულებაშივე აღწერილ მრავალრიცხოვან ბრძოლებში. ლაშა-გიორგი დასახულია საქართველოს მომავლის იმედად, მან უნდა განაგრძოს მშობლების დიადი საქმიანობა სამშობლოს საკეთოლდღოდ.

"თამარიანის" ავტორი თავისი დროისათვის სწორ პოლიტიკურ ალღოს ავლენს. მისი აზრით, ქვეყნის ძლერების საფუძველია ერთიანობა და ცენტრალ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1051 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდის აღმაშენებლისაჲ, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ" (შემ: „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა") არის ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, დაწერილი გიორგი მერჩულის მიერ 951 წელს, გრიგოლ ხანძთელის გარდაცვალებიდან 90 წლის შემდგომ. აღწერილი ამბები VIII-IX საუკუნეთა ტაო-კლარჯეთში ხდებოდა.


გიორგი მერჩულე X საუკუნის მოღვაწეა. თავისი ნაწარმოები ”ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა” მას დაწერილი უნდა ჰქონდეს X საუკუნის მეორე ნახევარში. მასში აღწერილია VIII-IX საუკუნეების ვითარება საქართველოს იმ ნაწილში, რომელსაც ტაო-კლარჯეთი ეწოდებოდა.

გიორგი მერჩულე, ხსენებული ნაწარმოების მიხედვით, ფრიად განათლებული პიროვნება ჩანს. ”მერჩულე”, როგორც ეს პავლე ინგოროყვამ დაამტკიცა, ავტორის პროფესიის აღმნიშვნელი სახელწოდებაა და ნიშნავს საეკლესიო სამართლის სპეციალისტს, სჯულის მოძღვარს.

ოპიზართა სიგელის მიხედვით, რთული სასამართლო საქმეების გარჩევის დროს, სასამართლოში იწვევდნენ საერო სამართლის მცოდნეებს, იურისტებს. ეს იურისტები, როგორც ირკვევა, დიდ როლს ასრულებდნენ სამართლის წარმოებაში და თავისი ფუნქციებით რომის იურისტებს ემსგავსებოდნენ. აღსანიშნავია, რომ მერჩულე კანონიკური სამართლის სპეციალისტი, დიდი სწავლული ყოფილა.

ავტორი არათუ გადმოგვცემს რეალურ ვითარებას საეკლესიო და საერო ხელისუფალთა ურთიერთობის შესახებ, არამედ ამჟღავნებს კიდეც სიმპათიას მის მიერ აღწერილი მოვლენებისადნი. ნაწარმოების მიხედვ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1342 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

ქართლის ცხოვრება, ძველი ქართული საისტორიო თხზულებათა კრებული, ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ძირითადი წყარო.

შეიცავს ქვეყნის ისტორიის გაბმულ თხრობას უძველესი ხანიდან. „ქართლის ცხოვრებაში" საყურადღებო ცნობები მოიპოვება სომხეთის, კავკასიის, ალბანეთის, ჩრდილო კავკასიის, აგრეთვე ირანის, თურქეთის, ბიზანტიისა და სხვა ქვეყნებისა და ხალხთა შესახებ.


XIX საუკუნეში ზოგიერთი მეცნიერი (ო. სენკოვსკი, ქ. პატკანოვი) უარყოფდა "ქართლის ცხოვრების" სიძველეს და ვახტანგ VI-ს მიაწერდა მის შედგენას.

მ. ბროსემ, დ. ბაქრაძემ, ი. ჭავჭავაძემ არაობიექტურობაში ამხილეს „ქართლის ცხოვრების" კრიტიკოსები და დაასაბუთეს მათი მსჯელობის სრული უსაფუძვლობა.

საყურადღებო მოსაზრებები აქვთ გამოთქმული „ქართლის ცხოვრების" შესახებ თ. ჟორდანიას, მ. ჯანაშვილს, ე. თაყაიშვილს, ს. კაკაბაძეს. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა „ქართლის ცხოვრების" შესწავლაში ი. ჯავახიშვილმა.

Category: ენციკლოპედია | Views: 1053 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

აბდულმესიანი, ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის ძეგლი, სახოტბო ოდების კრებული, რომლის ავტორად მიჩნეულია იოანე შავთელი. ძეგლში მოხსენებული სხვადასხვა ისტორიული რეალიის მიხედვით (ტრაპიზონის სამეფოს დაარსება, ბასიანის ბრძოლა) იგი შექმნილი უნდა იყოს XIII საუკუნის პირველ ათწლეულში.

თხზულებაში თამარ მეფესთან ერთად შექებულია მისი მეუღლე დავით სოსლანი, რასაც ადასტურებს იგივე ისტორიული რეალიები, ნაწარმოების იდეოლოგიური მიმართულება და მისი ზოგი ხელნაწერის სათაურიც. ამ ტრადიციული თვალსაზრისისაგან განსხვავებით ნ. მარს "აბდულმესიანი" დავით აღმაშენებლის ქებად მიაჩნდა.

კ. კეკელიძეს მიაჩნდა, რომ თხზულებაში დავით აღმაშენებელთან ერთად შექებულია თამარ მეფე, ამასთან იზიარებდა ძველ ქართველ მეცნიერთა (იოანე და თეიმურაზ ბაგრატიონების და სხვა) შეხედულებას, რომ "აბდულმესიანი" სხვა, დაკარგული ნაწარმოების სახელწოდებაა და არა ამ თხზულებისა. შ. ნუცუბიძის აზრით კი, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ორი შავთელი, რომელთაგან პირველმა დავით აღმაშენებლის ქება შეთხზა, მეორემ კი - თამარ მეფისა და დავით სოსლანის ქება. ამ ორი თხზულების შერწზმის შედეგად წარმოიშვა "აბდულმესიანის" სახელით ცნობილი, ჩვენამდე მოღწეული კრებული. საკითხის საბოლოო გადაწყვეტას ართულებს ისიც, რომ ხოტბათა ტექსტმა გვიანდელი (XVIII-XIX სს.)

და საგრძნობლად შებღალული ხელნაწერებით მოაღწია. მრავალ გაუგებრობას დაუდო სათავე იაკობ დუმბაძემაც (XVII ს. ). მან თხზულება არჩილ მეფის ხოტბად გადაა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1247 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

შენ ხარ ვენახი - შუა საუკუნეების ქართული იამბიკო და გალობა, დაწერილი საქართველოს მეფე დემეტრე I-ის (1097-1156) მიერ. კომპოზიტორი გალობისა უცნობია და ხალხურადაა მიჩნეული. „შენ ხარ ვენახი" ერთ-ერთია იამბიკოების სერიიდან - „ღმრთისმშობელისადმი", რომელიც დემეტრემ, სავარაუდოდ დავით გარეჯის მონასტერში ბერად ყოფნისას დაწერა. საკუთრივ გალობა, ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია შუა საუკუნეების ქართული მრავალხმიანი მუსიკისა.


ტექსტი .
შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული,
მორჩი კეთილი, ედემში დანერგული,
ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული,
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,
და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული.

Category: ენციკლოპედია | Views: 1330 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

"ამირანიანი", ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ძეგლი, საერთო სახელწოდება თქმულებებისა, რომლებსაც საფუძვლად უდევს კავკასიონზე ამირანის მიჯაჭვის სიუჟეტი. ამირანი ხალხის მოსარჩლე გმირია, რომელიც ამარცხებს დევებს, ქაჯებს, გველეშაპებს, ებრძვის ძალმომრეობას. მას მხარში უდგანან მზეთუნახავი ყამარი და ძმები ბადრი და უსუპი. "ამირანიანი" დაახლოებით 3500 წლის წინათ უნდა იყოს შექმნილი. მასში შემორჩენილია მატრიარქასტსა და პატრიარქატს შორის ბრძოლის კვალი.

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, "ამირანიანის" სიუჟეტური ეპიზოდები გამოხატულია გვიანი ბრინჯაოს ხანის მცხეთის ბრინჯაოს სარტყელსა და ყაზბეგის განძის ბრინჯაოს ითიფალურ ფიგურებზე. ძვ. წ. V საუკუნიდან ბერძენ მწერლებთან გვხვდება ცნობები პრომეთეს მითის ანალოგიური თქმულებაზე, რომელიც გავრცელებული ყოფილა კოლხეთსა და იბერიაში. ადრინდელ თქმულებაში ამირანს ყამარის მამა, ცა-ღრუბლების გამგებელი პირიმზე სჯიდა. დროთა განმავლობაში ამბავმა და პერსონაჟებმა მრავალი ცვლილება განიცადეს.

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ძველ წარმართულ მითოლოგიურ ეპიზოდებს ქრისტიანულიც დაემატა (კერძოდ, პირიმზე ქრისტე ღმერთმა შეცვალა და სხვა).


"ამირანიანის" ჩაწერა XIX საუკუნის 10-იანი წლებში დაიწყო (თ. ბაგრატიონი). შეგროვებულია 150-მდე ტექსტი - პროზის, ლექსისა თუ ლექსნარევი პროზის სახით (ლექსი მაღალი და დაბალი შაირითაა გამართული).

... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1394 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

მხედრული, ქართული დამწერლობის განვითარების ბოლო, მესამე საფეხური (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული). მხედრული დამწერლობა იქმნებოდა თანდათანობით, უფრო ადრეული ქართული დამწერლობის - ნუსხურის საფუძველზე. მხედრულის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლები IX საუკუნიდან მოგვეპოვება (ატენის სიონი).

ქართული ისტორიული წყაროების საფუძველზე ირკვევა, რომ მხედრული VI საუკუნიდან უნდა არსებულიყო, როგორც სახელმწიფო საკანცელარიო დამწერლობა. ივანე ჯავახიშვილი ადრეულ მხედრული დამწერლობას მრგლოვან ნუსხა-ხუცურს და მდივან-მწიგნობრულ დამწერლობას უწოდებს.

XIX საუკუნის დამლევამდე ქართული დამწერლობის სამივე სახეობა იხმარებოდა. ამ დროიდან მხედრული დამწერლობამ უპირატესობა მოიპოვა. ბეჭდური საქმის დამკვიდრებისა და განვითარების შედეგად კი იგი ერთადერთ საყოველთაო ქართულ დამწერლობად იქცა. მხედრული დამწერლობის საფუძველზე შეიქმნა ქართული ბეჭდური მწიგნობრული შრიფტები.

მხედრული (სიმღერა).

მხედრული, ქართული (იმერული) ხალხური სამხმიანი სალაშქრო სიმღერა. ახასიათენს ენერგიული, ხალისიანი რიტმი, მზარდი დინამიკა. მხედრულს ასრულებს ტეოცეტი და გუნდი შენაცვლებით. დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მხედრულის სტრუქტურის თავისებურება და პოლიფონიურად გაწყობილ ხმათა ოსტატური შეხამება. გამოირჩევა ფართო დიაპაზონით, მდიდარი, ნაირსახოვანი რიტმით.

მხედრული (ცეკვა).

მხედრული, ქართულ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1617 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010


ასომთავრული, ამა თუ იმ ასოს განსაკუთრებული, სატექსტო დაწერილობისაგან განსხვავებული, მოხაზულობა. დასტურდება იმ დამწერლობებში, რომლებიც ბერძნული ალფაბეტისაგან წარმოიშვნენ ან მისი გავლენა განიცადეს.

ასომთავრულისთვის დამახასიათებელია გრაფამების თანაბარი ზომა, იწერება ორ ხაზს შორის, რაც თავდაპირველად განპირობებული იყო საწერი მასალის თავისებურებითა და წერის ტექნიკით: ასომთავრული წარმოშობილია იმ დროს, როცა წერდნენ ქვაზე, თიხის ფირფიტაზე, ლითონზე და სხვა.

საწერ მასალად ჭილისა და ეტრატის გამოყენების შემდეგ ასომთავრულიერთხანს განაგრძობდა არსებობას, მოგვიანებით კი დაკარგა თავისი პირვანდელი სახე და მისგან ჩამოყალიბდა ნუსხური დაწერილობა, რის შემდეგ ასომთავრული მხოლოდ ახალი კარის, მუხლის ან წინადადების თავში იწერებოდა. სწორედ ამ ხანებში უნდა მიეღო მას თავისი სახელწოდება.

უძველესი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები შესრულებულია ასომთავრულით, რომელსაც მრგვლოვანსაც უწოდებენ. ასომთავრულითაა შესრულებული აგრეთვე ქართული ხელნაწერი ძეგლები X ს-მდე. X საუკუნიდან გაბატონდა კუთხოვანი ნუსხური დაწერილობა, სადაც ასომთავრულს ორთოგრაფიული ფუნქცია აკისრია. ქართული მხედრული დაწერილობა ასომთავრულს არ იცნობს.

ზოგიერთი ენის თანამედროვე ორთოგრაფიულ სისტემაში ასომთავრულს სხვადასხვა დანიშნულება აქვს: მაგ., რუსულში ასომთავრული იწერება წინადადებისა და საკუთარი სახელის თავში. გერმანულში - წინადადებისა და არსებითი სახელის თავში. Ⴀ Ⴁ Ⴂ Ⴃ Ⴄ Ⴅ Ⴆ Ⴡ Ⴇ Ⴈ Ⴉ Ⴊ Ⴋ Ⴌ Ⴢ Ⴍ Ⴎ Ⴏ Ⴐ Ⴑ Ⴒ Ⴣ Ⴓ Ⴔ Ⴕ Ⴖ Ⴗ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1053 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

რუსულიდან თარგმნა კობა ჭუმბურიძემ

მთარგმნელისაგან

წინამდებარე კრებული 1992 წელს გამოიცა გროზნოში. მასში შესულია მე–20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე მკვლევარის პროზრიტელევისა და თანამედროვე იარაღთმცოდნის ჩახკიევის ნაშრომები, რომლებშიაც, გარდა კავკასიური იარაღის აღწერისა, იკითხება გმირული ეპოპეა მეზობელი ხალხისა, რომელმაც უდიდესი მსხვერპლი გაიღო თავისუფლებისათვის ბრძოლაში.

უახლესმა ისტორიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კავკასია მყარი ტრადიციული ღირებულებების მატარებელია და რომ იგი ნებისმიერ ფასად დაიცავს ისეთ მარადიულ იდეალებს, როგორიცაა სამშობლო და თავისუფლება.

კრებულში ნათლად ჩანს, რომ თუ არა ევროპული ტექნიკური პროგრესი, რომელზეც რუსეთს უფრო მიუწვდებოდა ხელი, კიდევ საკითხავია, თუ რა შედეგით დასრულდებოდა კავკასიის ომი.

რუსული გამოცემის წინასიტყვაობა

"სამოთხის ხმლები” … ასეთი პოეტური ტერმინი იხმარა ერთმა დასავლელმა ისტორიკოსმა თავის წიგნში, რომელიც ასახავდა "სარწმუნოებისთვის მებრძოლ” ჩეჩენ და დაღესტნელ მთიელთა ბრძოლას მეფის რუსეთის კოლონიური ექსპანსიის წინააღმდეგ მე-19 საუკუნეში.

გამომცემელნი ამ კრებულს უძღვნიან ფრიად მნიშვნელოვან, საინტერესო, გამოცანად დარჩენილ საკითხს – რა საშუალებით ახერხებდნენ ჩრდილოკავკასიელი მთიელნი (მე19 საუკუნის პირველ ნახევარში) მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო სახელმწიფოს, რუსეთის იმპერიის შეტევის შეკავებას ათწლეულების განმავლობაში.

ერთი ასეთი საშუალება იყო ჩინებული იარაღი, მეორე – თანამედროვე ტაქტიკა და სტრატეგია, მესამე – ფიზიკური სრულყოფილება და სიმამაცე.
თქვენს წინაშ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1184 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

"ისტორია ადასტურებს რომ დიდი სახელმწიფოებს არა სურთ საკუთარი თავის გაწირვა თავიანთი მცირე მოკავშირეების ინტერესების სასარგებლოდ.”

ბარბარა კონრი

მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ფონზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებებს. გლობალური ცვლილებების გავლენით მსოფლიოში ყალიბდება ახალი წესრიგი, რომლის ჩამოყალიბებას თან ახლავს პრობლემები და კონფლიქტები.


დღეს დიპლომატია და საგარეო პოლიტიკური აზროვნება წარმოადგენს ერთ-ერთ იმ მნიშვნელოვან სფეროს, რომელიც გადამწყვეტ გავლენას ახდენს საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.


საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, უკვე აღმოჩნდა კონფლიქტების წინაშე, რომლებმაც მრავალი დაბრკოლება შეგვიქმნეს თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ მიმავალ რთულ გზაზე. სწორედ ამიტომაც საჭიროა, რომ ღრმად გავაანალიზოთ შექმნილი სიტუაცია და გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები.
ასევე აუცილებელია, რომ საქართველომ შეძლოს სერიოზული და საფუძვლიანი გეოპოლიტიკური პროგრამის ბაზაზე გამოიმუშავოს რეალისტური, პერსპექტიული საგარეო პოლიტიკა, რომლის ძირითადი გეოპოლიტიკური იმპერატივი იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების შენარჩუნება.

სწორედ ამ მიზნით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ც ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1143 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი
Tbilisi Sioni Cathedral

ისტორიული ცნობები

მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე სიონის საკათედრო ტაძრის მშენებლობა VI საუკუნეში ქართლის ერისმთავრის გუარამ კურაპალატის დროს დაიწყო და VII საუკუნის 20-იან წლებში ადარნასეს ერისმთავრობისას დასრულდა. ტაძარი საქართველოს მტრებს ბევრჯერ დაურბევიათ, ამიტომ იგი რამდენიმე სამშენებლო ფენისაგან შედგება. 1226 წელს ხვარაზმის შაჰმა ჯალალ-ედ-დინმა თბილისი აიღო. მისი ბრძანებით სიონის გუმბათს თავი მოხადეს და იქ მისი ტახტი დადგეს. ამ ტახტზე მჯდარი ადევნებდა იგი თვალს იმ ქართველებს, რომელთაც არ შეურაცხყვეს სიონის ტაძრიდან გამოტანილი და მეტეხის ხიდზე დასვენებული მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები. იმ დღეს ასი ათასზე მეტი ქართველი ეწამა ქრისტესთვის.

XIV საუკუნის ბოლოს თემურ-ლენგმა დაარბია სიონის ტაძრის შენობა, რომელიც XV საუკუნეში განაახლეს.
1522 წელს შაჰ-ისმაილმა სიონის ღვთისმშობლის ძვირფასი თვლებით შემკული ხატი გაძარცვა და შემდეგ მტკვარს მისცა. კახეთის მეფემ ლეონ მეორემ ხატი იპოვა, შეამკო და კვლავ სიონში დააბრძანა. შემდეგ იყო შაჰ-თამაზისა და შაჰ-აბასის შემოსევები.

1675 წელს ეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა სიონს სამხრეთის მხრიდან მცირე სამლოცველო მიაშენა და ტაძარს ახალი გუმბათი დაადგა. 1710 წელს ვახტანგ VI ტაძრის გარეთა კედლები და გუმბათის დოლურა ბოლნისის ტუფის ქვით მოაპირკეთა. ამ მოვლენას გვაუწყებს ჩრდილოეთის ფასადის წარწერა.

1724 წელს კახეთის ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1243 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სვანეთს ესტუმრა. მან ძველი საბაგირო გზა მოინახულა, რომლის აღდგენის სამუშაოები უახლოეს მომავალში იგეგმება. მიხეილ სააკაშვილი ტურისტული მარშუტებითა და გზის მდგომარეობით დაინტესედა, რის შემდეგაც გზების დეპარტამენტის წარმომადგენელს რეგიონში გზების მოწესრიგება დაავალა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სვანეთში გადაადგილების პრობლემა აღარ უნდა არსებობდეს. მესტიასა და უშგულში სტუმრობისას, მიხეილ სააკაშვილმა სვანეთის განვითარების პერსპექტივაზეც ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ყველგან, სადაც სამთო-სათხილამურო კურორტია, მოსახლეობა კარგად ცხოვრობს.

მიხეილ სააკაშვილი უახლოეს წლებში სვანეთში ტურისტების გახუთმაგებას ელოდება. "მთელ ევროპაში ახლა თოვლის საკითხი დადგა. გუდაურში გვაქვს პერსპექტივა, რომ ტრასები გავაფართოვოთ. სერიოზული პერსპექტივა გვაქვს ფარავანზე და ჯავახეთში.

მთავარია, რომ აქ ხალხი დასაქმდეს და წელში გაიმართოს. მესტიაში გაკეთდება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სათხილამურო კურორტი. ბეტონის გზები გვაქვს გასაყვანი, უცხოეთში საბაგიროებს ვყიდულობთ და რეკლამას ვაკეთებთ.

წელს ტურიზმს ცოტათი დაეტყო გაუმჯობესება. მომავალ წელს 5-6-ჯერ მეტი ტურისტი გვეყოლება. სვანეთში იმდენი უცხოელი უნდა ჩამოვიდეს, რომ ადგილები არ გეყოთ.

ახალი გზის გ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1041 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის –გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით ტარდება ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსი ,,ოქროს პერგამენტი- 2010” სპეციალური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში: • საუკეთესო ლექსი • საუკეთესო პროზაული ნამუშევარი • საუკეთესო თარგმანი მთავარი პრიზი გრან-პრი ,, ოქროს პერგამენტი-2010” გადაეცემა საუკეთესოს გამარჯვებულებს შორის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამეგრელო-ზემო –სვანეთის რეგიონის ახალგაზრდებს(14-23 წლამდე). საკონკურსო ნამუშევრების თემატიკა თავისუფალია; მსურველს უფლება აქვს, წარმოადგინოს: • ლექსები • პროზაული ნამუშევარი(მინიატურა, ესსე, მოთხრობა) • თარგმანები მონაწილეობის მსურველებმა მიმდინარე წლის 30 აგვისტომდე საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში შეგიძლიათ წარმოადგინოთ საკონკურსო ნამუშევრები ნაბეჭდი სახით A/4 ფორმატის თაბახის ფურცელზე , თანდართული ელექტრონული ვერსიით. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: ნამუშევრების შერჩევა (აგვისტო-სექტემბერი) დაჯილდოების ცერემონია(სექტემბერი-ოქტომბერი) გამოიცემა კრებული. სადაც განთავსდებაკონკურსში წარმოდგენილი საუკეთესო ნაწარმოებები. საკონტაქტი ინფორმაცია ელ. მისამართი: oqrospergamenti@gmail.com ტელ: +995 77497755

Category: ახალი ამბები | Views: 1296 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

56 ბელორუსი მოზარდი 10 დღეს ანაკლიაში, "პატრიოტთა ბანაკში" გაატარებს. მოზარდები თბილისში გუშინ გვიან ღამით ჩამოფრინდნენ და ბანაკში დღესვე გაემგზავრებიან. გარდა ბელორუსი ბავშვებისა, ანაკლიაში 10-10 დღით პოლონელი, სომეხი და სხვა ეროვნების მოზარდები ქართველ თანატოლებთან ერთად დაისვენებენ.

მოზარდები სხვადასხვა ქვეყნიდან ანაკლიაში დასასვენებლად საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ჩამოდიან.

Category: ახალი ამბები | Views: 1004 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

ენერგეტიკის სფეროში საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუმინეთის ერთობლივი პროექტით უკრაინა დაინტერესდა. ენერგეტიკის მინისტრ იური ბოიკოს განცხადებით, "უკრაინა მზადაა, შეუერთდეს პროექტს და შეისყიდოს 10 მლრდ კუბ.

მეტრი გაზი. გათხევადებული გაზის ბუნებრივ გაზად გადაქცევის ტერმინალის მშენებლობა უკრაინას 1 მლრდ აშშ დოლარი დაუჯდება. უკვე შედგა მოლაპარაკებები აზერბაიჯანელ პარტნიორებთან".

13 აპრილს, ბუქარესტში, საქართველომ, აზერბაიჯანმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს გათხევადებული გაზის ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. საქართველოში, ყულევში გაზის გამათხევადებელი ტერმინალი აშენდება, რუმინეთში - რეგაზიფიკაციის.

მოხდება გათხევადებული გაზის საქართველოდან რუმინეთში ტრანსპორტირება. გათხევადებული გაზი ბუნებრივი გაზის სახეს რუმინეთში მიიღებს. ის განკუთვნილი იქნება ევროპული ქვეყნებისთვის. პროექტის ღირებულება, წინასწარი გათვლებით, 4-6 მლრდ ევროს შეადგენს.

Category: ახალი ამბები | Views: 1028 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010




11 ივნისიდან მსოფლიოს ყურადღების ცენტრში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მოექცევა. 11 ივლისამდე მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხოლოდ ფეხბურთით იცხოვრებს. ზუსტად ერთი თვის განმავლობაში სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ეს პატივი აფრიკულ სახელმწიფოს წილად პირველად ხვდა. აქამდე აფრიკის კონტინენტზე მსოფლიოს პირველობა არასდროს ჩატარებულა, რაც ისედაც დიდ მოლდინს კიდევ უფრო ამძაფრებს. გულშემატკივრები მე-19 მსოფლიოს ჩემპიონატისგან ლამაზ ფეხბურთს და დაძაბულ, დრამატიზმამდე მისულ თამაშებს ელიან.

ცხადია, ტურნირში მონაწილე 32-ვე ნაკრები უკვე სამხრეთ აფრიკაშია და ჩემპიონატის დაწყებას ელის. მსოფლიოს პირველობას 9 ქალაქის 10 სტადიონი უმასპინძლებს. გახსნის მატჩში მასპინძელი სამხრეთ აფრიკის ნაკრები მექსიკის ნაკრებს დაუპირისპირდება. "ბაფანა-ბაფანა" მექსიკელებს ულამაზეს "soccer city stadium"-ზე უმასპინძლებს, რომელზეც 11 ივლისს ფინალური მატჩიც გაიმართება.

ფიფამ ორიგინალურ გადაწყვეტილებაზე უარი არც ამჯერად თქვა და გახსნის მატჩის განსჯა ბევრისთვის უცნობ უზბ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1024 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

კვირას ვაკეში ამერი და იმერი ორ ასაკში შეიბნენ გია რაფავას თასზე, ქართულმა შვიდკაცამ კი კვიპროსში, კახა ალანიას სარდლობით, უპრობლემოდ დაიჭირა მესამე ადგილი და მოსკოვში დანიშნულ, 12-გუნდა ევრო-ფინალში ტრადიციულად გავიდა.

რაფავა ის კაცია, 1998 წლის 20 მაისს, ეროვნულზე, რუსეთთან კოკისპირულ წვიმაში რომ გვიკაპიტნა. 41 წლის ვაჟკაცს გარდამავალ პერიოდში რომ მოუხდა რაგბობა, ოდენ 13 ბორჯღალი (კეპი) მოუგროვდა და ლელოც ორიღა (თითო ოთხ და ხუთ-ქულიანი) უწერია სანაკრებო მონაგარში, მაგრამ თემში რომ გაიკითხოთ, მოგიგებენ, რომ მისი ბადალი მეორე-ხაზელი თითო-ოროლა თუ გვყოლია ქართული რაგბის 50 წლიან მატიანეში.

"რაფო" ბოლო ათი წელი ინგლისში ცხოვრობდა, შინ მობრუნებულმა კი ბევრი სასიკეთო რამ ჩაიფიქრა. ერთია ამერ - იმერის შერკინება, რომელიც ჯერ კიდევ 1992-93 წლებში უნდა გამართულიყო, მაგრამ ომმა და გაჭირვებამ ჩაშალა. გიამ მოკრიბა თავისი ტოლები და ორ-ნაწილიანი შოუს პირველ მოქმედებაში მეგობრულად აბურთავა ბებრული წესებით, მერე კი რაფავას თასზე სერიოზულად შეიბნენ 19 წლის ჭაბუკები, რომელთაგან საოქტომბროდ ნაკრები უნდა შეირჩეს.

ვეტერანთა თამაში, ჟანრის კანონის მიხედვით, ფრედ დასრულდა. გამარჯვებული ვერ გამოავლინა ვერც ჭაბუკთა რკენამ, რომელშიც ჯარიმები კარში არ ირტყმებოდა და ამდენად, ირბ-ული რაგბის კანონიკური რიტმი დარღვეული იყო. ფრედ 10:10 დასრულდა ორი ოვერტაიმიც, მაგრამ თასი რომ გასათა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1072 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ნაკრებს ახალ რეიტინგში 15-ე ადგილი უკავია. ტიმ ლეინის გუნდი ერთი საფეხურით მაღლა ავიდა. ამის მიზეზი კი ტონგას მარცხი გახლდათ, რომელმაც სამოასთან დაძაბული პაექრობა 23:24 დათმო. ქართველ მორაგბეებს 68.09 ქულა აქვთ, ანუ ისევ იმდენი რაც აქამდე, თუმც ტონგელთა მარცხმა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ იმოქმედა.

"ბორჯღალოსნებს" ქულების მოპოვება მალე კიდევ შეეძლებათ. რუმინეთში მიმდინარე ირბის თასე 20 ივნისს ნამიბიასთან გასამართი მატჩი სარეიტინგოა, ასე რომ ჩვენ ნაკრებს ამ თამაშში ორმაგი მოტივაცია ექნება, გამარჯვების შემთხვევაში ნაკრები მე-14 ადგილზე მყოფ კანადას კიდევ უფრო მიუახლოვდება.


IRB-ს რეიტინგი 14 ივნისისთვის

1. ახალი ზელანდია 91.68
2. სამხრეთ აფრიკა 89.46
3. ავსტრალია 85.71
4. საფრანგეთი 84.91
5. ირალანდია 82.61
6. ილგლისი 79.95
7. არგენტინა 78.89
8. უელსი 78.58
9. შოტლანდია 78.47
10. ფიჯი 76.07
11. იტალია 72.97
12. სამოა 72.39
13. იაპონია 70.42
14. კანადა 69.43
15. საქართველო 68.09
16. აშშ 67.86
17. ტონგა 67.81
18. რუმინეთი 65.10
19. რუსეთი 64.64
20. ურუგვაი 62.37
21. პორტუგალია 61.27
22. ნამიბია 60.98
23. ესპანეთი 57.70
24. ჩილე 56.97
25. ყაზახეთი 55.38
26. ბელგია 55.36
27. ბრაზილია 54.56
28. უკრაინა 54.35
29. ტუნის ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 979 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

რუმინეთში მიმდინარე IRB-ს ერთა თასზე, შოტლანდიის A ნაკრებთან წარმატებული თამაშის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა 15 ივნისს გამართული მეორე შეხვედრა არადამაჯერებლად ჩაატარა და იტალიის A ნაკრებთან 3:21 დამარცხდა. "ბირჯღალოსნებს" 7 საჯარიმო ლუჩანო ორკერამ გაუტანა, ქართველთა ერთადერთო საჯრიმო კი მერაბ კვირიკაშვილმა შეაგდო.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 20 ივნისს ნამიბიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. შეგახსენებთ, რომ ქართველი "ბორჯღალოსნები" რუმინეთში ძირითადად სათადარიგო შემადგენლობით არიან ჩასულნი, თუმცა მიუხედავად ამისა, ნამიბიასთან დაპირისპირებას სარეიტინგო ჩათვლაში ექნება მნიშვნელობა და გუნდს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება.

ირბ "ერთა თასი"

ბუქარესტი (რუმინეთი) არკულ დე ტრიუმფი

მეორე რაუნდი @ სამ 15/06

საქართველო 3:21 იტალია*ა

ბორჯღალოსნები [წითელი]

ბეკ) 15 მალხაზ ურჯუკაშვილი სბ 51, 14 სანდრო თოდუა, 13 თედო ზიბზიბაძე^კაპ, 12 გიგა კორკელია (21 რეზო გიგაური 59) 11 ირაკლი ჩხიკვაძე; 10 მერაბ კვირიკაშვილი (22 ლაშა ხმალაძე 66) 9 ბიძინა სამხარაძე (20 გიორგი როხვაძე 66) /

ფორ) 1 დავით დადუნაშვილი (16 კახა ასეიშვილი 59) 2 ირაკლი ნატრიაშვილი (დადუნაშვილი 65) 3 ვასილ კაკოვინი (17 ბექა შეყლაშვილი 61), 4 შალვა სუთიაშვილი, 5 კოტე მიქაუტაძე (18 კახა უჩავა 61), 6 შოთა საყვარელიძე (19 ვიქტორ კოლელიშვილი 49) 7 ლაშა თავართქილაძე, 8 დავით ბოლღაშვილი
< ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 956 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობაა ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყნის მართვის უნარი შესწევს, თუმცა ამ პროცესში მონაწილეობის მიღება პასუხისმგებელ პარტიებსაც შეეძლებათ, მაგრამ „ნურავის ნუ ჰგონია", რომ „ჩვენ უარს ვიტყვით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებაზე".

"ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოში შეწყდეს განვითარება და წინსვლა. ამისათვის ჩვენი პოლიტიკური ძალა არის ერთადერთი, ვინც ამას უზრუნველყოფს,"– განაცხადა სააკაშვილმა ბათუმში, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე.

"იმედი მაქვს, რომ რეფორმატორთა ჯგუფი პარტიების... გაფართოვდება და თუ დააკვირდით ამ არჩევნებზე მაინც ხალხმა მეორე და მესამე პარტიას მისცა [ხმა], ვიზეც ჰქონდათ წარმოდგენა, რომ ფუნდამენტურად ისინი ეჭვქვეშ არ აყენებენ მთავარ რეფორმებს და რა თქმა უნდა, ყველას ექნება – ქართველ ხალხს და ყველა პასუხისმგებელ პარტიას მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალება,"– აღნიშნა მან.

"მაგრამ ნურავის ნუ ჰგონია, რომ ჩვენ ხელს ავიღებთ და უარს ვიტყვით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებაზე მხოლოდ იმის გამო, ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 977 | Added by: NaTia | Date: 16.06.2010

ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები