ორშაბათი, 29.04.2024, 16:19
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15

ქალაქ ოშში შეტაკებების შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა,- როგორც ყირგიზული საინფორმაციო სააგენტო "24.კგ" იუწყება, ამგვარ მონაცემებს თვითმხილველები ასახელებენ .
თვითმხილველების განცხადებით, მხოლოდ ქალაქ ოშში დარბევებისას 1500-დან 2000 უზბეკი დაიღუპა.


ოფიციალური მონაცემებით კი, დაღუპულთა რაოდენობამ 170 მიაღწია. კერძოდ, ოშის ოლქში 94, ჯალალ-აბადის ოლქში კი, 43 ადამინი დაიღუპა. სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოებს 1762-მა ადამიანმა მიმართა, საავადმყოფოებში 826 ადამიანი მოათავსეს, 798-ს კი ამბოლატორიული დახმარება აღმოუჩინეს.


ყირგიზეთის ოფიციალური მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ქვეყნის სამხრეთში ვითარება თანდათანობით სტაბილური ხდება.


მხარის გუბერნატორის, ბეკტურ ასანობის განცხადებით, გასულმა ღამემ მშვიდად და სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა. დილის 08:00 საათიდან ქალაქში რამდენიმე სავაჭრო პავილიონმა დაიწყო მუშაობა. ამ დროისთვ

ის უკონტროლო რჩება ვითარება მიმდებარე სოფლებში – ფურკატსა და ნარიმანში.
ყირგიზეთის სამხრეთით, ქალაქ ოშში ეთნიკურ საფუძველზე ყირგიზებსა და უზბეკებს შორის დაპირისპირება 11 ივნისს დაიწყო. არეულობის მონაწილეები წვავენ მანქანებს, ანგრევენ მაღაზიებსა და საცხოვრებელ სახლებს, გახშირდა მაროდიორობის ფაქტები.


Category: ახალი ამბები | Views: 1072 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედროები მოინახულა .

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის საიმინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. მინისტრთან ერთად, ავღანეთში იმყოფებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, ნატო-ში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი გრიგოლ მგალობლიშვილი და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე.


ქართული დელეგაცია, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა, ქალაქ ქაბულში ავღანეთში საერთაშორისო კოალიციური ძალების სარდალმა გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა მიიღო.


მხარეებმა ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კოალიციის სარდლობამ ქართულ დელეგაციას ოპერაციაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

გენერალ მაკკრისტალის შეფასებით ქართველი სამხედროების მომზადების დონე მაღალია და ამერიკელი და ფრანგი სარდლები მათი მუშაობით კმაყოფილები არიან.
შემდეგ ქართული დელეგაცია ჰელმანდის პროვინციასაც ესტუმრა, სადაც ქართველი სამხედროები აშშ-ის სამხედრო ძალების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებენ.
"აქ ჩამოსვლის მ

იზანი იყო გვენახა, როგორ პირობებში იმყოფებიან ჩვ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 974 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

დედაქალაქის საკრებულოში ოპოზიციას შესაძლოა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობა შესთავაზონ .
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, უახლოს მომავალში იგეგმება "დედაქალაქის – თბილისის შესახებ" კანონში ცვლილებების ინიცირება, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის საკრებულოში ფუნქციური ცვლილებები განხორციელდება.


კერძოდ, დღეს მოქმედი ნორმით, საკრებულოს თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავს, ცვლილებით კი - მოადგილეების რაოდენობა გაიზრდება.


არ არის გამორიცხულო, პარლამენტის მსგავსად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობა თითოეული ფარქციის წევრს შეეძლოს.


ამას გარდა, საკრებულოში იგეგმება არაერთი მუმდივმოქმედი კომისიის შექმნა, რომელთა ნაწილის ხელმძღვანელობაც, ასევე, შესაძლებელია, ოპოზიციას შესთავაზონ.


პროპორციული წესით თბილისის საკრებულოში 25 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 14 მანდატი; "ალიანსი საქართველოსთვის" - 5 მანდატი; "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია-ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება" - 3 მანდატი; ~ეროვნული საბჭო" - 2 მანდატი; ~თოფაძე-მრეწველები" - 1 მანდატი;
რაც შეეხება მაჟორიტარი წესით არჩევნებს, თბილისში 10 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის 25-ვე მანდატი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა მოიპოვეს.

Category: ახალი ამბები | Views: 1036 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

დაზოგეთ დრო ენერგია და ბიუჯეტი!
შეისწავლეთ ინგლისური ოთხჯერ უფრო სწრაფად!
ბრიტანული ცენტრის კარი ღიაა ნებისმიერი მსმენელისთვის!

ირინა ონაშვილი:
"პირველივე გაკვეთილიდან მივხვდი, რომ ზუსტად იქ მოვხვდი, სადაც საჭირო იყო. საოცრად კარგი გარემოა, თბილი ატმოსფერო, ამასთან ერთად უმაღლეს დონეზეა დისციპლინა.

ძალიან ხშირად მიწევს უცხოელ მეგობრებთან ურთიერთობა და ვატყობ, რომ ჩემი ინგლისური საოცრად დაიხვეწა.
კომპლექსი არასდროს მქონია და რა დონეზეც ვიცოდი, ისე ვლაპარაკობდი, მაგრამ ახლა უკვე ვამაყობ ჩემი ინგლისურით.

აუცილებლად ვაპირებ სწავლის გაგრძელებას ბრიტანულ ცენტრში და ამ დონეზე არ გავჩერდები".


ლელა მებურიშვილი:
"ბრიტანულ ცენტრში ენას კი არ გასწავლიან, აგალაპარაკებენო, მითხრეს და ეს სწორედ, ის იყო, რაც მე მჭირდებოდა.


აღმოვაჩინე, რომ ბრიტანულ ცენტრში ინგლისური ენის მასწავლებლები, მოქმედი ლექტორები გადიან ენის შემსწავლელ მაღალ საფეხურებს, იმისთვის, რომ უფრო დახელოვდნენ და დახვეწონ თავიანთი ცოდნა.

ერთი სიტყვით, მოვედი და დავრჩი. თვე-ნახევარია დავდივარ და ინგლისურად ლაპარაკის ყველანაირი კომპლექსი მომეხსნა".

... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1265 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

12 ივნისს, თბილისში ტანსაცმლის მწარმოებელი ცნობილი კომპანიის "დელტას" პირველი ბრენდ-მაღაზია გაიხსნა.
"დელტას" ოფიციალური დისტრიბუტორის - კომპანია "ჯეოტექსის" ინფორმაციით, მაღაზია უმსხვილეს სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" მეორე სართულზე ამუშავდა და მასში "დელტას" და "დისნეის" ლიცენზიით დამზადებული ბავშვთა და მოზარდთა, ქალისა და მამაკაცის ყოველდღიური ტანსაცმლის, თეთრეულისა და წინდების საზაფხულო კოლექციაა წარმოდგენილი.

"დელტა გალილ ინდასთრი" 35 წლის გამოცდილების მქონე ტანსაცმლისა და თეთრეულის მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიაა, რომლის საწარმოო და მარკეტინგული ცენტრები განლაგებულია მსოფლიოს 4 კონტინენტზე. კომპანიის ქსელში 10 000 ადამიანია დასაქმებული.

საკუთარი ნაწარმის დისტრიბუციის გარდა, კომპანია პროდუქციას აწვდის მსოფლიოში სახელგანთქმულ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Nike, Calvin Klein, Hugo Boss, Pierre Cardin და სხვა. ამავდროულად, კომპანია ისრაელში ფლობს და ოპერირებას უწევს "დელტას" ბრენდის ქვეშ მომუშავე 106 მაღაზიას.

"საქართველოში კოლექციები ისრაელიდან შემოვიტანეთ. მაღაზიაში ამ ეტაპზე წარმოდგენილია 300 სხვადასხვა მოდელი. "დელტა გალილ ინდასთრის" პროდუქცია მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რადგანაც ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი ბამბისაგან მზადდება. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ მაღაზიაში წარმოდგენილი კოლექცია ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელს დააინტერესებს," - აცხადებს საქართველოში დელტას ოფიციალური დისტრიბუტორი, კომპანია "ჯეოტექსის" დირექტორი თეა ერისთავი.

მისივე ინფორმაციით, კომპანიის განვითარების სტრატეგია უახლოესი 2 წლის გა ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1069 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები მზადდება.
ერთ-ერთი ვერსიით, თანამდებობას დატოვებს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი. შესაძლოა, მან ბრაზილიაში საქართველოს დიპლომატიურ მისიას უხელმძღვანელოს.

"ინტერპრესნიუსი" ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.
ვრცელდება ვერსია, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, გია ბარამიას არასამთავრობო ორგანიზაცია "კოალიცია სამართლიანობისთვის" ხელმძღვანელი ვერა ქობალია შეცვლის.

აფხაზეთის მედიაცენტრის ცნობით კი, არანაირი ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ არ აქვთ და ბარამია მუშაობას აგრძელებს.
ამასთან, გამორიცხული არ არის ვერა ქობალიას სხვა თანამდებობაზე დანიშვნაც. ინფორმირებული წყარო არც სხვა საკადრო ცვლილებებს გამორიცხავს.

Category: ახალი ამბები | Views: 1053 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

"თუ ვერ მიდიხარ ზემოთ, ქვების სროლა და იქიდან ჯოხით ჩამოღება არ არის თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების წესი", "აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. მისივე თქმით, საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობიდან 7 წელი არ გასულა, თუმცა ბევრი ლაპარაკობს, რომ მმართველ პარტიას ზედმეტი მუვიდა.

საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციით, იაპონიას ერთი პარტია 60 წლის განმავლობაში მართავდა, თუმცა არავის უთქვამს, რომ იქ დემოკრატია არ არის. სააკაშვილმა დაასახელა გერმანიის მაგალითიც, სადაც 17 წლის განმავლობაში გრძელდებოდა კოლის, "ქრისტიან-დემოკრატებისა" და "თავისუფალი დემოკრატების" ალიანსის მმართველობა, თუმცა გერმანიის დემოკრატიულობაში ეჭვი არავის შეპარვია.

"ვერ გვწვდებიან და უნდათ, ჩამოგაგდონ, იმის მაგივრად, რომ თვითონაც ავიდნენ ამ დონეზე. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქართველ ხალხს აჰყავს და ქართველ ხალხს ჩამოჰყავს ან შეიძლება დავიღალოთ და ჩამოვიდეთ. თუ შენ თვითონ ვერსად ვერ მიდიხარ ზემოთ, ქვების სროლა და იქიდან ჯოხით ჩამოღება არის მხოლოდ პირველყოფილი თემური წყობილებიდან რომ გადავდიოდეთ, დაახლოებით, დარვინიზმის თეორიით, მაიმუნების ეპოქიდან.

ეს არ არის თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების წესი. ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და ამაში ქართველი ხალხი დაგვიჭერს მხარს, თუ არა და სხვას აიყვანს ზემოთ და ჩვენ ჩამოგვიყვანს ქვემოთ. ეს არის ჩვენი პრინციპები", "აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

Category: სტატიები | Views: 1004 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

რუბრიკის სტუმარია მომღერალი სოფო ბედია. "კარგად ვიცი, რა მიხდება და როგორ გავხდე უკეთესი", - გვითხრა სოფომ, რომელიც სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე და ისიც გაგვანდო, რომ ქართველ მსმენელს მრავალ სიახლეს ჰპირდება. მალე ტელეეკრანზე მეუღლესთან, მუსიკოს მიშა შაყულაშვილთან ერთად შესრულებული მისი დუეტის ვიდეოკლიპიც გამოჩნდება.

- სოფო, როგორი სტილის სამოსს ამჯობინებ?
- ჩემთვის კლასიკური სტილია ყველაზე მოხერხებული, რომელიც ქალურობას უსვამს ხაზს. რა გასაკვირიც უნდა იყოს, მაღალ ქუსლზე თავს კომფორტულად ვგრძნობ. "ბალეტკებს" იშვიათად ვიცვამ - მაშინ, როდესაც გადაღლილი ვარ.

- ამ სეზონზე აქტუალურია გრძელი კაბები. მოგწონს?
- გრძელი კაბები ძალიან მომწონს და მიხდება კიდეც. ახლახან შევიძინე გრძელი, ლამაზი სარაფანა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ქსოვილს. გრილი, მსუბუქი ქსოვილები მიყვარს. სამოსი არ უნდა მაწუხებდეს, მით უმეტეს, ზაფხულში.

- ქართველ დიზაინერებზე რას იტყვი?
- უდავოა, რომ საქართველოში ნიჭიერი დიზაინერები არიან. ყოველ მათგანს ინდივიდუალური სტილი აქვს. "ჯეოსტარის" მიმდინარეობისას ავთანდილთან მომიწია მუშაობამ. ყველა კაბა, რომელიც მან შემიკერა, ძალიან მიხდებოდა. გამოვარჩევდი საფინალო გამოსვლისთვის შეკერილ შავ კაბას, რომელიც მართლაც უმაღლესი კლასის ნამუშევარია.

- სოფო, ყველა ქალმა იცის, ჩაცმულობით სხეულის რომელ ნაწილს გაუსვას ხაზი. შენ რაზე აკეთებ აქცენტს?
- ვიცი, რა მიხდება და როგორ გავხდე უკეთესი. ყოველთვის გამოვკვეთ სხეულის სილუ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1088 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

მომღერალმა და ვირტუოზმა მევიოლონე ვანესა მეიმ "ევრორადიოს"-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში მან თავისი შემოქმედების, "ევროვიზიისა" და იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ მოსწონს მას ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს აკორდეონი.

პლანეტის ყველაზე სკანდალური მევიოლინე 19 ივნისს მინსკში ჩავა. იქ მისთვის უკვე დაჯავშნილია ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს "ლუქსი" და კიდევ ერთი ამგვარი ნომერი მისი საყვარელი ძაღლებისთვის - ჩიხუახუა მაქსიმუსისა და შარპეი გასპარისთვის - არის გამოყოფილი.

როდესაც ჟურნალისტმა ვანესა მეის ჰკითხა, იცის თუ არა მან, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო აკორდეონზე უკრავს და უნდა თუ არა მასთან დუეტში დაკვრა, მევიოლინემ უპასუხა, რომ "ეს მას ძალიან გაამხიარულებდა".

"დედაჩემი აკორდეონზე უკრავდა და მე ყოველთვის მომწონდა მისი მოსმენა. თუ თქვენი პრეზიდენტი თანახმა იქნება, მე სიამოვნებით დავუკრავდი მასთან ერთად რამეს", - განაცხადა მეიმ.

აღსანიშნავია, რომ ბელორუსის პრეზიდენტს ძალიან უყვარს აკორდეონზე დაკვრა.

Category: ახალი ამბები | Views: 1295 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ინდოელი ბხატერი დევი, რომელიც 66 წლის ასაკში პირველად დაორსულდა, ერთბაშად სამი შვილის დედა გახდა.

უკვე ასაკოვანი ქალბატონი ხელოვნური განაყოფიერების გზით დაორსულდა, თუმცა ის, რომ ერთბაშად სამი ტყუპი ვაჟი გაჩნდებოდა, ბხატერსა და მის მეუღლეს სინგხის ეჭვადაც არ ჰქონიათ.

დღენაკლული ახალშობილები, რომლებიც ქვეყანას საკეისრო კვეთით მოევლინენ, რეანიმაციაში იმყოფებიან.

აღფრთოვანებას ვერ მალავს სამი ვაჟის მამა, რომელმაც უშვილობის გამო, თავის დროზე, სამი ცოლი გამოიცვალა.

Category: ახალი ამბები | Views: 948 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

დასავლური პრესა იტყობინება, რომ რუსეთი თავისი სამხედროების ყირგიზეთში გასაგზავნად ემზადება, სადაც მასობრივი არეულობა ამ დრომდე გრძელდება. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსკოვს სხვა გზა უბრალოდ არ აქვს, რადგან ყირგიზეთის მთავრობა ვერ ახერხებს მდგომარეობის გამოსწორებას და შველას რუსეთის ფედერაციისგან ითხოვს.

დიმიტრი მედვედევის ბოლო განცხადებით, რესპუბლიკაში ვითარება უკიდურესად მძიმეა და მის მოსაწესრიგებლად "ყველა საშუალება" სასწრაფოდა არის მისაღები. რუსეთი ცდილობს, რომ საერთაშორისო ნორმები არ დაარღვიოს და ამიტომ ყირგიზეთში ჯარი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანმხების ეგიდით შეჰყავს.

ორშაბათს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანმხების ორგანიზაციის გენმდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ მედვედევს აცნობა, რომ წევრი-სახელმწიფოების წარმომადგენლები სპეციალურ სხდომაზე ყირგიზეთის სამართალდამცველი ორგანოებისთვის დახმარების თაობაზე შეთანხმდნენ. სხდომაზე განიხილეს ყირგიზეთის თხოვნა, ქვეყანაში სამშვიდობოთა კონტიგენტის შეყვანის შესახებ და დასახეს კიდეც მისი განხორციელების გეგმა.

იტალიური გაზეთის Il sole 24 ore ვარაუდით, მდგომარეობის ნორმალიზება სწრაფად ვერ მოხდება თუნდაც იმის გამო, რომ სამთავრობო ჯარებს უზბეკთა მასობრივ ჟლეტაში სდებენ ბრალს.

Category: ახალი ამბები | Views: 1015 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

საქართველო წინ მიდის და ქვეყანაში სუბიექტი ხალხია, - ამგვარი შეფასება რუსმა ჟურნალისტმა, რადიოსადგურ "ეხო მასკვის" წამყვანმა მატვეი განაპოლსკიმ "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა.
ჟურნალისტის თქმით, საქართველოში ორი წლის შემდეგ ჩამოსვლისას დაინახა, რომ იმ მძიმე მოვლენის შემდეგ, რაც რუსეთ-საქართველოს ომი იყო, ქვეყანა მორალურად არ დაცემულა.

განაპოლსკის აზრით, ვინც 2008 წელს ომი დაიწყო, გათვლილი ჰქონდა, რომ შიდაძალები მოქმედ ხელისუფლებას დაამხობდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ჟურნალისტს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ საქართველოში ისევ ლეგიტიმური ხელისუფლება მოქმედებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

"როგორია ეს ხელისუფლება, ეს საქართველოს შიდასაქმეა და მე, რა თქმა უნდა, ამ საქმეში არ ჩავერევი. ჩემთვის ისიც კარგი იქნება, თუ ჩვენს შიდასაქმეებში გავერკვევი, თუნდაც იმაში, ვინ არის იმ ორიდან რუსეთის პრეზიდენტი.

რაც შეეხება საქართველოს, მოხარული ვარ, რომ ეს ქვეყანა შენდება – შენდება გზები, შენობები. შეიძლება, ქართველებს რაღაც არ მოგწონდეთ, მაგრამ თქვენ რაღაცას მაინც აშენებთ და ქვეყანა წინ მიიწევს. საქართველო დემოკრატიული ქვეყნის ცხოვრებით ცხოვრობს. აქ მამოძრავებელი ძალა, სუბიექტი ხალხია, რუსეთში კი ხალხი მხოლოდ ობიექტია ", - განაცხადა მატვეი განაპოლსკიმ.

მატვეი განაპოლსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს წინსვლა რუსეთის ხელი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 977 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

გალში ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა საგანგებო შეხვედრაზე რაიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომხდარი ინციდენტები განიხილეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა.


"გალის რაიონში ქართველების სახლების დაწვის ფაქტებთან დაკავშირებით აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ ამ ფაქტებს გამოიძიებენ. მათ ქართული მხარე დაადანაშაულეს ბოლო დღეებში გალის რაიონში სამი ადამიანის მკვლელობაში. ჩვენ შესაბამისი მტკიცებულებები მოვითხოვეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ ამ მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლეს", - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა გალში 22 ივნისის ნაცვლად 20 ივლისს გაიმართება.

ივნისის დასაწყისიდან გალის რაიონში დე-ფაქტო ხელისუფლების სამი წარმომადგენელი მოკლეს. ქართული მხარის ვერსიით, მკვლელობების მიზეზი ქართული მოსახლეობიდან ძალით ამოღებული გადასახადების განაწილება გახდა.

მკვლელობებს დიხაზურგაში აფხაზური მილიციის სადამსჯელო ოპერაცია მოჰყვა, რომლის დროსაც გადაწვეს რამდენიმე სახლი და სცემეს რამდენიმე ახალგაზრდას. აფხაზური მხარე თავდაპირველად სახლების გადაწვისა და ადგილობრივების ცემის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფდა.

Category: ახალი ამბები | Views: 1037 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

სამწვრთნელო შურისძიების მოლოდინში

16 ივნისი. დურბანი. "დურბან სტედიუმი". 18:00
ესპანეთი-შვეიცარია
სავარაუდო შემადგენლობები
ესპანეთი (4-1-3-2): კასილიასი - ს. რამოსი, პუიოლი, პიკე, კაპდევილა - ბუსკეტსი - ჩავი, ჩაბი ალონსო, სილვა - ტორესი, ვილია.
შვეიცარია (4-4-2): ბენალიო - ლიხშტაინერი, სენდეროსი, გრიხტინგი, ციგლერი - ბარნეტა, ჰუგელი, ინლერი, ფერნანდესი - ნკუფო, დერდიოკი.
არბიტრი: ჰ. ვები (ინგლისი)

ყველაზე ბოლოს მუნდიალს დურბანში ესპანეთისა და შვეიცარიის ნაკრებები დაიწყებენ, საქმეში კიდევ ერთი, შესაძლოა, მთავარი ფავორიტი ჩაერთვება. რას იზამს ესპანეთის ნაკრები სამხრეთ აფრიკაში, აქ სპეციალისტთა პროგნოზები ორად იყოფა - პირველები, ისევე როგორც გულშემატკივართა დიდი ნაწილი, მიიჩნევენ, რომ "ფურია როხა" ობიექტურად ყველაზე ძლიერი გუნდია მსოფლიოს ჩემპიონატზე და მან აუცილებლად უნდა იბრძოლოს ტიტულისათვის.

გუნდი მართლაც შესანიშნავ ფორმაშია, რომლის ერთ-ერთი დასტური სპარინგში პოლონეთის ნაკრების 6:0 განადგურებაა. უკვე 12 თამაშია, რაც ესპანეთის ნაკრები გამარჯვებული გამოდის მინდორიდან, ეს კი მსოფლიო რეკორდს სამი მატჩით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რეკორდიც "ფურია როხას" ეკუთვნის და ის 2008-2009 წლებში დამყარდა. 

პესიმისტები კი მიიჩნევენ, რომ ესპანეთის ნაკრებს წარმატებაში ხელს საკუთარი ისტორია შეუქმნის, რომელიც ტრადიციად დამკვირდა - მუნდიალამდე ესპანეთის ნაკრები ფავორიტია, ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 954 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ბასტიან შვაინშტაიგერმა მიუნხენის ბაიერნში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და გასაკვირი სულაც არ არის ის, რაც ახლა მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა, ანუ, კლუბების კულისებში ხდება: ევროპის გრანდებმა მიუნხენური გრანდისა და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს თვალი დაადგეს და როგორც "კიკერი" წერს, მიუნხენური კლუბის შეფებს რამდენიმე ფაქსი მიუვიდათ, სადაც მხოლოდ ერთი კითხვაა დასმული: "რა ღირს შვაინშტაიგერი?"


ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, შვაინის გადაბირება ყველაზე მეტად ლონდონის "ჩელსის" უნდა. თანაც, მიხაელ ბალაკის გაშვების შემდეგ, "არისტოკრატებს" შვაინშტაიგერის დონის ცენტრალური ნახევარმცველი ნამდვილად არ აწყენდათ. უფასოდ გაშვებული გერმანელის გერმანელითვე ჩანაცვლება "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის სურვილი ყოფილა. როგორც ცნობილია, მას ბალაკის გაშვებაც არ სურდა.


თავზესაყრელად აღარ, მაგრამ ფული "ჩელსის" ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი აქვს. ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, თუ რას ფიქრობს თვითონ შვაინშტაიგერი. სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე მან თქვა, ჯერ მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული, მუნდიალის დასრულების შემდეგ კი ყველაფერზე დავფიქრდები, გამორიცხული არაფერიაო. ცხადია, პირველ რიგში ყველაფერი "ბაიერნის" ნება-სურვილზეა დამოკიდებული.

ბასტიანს კი, ერთის მხრივ, მიუნხენში დარჩენა და ლუის ვან ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 976 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

მთელი მსოფლიოს ყურადღება სამხრეთ აფრიკის სტადიონებისკენაა მიმართული, სადაც რიგით მე-19 მუნდიალი გახურდა. მთელი მსოფლიოსი... გარდა სომალისა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის ყურება საერთოდ აკრძალეს, რადგან ის სომალელი ხალხის რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელად ჩათვალეს.

დაჯგუფებები "ალ-შაბააბი" და "ჰიცბულ ისლამი", რომელთაც კავშირები აქვთ "ალ ქაიდასთან", სომალის ტერიტორიის სამხრეთსა და დედაქალაქ მოგადიშოს ნაწილს აკონტროლებენ. სწორედ ამ ტერიტორიაზე მსოფლიოს ჩემპიონატის ყურება აკრძალულია, როგორც საზოგადოებრივ ადგილებში ასევე - შინ. 

"ჩვენს ახალგაზრდობას მოვუწოდებთ არ უყურონ მსოფლიოს ჩემპიონატს. ეს არის დროისა და ფულის ტყუილი ფლანგვა, რომელიც არავითარ სარგებელს მათ არ მოუტანს. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულელი ადამიანების ხტუნვის მეტი არაფერია საცქერი", - განაცხადა "ჰიცბულ ისლამის" წარმომადგენელმა მოჰამედ აბდი აროსმა.

ის ვინც დაარღვევს წესს, საჯაროდ გაიწკეპლება 30 დარტყმით. სახუმარო რომ არაფერია გეტყვით რომ შაბათს ნიგერია-არგენტინის მატჩის უჩუმრად ყურებისთვის "ჰიცბულ ისლამის" თავდასხმისგან 2 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დააკავეს. ფეხბურთის თავგადაკლული ფანები საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ და ჩუმად გადადიან სომალის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც ფეხბურთი არავის აუკრძალავს.

Category: ახალი ამბები | Views: 995 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა იტალიის ნაკრების მეკარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპის მატჩში შეცვალეს. 1994 წელს, ნორვეგიასთან მატჩში, კარში ჩადგა ლუკა მარკეჯანი, რომელმაც შეცვალა... რობერტო ბაჯო. საქმე ისაა, რომ იმ თამაშში მეკარე ჯანლუკა პალიუკა გააძევეს...
ამჯერად კი ჯანლუიჯი ბუფონის შეცვლა უმალ მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. თუმცა პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ "სკუადრა აძურას" კიპერმა ტრავმა მიიღო. მოვუსმინოთ მარჩელო ლიპის:
"მას წელი ასტკივდა და ბუნებრივია, საჭიროდ ჩავთვალეთ მისი შეცვლა. ითამაშებს თუ არა მომდევნო მატჩში? ვნახოთ, ექიმები მეტყვიან".

Category: ახალი ამბები | Views: 1001 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

მსოფლიოს ჩემპიონატის ბურთის შესახებ ბევრმა ვარსკვლავმა გამოთქვა კრიტიკული მოსაზრება. გუშინდელი დღიდან, მათ რიცხვს არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესიც შეუერთდა. ლეომ თქვა, რომ ახალი ბურთი მასაც არ მოსწონს და ეუცხოვება.

"პირველივე თამაშში (ნიგერიასთან, 1:0) შევამჩნიე, რომ ბურთი ძალიან სხვანაირია. ვფიქრობ, ის პრობლემატურია არა მარტო მეკარეებისთვის, არამედ ჩვენთვის, მინდვრის ფეხბურთელებისთვისაც. იმედი მაქვს, რომ ამ ბურთს მალე შევეჩვევი, რადგან სხვა გზა არც მაქვს, ბურთს ხომ არავინ შეცვლის", - განაცხადა მესიმ პრეტორიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მესი ნიგერიასთან თავისი თამაშით უაღრესად კმაყოფილი დარჩა. "ჩემთვის ცოტათი უჩვეულო პოზიციაზე ვითამაშე, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ. დიეგო მარადონამ შედარებით უკან დამხია და უფრო გამთამაშებლობა დამავალა, მთხოვა, უფრო ნახევარმცველი იყავი, ვიდრე თავდამსხმელიო. დიეგო მოედანზე სრულ თავისუფლებას მანიჭებს, რაც ძალიან კარგია. ნიგერიელებმაც მომცეს იმის საშუალება, რომ ჩემ სტილში მეთამაშა," - აღნიშნა 22 წლის ლეომ.

მესი ზოგადად არგენტინის ნაკრების თამაშითაც კმაყოფილი დარჩა. მისი აზრით, "ალბისელესტემ" კინაღამ ჩაგდებული შესარჩევი ეტაპის შემდეგ, უდიდესი პროგრესი განიცადა და ახლა სულ სხვა გუნდია - გუნდი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

Category: ახალი ამბები | Views: 1002 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

საინტერესო ფაქტია - რობერტ გრინმა ერს ბოდიში მოუხადა. ყოჩაღმა გოლკიპერმა, რომელმაც აშშ-ის ნაკრებთან საოცრად შეცდა, თანაგუნდელებსაც მოუბოდიშა და სრულიად ინგლისსაც. თამაშის მეორე დღეს მას განაცხადა: "თანაგუნდელებს შესვენებისასვე მოვუბოდიშე, ახლა კი მინდა მილიონობით ადამიანს ვუთხრა, რომ ძალიან ვწუხვარ გული რომ ვატკინე".

ინგლისური გაზეთები სიამაყით წერენ, რომ მათ მეკარეს რასაკვირველია შეეძლო თავი ჩაეხარა და პრესა-ტელევიზიასთან შეხვედრას საერთოდ არიდებოდა, მითუფრო, რომ თანაგუნდელები მხარში ამოუდგნენ და მისი გაკრიტიკება ერთმაც არ იკადრა, მაგრამ გრინმა ეს არ იკადრა. ის თავაწეული მივიდა საპრესკონფერენციო დარბაზში და მთელს ინგლისს ალალად ჩახედა თვალებში.

ახლა, ჟურნალისტები წერენ, რომ კლინტ დემპსის გოლის გამო გრინს თუნდაც სანაკრებო კარიაერა დაამთავრებინონ, ის ისტორიას ვაჟკაც ადამიანად შემორჩება.

საინტერესოა, რომ გრინს მხარში მხოლოდ ინგლისელები კი არა, ამერიკელი ფეხბურთელებიც ამოუდგნენ. აი, მაგალითად, რა თქვა ცნობილმა ლენდოდ დონოვანმა:

"ჩვენ ანგარიშის გათანაბრებამ და ქულის მოპოვებამ ძალიან გაგვახარა, მაგრამ ამავდროულად მინდა ინგლისელებს ვთხოვო, რობერტს ძალიან ნუ გააკრიტიკებენ.

არც კი მინდა წარმოვიდგინო, რას ფიქრობს და განიცდის ის ახლა. ინგლისის ნაკრები კი არა, ჩვენ, ამერიკელები, ჩვენს გასახდელში, თამაშის შემდეგ ვამბობდით, რომ ძალიან ცუდია, როდ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1012 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

სერბეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მთელ მსოფლიოს იმედები გაუცრუა. რადომირ ანტიჩის გუნდისგან ყველა გაცილებით უკეთეს თამაშს და შედეგს ელოდა, მაგრამ სერბებმა განასთან ამაზრზენად ითამაშეს და დამარცხდნენ.

როგორც იცით, განამ გამარჯვების გოლი პენალტით გაიტანა, რომელიც სერბების საყრდენი ნახევარმცველის, ზდრავკო კუჟმანოვიჩის ბრალი იყო - "შტუტგარტის" ჩამშლელმა შუამარბმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. თუმცა მატჩის შემდეგ კუჟმანოვიჩმა მთელ სერბეთს ბოდიში მოუხადა. შეცდომები ანტიჩმაც აღიარა და გულშემატკივრებს დაპირდა, მეორე ტურში, გერმანიასთან, სულ სხვა სერბეთს იხილავთო.

"ვფიქრობდი, რომ განასთან შეხვედრაში წარმატებას მშვიდი თამაშით უფრო მივაღწევდით, ვიდრე აგრესიული ფეხბურთით. როგორც ჩანს, ყველაფერი სწორად ვერ გავთვალე, რადგან შედეგი სახეზეა - ჩვენ წავაგეთ.

თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩემი ფეხბურთელები ზედმეტად ნერვიულობდნენ. ეს თამაში უკვე ჩავლილია და ჩვენც წინ უნდა გავიხედოთ. მეორე შეხვედრა ჯგუფისა და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, გერმანიასთან გვიწევს და ამ მატჩისთვის ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ," - განუცხადა ანტიჩმა ჩვენს სერბ კოლეგებს.

მწვრთნელი გულშემატკივრებს იმასაც პირდება, რომ მისი გუნდი გერმანიასთან სულ სხვა ფეხბურთს ითამაშებს. "განასთან განცდილი მარცხი გვაიძულებს, გერმანიასთან და ავსტრალიასთან შევუტიოთ. ყურების ჩამოყრის უფლებას ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 990 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრები და რაიმონ დომენეკი ღიად გააკრიტიკა: "დომენეკი ნაკრებში სიტუაციას ვერ მართავს. ვფიქრობ, ამაზე გაჩუმება აღარ ღირს. მთავარი ის კი არაა, რომ იგი შემადგენლობას არასწორად არჩევს, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას გუნდური თამაშის არქონა წარმოადგენს, რაც უპირველეს ყოვლისა, სწორედ მწვრთნელის ბრალია. ურუგვაისთან მატჩში საფრანგეთს მოედანზე გუნდი არ ჰყავდა, ჩვენმა ნაკრებმა ყველა სახიფათო მომენტი ფეხბურთელთა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შექმნა".

Category: ახალი ამბები | Views: 1037 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

"ბილდის" ინფორმაციით, "შალკეს" ხელმძღვანელებმა, მწვრთნელმა და გულშემატკივრებმა მიხაელ ბალაკზე ოცნებას თავი უნდა დაანებონ. ხსენებული გაზეთი დარწმუნებით წერს, გერმანიის ნაკრების ტრავმირებული კაპიტანი გელზენკირხენში არ წავაო. მიზეზი: ბალაკს გაცილებით უკეთესი წინადადებები აქვს.


ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ მიხაელი "შალკეში" გადასვლაზე ერთი წამითაც არ ფიქრობს. მართალია, ბალაკმა თქვა, გერმანიაში რამდენიმე ვარიანტი მაქვსო და ლოგიკურად, "შალკეს" ვარიანტი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი უნდა იყოს, მაგრამ "ჩელსის" აწ უკვე ყოფილ ნახევარმცველს სხვა გეგმები აქვს. "ბილდი" წერს, რომ ბალაკზე ოცნება "შალკეს" მწვრთნელმა ფელიქს მაგათმაც დაასრულა.
ამასობაშუ, ინგლისურმა გაზეთმა "სანდი მ

ირორმა" დაწერა, რომ ბალაკს "მანჩესტერ იუნაიტედში" უხმობენ, ოღონდ მხოლოდ ერთი წლით. შეგახსენებთ, რომ მიხაელმა "ჩელსისთან" კონტარქტი სწორედ იმ მიზეზით არ გააგრძელა, რომ "არისტოკრატებიც" მხოლოდ ერთწლიან ხელშეკრულებას სთავაზობდნენ, ბალაკს კი მინიმუმ ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურდა. ამას გარდა, მიხაელის გადაბირებაზე მადრიდის "რეალის", "ლივერპულის", "ლევერკუზენის", "ჰამბურგისა" და "ვოლფსბურგის" შეფებიც ფიქრობენ.


ამასობაში, "ნიურნბერგის" მცველმა ხავიერ პინოლამ "შალკეში" უფასოდ გადასვლაზე უარი თქვა და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 976 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

აქეთ სუასო... იქითაც სუასო

16 ივნისი. ნელსპრუიტი. "მბომბელა". 16:30
ჰონდურასი-ჩილე
სავარაუდო შემადგენლობები
ჰონდურასი (4-4-2): ვალადარესი - მენდოსა, ჩავესი, ფიგეროა, ისაგირე - პალასიოსი, გევარა, დე ლეონი, ტურსიოსი - პავონი, სუასო.
ჩილე (3-3-1-3): ბრავო - მედელი, პონსე, ვიდალი - ბოსეჟური, მილარი, კარმონა - ფერნანდესი - სანჩესი, სუასო, გონსალესი.
არბიტრი: ე. მაილე (სეიშელის კუნძულები)

ნელსპრუიტის "მბომბელა" მუნდიალის ბოლო, H ჯგუფის ბატალიებს იწყებს - ერთმანეთის პირისპირ ორი ამერიკული გუნდი დადგება, ჰონდურასი და ჩილე. ვინაიდან ისინი სხვადასხვა კონფედერაციაში არიან გაერთიანებულნი (ჰონდურასი კონკაკაფში, ჩილე კონმებოლში), ერთმანეთს ბევრჯერ არ შეხვედრიან. აქამდე სულ ხუთი მატჩი გაიმართა და მცირე უპირატესობა ჩილეს მხარეზეა - 3 მოგება 2 მარცხის წილ, ბურთების შეფარდება - 11:10. ჩილე მუნდიალის ხშირი სტუმარია, ეს გუნდი მერვეჯერ ცდის ბედს ოლიმპიადის შემდეგ მსოფლიოს უდიდეს სპორტულ ფორუმზე.

სამხრეთამერიკული ქვეყანა პირველად სადებიუტო, 1930 წლის მუნდიალზე გამოჩნდა, როცა ორი თამაში მოიგო, ერთი წააგო, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა. ყველაზე დიდი წარმატება ჩილეს ნაკრებს 1962 წელს სამშობლოში ელოდა, როცა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ "სახალხო გუნდმა" (ელ ეკიპო დე ტოდოს), როგორც "როხას" ჩილეში უწოდებენ, კიდევ ოთხ მუნდიალზე ითამაშა, მაგრამ ერთი მატჩიც კი ვერ მოიგო. 1998 წლის შემდეგ კი საერთოდ პირველად შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1046 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

სიზმარი და სინამდვილე

(მშიერი სტუდენტის ჩანაწერიდან)

I

ყოველი დღე ვათვალიერებ გაზეთების უკანასკნელ გვერდებს. დიდი ყურადღებით ვკითხულობ ყოველნაირ განცხადებას.

იქნება, წავაწყდე რაიმე სახეიროს–მეთქი. მაგრამ ბედი არ მწყალობს! არაფერია ჩემი შესაფერი. რამდენი ხნის ვარ, რამდენი ხანია ვსწავლობ, მაგრამ ცხოვრებას ჯერ ჩემთვის არ გაუღიმია! არ ვიცი, ღმერთმანი, ვის რა დავუშავე. ავი ძაღლივით გადამკიდებია ეს ბედია თუ რაღაცა! საშველს არ მაძლევს! ვის მოვსთხოვო სამართალი?


თუ გინდა, აი, ეხლაც! ჩემი შესაფერი განცხადება არც ერთ გაზეთში არ მოიპოვება. როგორ შეიძლება არაფრის გაკეთება არ შემეძლოს, რა მაკლია? ხელი, ფეხი, თავი, თვალი… ჭკუა… თუ ცოდნა! მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა, სამუშაოს მაინც ვერ ვშოულობ და ულუკმაპუროდ ვარ” მართალია, ცოდნაცაა და ცოდნაც, მაგრამ მაინც! რის სპეციალისტად შეიძლება გამოვდგე?

კომერსანტ–ვოიაჟორი არა ვარ, ბუღალტერი–კორესპონდენტი არა ვარ, "კონტორჩიკი” არა ვარ, სახლის თუ მამულის გამგე–მმართველი არა ვარ, მებაღე არა ვარ! შვეიცრად, მეეზოვედ, ოფიციანტად მე არ ვვარგივარ. მეტად ინტელიგენტური სახე მაქვს და თანაც სათვალეს ვატარებ, პენსნეს, საშინელი ბეცი ვარ! რა სათქმელია, პროვიზორი მე არა ვარ, ფორმაციის არაფერი მესმის! ტექნიკი, ექიმი, ვექილი!…

უკაცრავად, უკაცრავად! ნამეტანი მაღლა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 984 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ლეო ქიაჩელი – Leo Kiacheli

ESCALADE

სადღესასწაულოდ მორთულ მდიდარსა და ძალზე ახმაურებულ კაფეში ვიჯექი, მაგრამ მაინც მოწყენილი ვიყავი. ჩემს გარშემო საზეიმო მხიარულება სუფევდა, თამამი, შეუკავებელი და გიჟური… ჩემში კი მიმე დუმილი ფუსფუსებდა, შავფიქრიანი და გულჩათხრობილი.

ნაირად მორთული ახალგაზრდობის ფაფარ–აყრილი ტალღა როკვითა და ყიჟინით შემოდიოდა კაფეკში, ცეკვავდა, ბუქნაობდა, სვამდა და შემდეგ ქუჩაშივე გარბოდა აღტყინებული, რომ საერთო ფერხულში ჩაბმულიყო და ხალხის აზვირთებულ მდინარეს შემატებოდა…

ხოლო მე მაინც ჩემი რამ სევდა მიღიტინებდა გულში და გამოურკვეველი სულიერი განწყობილების ნემსი გულის მიმღებელ თანდათანობით მიჩხვლეტავდა სულს. უცხო იყო იქ ჩემთვის ყოველი, როგორც ყაიდა ქეიფისა და მოლხენის, ისე საერთო წესი დღესასწაულისა. უცხონი იყვნენ იქ ჩემთვის როგორც უნიღბო, ისე ნიღბიანი სახეები… და შუბლშეკრული ნაღვლიანად ვიყავი მიჩქმალული გაბრწყინვებული კაფეს მივარდნილ კუთხეში…

… უკანასკნელი ღამე იწყებოდა სამ დღე–ღამიანი ეროვნული უქმისა, რომელსაც ყოველ წელს დიდი ზეიმით აღნიშნავს ხოლმე პატარა რესპუბლიკა მშვენიერი ჟენევის კანტონისა, მესამე და უკანასკნელი ღამე ნიღბოსანი "Eუთსფდფვუ”–ისა.

დიდსა თუ პატარას, კაცსა თუ ქალს, ყველას განსაკუთრებით მოელხინა ამ საღამოს, როგორც ქუჩებში, ისე კაფეში ტევა არ იყო.

.

ჩემს გვერდით კაფეში უცნაურ ჯგუფს მოეკალათნა. ათამდის იქნებოდნენ. ხმის კილოზე ვამჩნევდი, რომ ქალებიც ერივნენ. ყველას ნიღაბი ჰქონდა სახეზე აკრული. ფანტასტიურად იყვნენ მორთულნი. ყვიროდნენ, სტვენდნენ, სვამდნენ და სადღეგ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1045 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ლეო ქიაჩელი (ნამდვილი სახელი და გვარი ლეონ მიხეილის ძე შენგელაია) (დ. 7 თებერვალი/19 თებერვალი, 1884, სოფ. ობუჯი, ახლანდელი წალენჯიხის რაიონი ― გ. 19 დეკემბერი, 1963, თბილისი), ქართველი მწერალი.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1904—1905 წლებში, სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1905—1907 წლების რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 1907 წელს გაიქცა ქუთაისის ციხიდან. ერთხანს არალეგალურად ცხოვრობდა მოსკოვში. 1912 გაემგზავრა შვეიცარიაში, სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.


1909 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა. ქიაჩელის ადრინდელ ნოველებში საგრძნობია სიმბოლისტური და იმპრესიონისტული მიმდინარეობისათვის ნიშანდობლივი მოტივები — სკეფსისი („შეურაცხყოფილი"), ნიღბის ფილოსოფია („Escalade"), დუმილის თეორია („სტეფანე", „ისკანდერი"), ბედისწერის პრობლემა („ცოდვის შვილები") და სხვა. ამავე პერიოდიდან იჩინა თავი ქიაჩელის რეალისტურმა თვალთახედვამაც. საბჭოთა პერიოდში შექმნილ საუკეთესო ნოველებში ქიაჩელმა დიდი მხატვრული სიმართლითა და ფსიქოლოგიური სიღრმით გადმოსცა ყოფილი თავადების სოციალური და პიროვნული კატასტროფა („თავადის ქალი მაია", 1927), შვილის დამკარგავი მამის მძაფრი სულიერი ტრაგედია („ალმასგირ კიბულანი", 1925), ორი ურთიერთდაპირისპირებული მორალური მრწამსის ჭიდილი („ჰაკი აძბა", 1933). ქიაჩელის პირველი რომანი „ტარიელ გოლუა" (1916) უახლესი ქართ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1091 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

მთელ პლუტარქეში ერთი ადგილი ვგონებ ყველაზე მეტად უცნაური და საგულისხმოა. აღწერს რა თეზევსის წარმატებულ გმირობებს, ავტორი ერთს ვისმე კაცს, ვინმე სკირონს, ასე და ამგვარად ახასიათებს:
„მეგარის საზღვარზე თეზევსმა მოკლა სკირონი. მან იგი კლდიდან გადააგდო. სკირონი, საყოველთაოდ გავრცელებული გადმოცემის თანახმად, გამვლელ-გამომვლელთ

ძარცვავდა; ზოგიერთის სიტყვით კი, უცხოელებს უტიფრად გაუშვერდა ხოლმე ფეხებს და, დამბანეთო, უბრძანებდა. იმ დროს, როცა უცხოელნი სკირონის ფეხების ბანას შეუდგებოდნენ, ქუსლს ჰკრავდი და შეუბრალებლად ზღვაში ჰყრიდა მათ.

მეგარელი ისტორიკოსები არ ეთანხმებიან ამ გადმოცემას, სიმონიდეს სიტყვით რომ ვთქვათ, ომს უცხადებენ ძველთაძველ ამბებს და ამბობენ: სკირონი არც ავაზაკი და არც ასეთი ურცხვი ვინმე იყოთ; პირიქით, იგი ყაჩაღთა დამსჯელი და კეთილშობილი ხალხის მოყვარე და მეგობარი გახლდათო. ვაკე ბერძენთა შორის უწმინდეს კაცად ითვლებოდა; სალამინელ კიქრევსს ღვთაებრივი პატივი აქვს ათენელებში; ხოლო პელევსისა და ტელამონის ვაჟკაცობა ყველასათვის ცნობილია.

სკირონი კი იყო კიქრევსის სიძე, ევაკეს სიმამრი და პაპა პელევსისა და ტელამონისა, რომლებიც სკირონისა და ქარიკლოს ასულ ენდეიდისაგან წარმოიშვნენ. ყოვლად შეუძლებელია, წარჩინებული ვაჟკაცები გავარდნილ არამზადას დანათესავებოდნენ და მასთან გაეზიარებინათ ის, რაც ყველაფერზე წმინდა და ძვირფასია ადამიანისთვისო. თეზევსმა, როგორც მეგარელი ისტორიკოსები დაასკვნიან, სკირონი მაშინ კი არ მოკლა, როცა პი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1484 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

(ფიქრები ფიროსმანზე)

გლეხის ქალს ცალი ხელი ყურძნიანი კალათისათვის შემოუხვევია. მეორე ხელში ერთადერთი მტევანი უჭირავს. აშკარად ეტყობა, რაღაცას ფიქრობს, ულამაზო ქალია – მრგვალი სახე და სულელური გამომეტყველება აქვს, მაგრამ ხელში გემრიელი ყურძენი უკავია. მის გვერდით პატარა ბიჭი დგას, მტევანს შესცქერის, ხელები მაღლა აუწევია და ქალს ყურძენსა სთხოვს. პატარა ბიჭია, მაგრამ ისეთი სახე აქვს, დაბალი რომ არ იყოს, კაცი გეგონება.

მზემ, ქარმა, წვიმამ გაუუხეშა სახე. მაინცდამაინც არც არის ბედის კმაყოფილი – რამდენჯერ გაუგდიათ დაკარგული საქონლის საძებრად, რამდენჯერ თავში წამოურტყამთ ხელი, რამდენჯერ დასძინებიათ თაკარა მზეში... ახლა კი იგი ქალის გვერდით დგას და ყურძნის მტევანს ითხოვს. დიდი და უხეში, ასაკის შეუფერებელი თითები ახლოს მიუტანია მტევანთან და ქალის თანხმობას ელოდება. ქალს სულელური გამომეტყველება აქვს და რაღაცას ფიქრობს, ფეხშიშველი ბავშვი კი დგას და გემრიელ ყურძენს ჯიუტად ევედრება...


ნახატი კედელზე

ნახევრად ჩაბნელებულ სარდაფში ტევა არ იყო. ჰაერი მაგარი ღვინის სუნით იყო გაჟღენთილი. ყველანი მთვრალები იყვნენ, ქართული ხელგაშლილობით ხარჯავდნენ მთელი დღის გასამრჯელოს. ჩახლეჩილი ხმით ადღეგრძელებდნენ ერთმანეთს და ღვინო სუფრაზე იღვრებოდა. ღვინის სუნით გაჟღენთილი ჰაერიც კი მთვრალივით ეპოტინებოდა სანთლებს, სანთლის ალიც მთვრალივით ბარბაცებდა და მკრთალი სინათლე დაბორიალობდა აწითლებულ სახეებ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1132 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010



სუფრის თავში კაპიტო იჯდა, ბოლოში - მისი ცოლი, აქეთ-იქით – ვაჟები და პატარა გოგონა. უხმოდ შეექცეოდნენ ბადრიჯანს. ყველაზე მადიანად კაპიტო ილუკმებოდა.

პურს ნუ გლეჯთ, დაჭერით ხოლმე, - თქვა კაპიტოს ცოლლმა.


პატარა ბიჭმა ჯიბის დანა ამოიღო, გულმოდგინეთ გაწმინდა და პურის დაჭრას შეუდგა. ბიჭს ძალიან მოსწონდა დანა, სამი დღის წინ კარგ ხასიათზე დაბრუნებულმა მამამ რომ აჩუქა. ამ სამ დღეში ბიჭმა უამრავი ჯოხი გამოთალა, სადილობისას პურს ჭრიდა ხოლმე. სიამოვნებდა მამის დავალება და მოთმინებით უცდიდა მის სიყვებს: „დაჭერი ბიჭო"! ბიჭი ძალიან პატარა ნაჭრებად ჭრიდა პურს, მერე დანას ტკაცუნით კეცავდა და ჯიბეში ინახავდა.
ჭამე გოგო, - თქვა კაპიტოს ცოლმა, - რას იციცქნები?!
ეს არ მინდა.
აბა რა გინდა ?
არ მინდა, ვაი...
- ვაის მოგცემ მე შენ, - თქვა კაპიტომ, - ჭამე ჩქარა! გოგონამ ლუკმა ჩაიდო პირში.
კაპიტომ ჭამა დაამთავრადა ოჯახის წევრებს გადახედა.

- დაჩეხე, ბიჭო, შეშა?
კი, მამა, - მორიდებულად გაუღიმა უფროსმა ბიჭმა.
ბევრიდაჩეხე?
კი ბევრი, უთხრა ცოლმა.
ყოჩაღ, ძუკუ! - თქვა კაპიტომ, - წყალი მომიტანე, მალაია!
გოგონამ წყალი მოურბენინა.
ერთიც, - თქვა კაპიტომ.
ცოლმა სუფრის ალაგება დაიწყო.
დიდი გოგო გაიზარდე! - კაპიტო ტახტზე წამოწვა და ასანთის ღერი კბილებში გაირჭო. მალაიამ ნახატებიანი წიგნი გადაშალა.
თუთუნი მომიტანე, ძუკუ!
ეხლავე, - წამოდგა უფროსი ბიჭი.
თ... ო... თო... - ჩურჩულით ეპიტინებოდა მ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1108 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

გურამ დოჩანაშვილი (დ. 26 მარტი, 1939, თბილისი, საქართველო), ქართველი მწერალი.


გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში.

მამა — პეტრე დოჩანაშვილი (ექიმი), დედა — გულნარა ემხვარი (დიასახლისი). მომავალი მწერალი იზრდებოდა ზემელზე, რუსთაველზე, სოლოლაკსა და ვერაზე. ბებია — მერი(ფაცა) კორძაია, ბაბუა — სილოვან ემხვარი ( აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი) და ბებია — ოლღა გუსევა (მამის მხრიდან) არ აკლებდნენ მზრუნველობასა და სიყვარულს.

უნივერსიტეტში სწავლისას გურამ დოჩანაშვილმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც იქორწინა 1964 წელს.

მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი: დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო (7 აპრილი), და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა".

1968 წელს მიიღეს მწერალთა კავშირში, ამავე წლის 29 მაისს დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა 1990 წელს. ეს მძიმე დღეები მას სასულიერო პირებმა და უახლოესმა მეგობრებმა გადაატანინეს, რამაც განსაკუთრებულად დააახლოვა უფალთან და ეკლესიასთან, უფალმა კი მალე ის გამოუგზავნა, ვინც მისი ცხოვრება კვლავ გააცოცხლა. „ბაბუა გიჟია, იმიტომ რომ ჩემზე გიჟდება", — ამბობს მისი შვილიშვილი, თინათინ ჭკუასელი.

მისი პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში" 1961 წელს.
განათლება.

1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში. მისი თანაკლასელ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1076 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ესენის ოქროს მადონა — ღვთისმშობლის მოოქროვილი სკულპტურაა და კათედრალური ტაძრის საგანძურის ნაწილია ესენში, ჩრდილოდასავლეთ გერმანიაში.

Category: ენციკლოპედია | Views: 1035 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ლუკინო ვისკონტი – Luchino Visconti (1906-1976)

იტალიური ოპერისა და კინოს რეჟისორი. ერთ-ერთი წარმომადგენელი არისტოკრატიული ვისკონტების შტოსი. მისი სრული ტიტული და სახელი ასე ჟღერს: დონ ლუკინო ვისკონტი დე მოდრონე, ლონატე პოცოლოს გრაფი, სინიორ დე კორჟელო, კონსინიორ დე სომმა, კრენა და ანადელო, მილანელი არისტოკრატი.
ვისკონტი დაიბადა 1906 წლის 2 ნოემბერს მილანში. მამამისი ატარებდა ჰერცოგის ტიტულს და განაგებდა ლომბარდიის ციხე-კოშკს, მფარველობდა "ლა სკალას” თეატრს და 1914-19 წ.წ. მეთაურობდა საფეხბურთო კლუბს "ინტერი მილანს”. დედა მდიდარი მეწარმის ქალიშვილი იყო. ახალგაზრდობაში ლუკინო გატაცებული იყო ოპერით და ცხენოსნობით.
1930 წლის ბოლოსთვის ჩავიდა პარიზში, სადაც რეჟისორ ჟან რენუარის ასისტენტი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ვისკონტი დაუახლოვდა იტალიელ კომუნსტებს და ეხმარებოდა მათ მოწინაღმდეგეებს, რის გამოც ანტიკომუნისტური შეთქმულების გამო დააკავეს. "ამბობენ, რომ ვისკონტი გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ფაშისტების მხრიდან ციხეში, სადაც 15 დღის განმავლობაში იმყოფებოდა დახვრეტის მოლოდინში” – წერს ანდრეი პლახოვი, ვისკონტის შემოქმედებაზე დისერტაციის დამწერი.

1943 წელს საკუთარი ფინანსებით და იტალიის კომპარტიის დახმარებით გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი "ცდუნება”, ჯეიმს კეინის რომანის "ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს” მიხედვით. რეჟისორის თქმით, ფილმის გადაღებისთვის გაყიდა საკუთრი ძვირფასეულობა, რომელიც დედისგან ერგო. კო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1034 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს რომელიც გიყეფს, ქვა ესროლო, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ.



გოეთე


კეთილსინდისიერი ადამიანისთვის რისამე გარდაქმნის პროცესი რამდენიმე ეტაპად იყოფა:


პირველი - შეფასება, სადაც ძირითადად მჟღავნდება არსებულის სუსტი და ძლიერი მხარეები.

მეორე - სისუსტის აღმოფხვრის გზათა შერჩევა, ინდუქციურ-დედუქციური მეთოდებით.

მესამე - შეცვლა, შემოქმედების გზით.


სანამ ლიბერალურ საზოგადოებას შევეხებოდე ქართულ რეალობასთან კავშირში, ცოტა მეტ სიცხადეს შევიტან ზ.ა ქრონიკაში. როცა არსებობს რეალობა და ეს რეალობა არ შეესაბამება ექსპერიმენტული, ლოგიკური თუ რაციონალური გზით ჩამოყალიბებულ ხედვას, ჩნდება შეცვლისა და გარდაქმნის აუცილებლობა და ეს აუცილებლობა იმდენად არის დასაჩქარებელი, რამდენადაც დაბინძურებულია სოციოატმოსფერო.როგორ შეიძლება დავინახოთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, თავისუფალ ღირებულებათა თვალსაზრისით? ერთის მხრივ არსებობს სახელმწიფო, რომელმაც თითქოს გააკეთა დემოკრატიული არჩევანი და კურსი აიღო დასავლური ცივილიზაციისკენ. მეორეს მხრივ კი არსებობს საზოგადოება, რომელმაც ვერ გაიგო რას ნიშნავს ეს არჩევანი.

მთავრობამ დაიწყო სისტემის რეფორმირება, რის შედეგადაც საზოგადოების გარკვეული ფენა აღმოჩნდა უკმაყოფილო, მთავრობა წავიდა უპრინციპო დათმობაზე და მტკივნეული ადგილების ანესთეზირების გზით, რეფორმირება შეარბილა, რამაც დააზარალა დემოკრატიული განვით ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1191 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ნახევარი საუკუნის წინათ, სრულებითაც არ მაკვირვებდა ის გარემოება, რომ პოლონეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ გაუნათლებელი და აბსოლუტურად უზრდელი ადამიანები. არ მაკვირვებდა მხოლოდ იმიტომ, რომ გამოუცდელი ახალგაზრდა ვიყავი, პოლონეთში კი მაშინ ყველაფერი ნულიდან იწყებოდა.

ადამიანები, რომელთაც ლურსმნის მიჭედება შეეძლოთ, დიდად ფასობდნენ და საერთო აღიარებითა და პატივისცემით სარგებლობდნენ. მაგრამ, როგორც მახსოვს, პროფესორები და ექიმები, ადვოკატები და ინჟინრები უფრო მეტი პატივისცემით სარგებლობდნენ.

თუმცა, არც ერთ მათგანს არ ეპყრა მართვის სადავეები. იმდროინდელი პოლონეთში დიდი ემოციები დუღდა, პოლიტიკური ილუზიები გადახლართული იყო წყვილი ფეხსაცმელის, ერთ ჯამ საჭმელსა და თავშესაფრის შესახებ ოცნებებში. ფართო მასები მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ, ადამიანები ნანგრევებში ცხოვრობნენ და ღამეს ათევდნენ იმ მიტოვებულ სახლებში, რომელთა მკვიდრნი ან დაიხოცნენ ან გააძევეს.

ექიმები შეუსვენებლივ მუშაობდნენ, რადგან იმ დროს ადამიანები ტუბერკულოზით, სისხლის მოწამვლით, შიმშილით, წყურვილით, გამოფიტვისაგან ან უბრალოდ სასოწარკვეთილებისაგან იხოცებოდნენ. მასწავლებლები სანთლებზე და ნავთის ლამპის შუქზე ასწავლიდნენ წერა-კითხვას არა მარტო ბავშვებს, არამედ ასაკოვნებსაც.

პოლონეთი იყო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 967 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ ფრანც ბეკენბაუერმა ინგლისის ნაკრები გააკრიტიკა და ამ გუნდის რეგრესის მიზეზებიც ახსნა. "კაიზერ-ფრანცი" აცხადებს, რომ იმას, რაც ფაბიო კაპელოს კრებულმა აშშ-ს ნაკრებთან მატჩში (1:1) აჩვენა, ფეხბურთთან საერთო ნაკლებად აქვს.
"რაც ვნახე, ვერ ვიტყვი, რომ ეს რამენაირად ახლოს იყო ფეხბურთთან, - ამბობს ბეკენბაუერი, - მე ვფიქრობ, ინგლისელთა მხრიდან ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. არ ვარ დარწმუნებული, რომ კაპელო რამეს მოახერხებს. ინგლისელთა პრობლემა ისაა, რომ პრემიერლიგაში მეტისმეტად ბევრი უცხოელია და ეროვნული გუნდისთვის ფეხბურთელების შერჩევა მწვრთნელს ძალიან უჭირს".

Category: ახალი ამბები | Views: 994 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ანა თბილი, ღიმილიანი და თვალებციმციმა გოგონაა. ეს ის ანა გახლავთ, პროექტ "ნიჭიერის" პირველივე გამოსვლაზე ყველას რომ დაამახსოვრა თავი - ჯერ ცრემლებით (უფროსი ძმის ავადმყოფობის გამო), მერე კი სელინ დიონის სიმღერის ძალიან კარგი შესრულებით...

ანა ხანჩალიანი თავიდან ყველას, სვანი ეგონა... ვინც კი "ნიჭიერს" თვალყურს ადევნებდა, ინტერნეტსაიტებზე ერთმანეთს ეკითხებოდა: გამაგებინეთ, ეს საოცარი ბავშვი სადაურიაო? ზოგი თავგამოდებით ირწმუნებოდა კიდეც - მისი წინაპრები ლენტეხიდან არიანო...

არადა, ანას მშობლებიც და ბებია-ბაბუაც - თბილისელი სომხები გახლავან, კარგა ხნის განმავლობაში ავლაბარში, სომხური თეატრის მახლობლად ცხოვრობდნენ. მერე იქ ძველი შენობები დაინგრა და ხანჩალიანები გლდანში გადავიდნენ. 

დღეს ანა, ძმებთან, მშობლებთან, ბიძა-ბიცოლასთან და ბაბუასთან ერთად, 4-ოთახიან ბინაში ცხოვრობს. ბევრნი არიან, მშობლები არ მუშაობენ, უჭირთ, მაგრამ ყოველდღიურ პრობლემებს ერთად უმკლავდებიან. თავად ანა კი მის გვართან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე ძალიან ხალისობს და ამას მიყვება:


- ჩემი ერთ-ერთი ახალშეძენილი მეგობრის დედა, მას შემდეგ, რაც "ნიჭიერში" გამოვჩნდი, კარგა ხანს ამტკიცებდა, ანი სვანიაო. თვითონაც სვანია და გულით უნდოდა, მეც "მისიანი" ვყოფილიყავი. ყველას, ვინც კი ეუბნებოდა, ხანჩალიანები სომხები არიანო, ეჩხუბებოდა, - თქვენ რას მასწავლითო?!

ბოლოს, ჩვენთან მ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1756 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ლოს-ანჯელესის სასამართლომ მაიკლ ჯეკსონის პირად ექიმს, კარდიოლოგ კონრად მიურეის საექიმო ლიცენცია არ ჩამოართვა.

მოსამართლე მაიკლ პასტორმა კალიფორნიის შტატის გენერალური პროკურორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პროკურორი სასამართლო პროცესის დაწყებამდე მიურეისთვის სამედიცინო ლიცენზიის დროებით შეჩერებას მოითხოვდა. კარდიოლოგს პოპ-ვარსკვლავის არაგანზრახ მკვლელობაში ადანაშაულებდნენ.

მოსამართლის აზრით, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება მის კომპეტენციაში არ შედის, რადგან ეს საკითხი უკვე განიხილა წინა ინსტანციის მოსამართლემ და შესაბამისი განაჩენიც გამოიტანა. "ჩემი კოლეგის მიერ გამოტანილი განაჩენის გადახედვა ჩემი უფლებამოსილების სფეროს სცილდება", - განაცხადა მოსამართლე პასტორმა.

ლოს-ანჯელესის პროკურატურამ 2010 წლის 8 აპრილს 57 წლის ექიმ მიურეის ჯეკსონის არაგანზრახ მკვლელობის ბრალდება წაუყენა. პროკურორი აცხადებდა, რომ ექიმმა მომღერალს დასაძინებელი პრეპარატის დიდი დოზა გაუკეთა, რის შედეგადაც 25 ივნისს პოპ-ვარსკვლავი გარდაიცვალა. მიურეი ბრალდებას უარყოფს.

მიურეის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 23 აგვისტოსთვის არის დანიშნული. თუ ექიმს დამნაშავედ სცნობენ, მას ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

Category: ახალი ამბები | Views: 1020 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იტალიის ნაკრებს ნახევარმცველი ჯერანო გატუზო დაემშვიდობება. ამის მიზეზი, როგორც 33 წლის ჯენარო ამბობს, მისი ასაკია და დროა ნაკრებში ადგილი სხვა, "ძალღონით აღსავსე" ფეხბურთელებს დაუთმოს.

ფეხბურთელმა აღიარა, რომ უოცნებია მსოფლიო ჩემპიონატზე "სკუადრა აძურას" მწვრთნელის რანგში გამოსვლაზე.

სამხრეთ აფრიკის მუნდიალი გატუზოსთვის მესამე მსოფლიო ჩემპიონატია. 2006 წელს ის თავის გუნდს თასის მოგებაში დაეხმარა და ჩემპიონატის 23 საუკეთესო ფეხბურთელს შორის შევიდა.

Category: ახალი ამბები | Views: 993 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი სენსაცია ინგლისისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთა დაპირისპირებისას მოხდა. მართალია, ბობ ბრედლის გუნდი ნებისმიერი მეტოქისთვის რთულად დასაძლევ ოპონენტად ითვლება, მაგრამ ფაბიო კაპელოს კრებული მუნდიალის ერთ-ერთ ფავორიტადაა მიჩნეული და გულშემატკივართა დიდი უმრავლესობა ნისლიანი ალბიონის უპირველესი გუნდის მოგებას მოელოდა.

მათი მოლოდინი არ გამართლდა – ინგლისელთა მეკარის რობერტ გრინის ტრაგიკულ შეცდომას თავი რომ დავანებოთ, ოკეანისგაღმელებმა პრაქტიკულად არაფერი დაუთმეს ევროპელებს და უმნიშვნელოვანესი ქულაც მოიპოვეს. ნამატჩევს, ინგლისელთა აპენინელი დამრიგებელი ფაბიო კაპელო იხტიბარს არ იტეხდა, აქაოდა, დიდი უპირატესობა გავანიავეთ და მომდევნო მატჩებს გაცილებით უკეთ ჩავატარებთო, ჩვენ კი, იტალიელ სპეციალისტთან ინტერვიუს შემოთავაზებამდე შეგახსენებთ, რომ 60 წლის წინათ, 1950 წლის მუნდიალზე ფეხბურთის სამშობლოს წარმომადგენლებმა "იანკებთან” ფიასკო განიცადეს - 0:1.

- დონ ფაბიო, რატომ შეცვალეთ ლედლი კინგი, მისმა თამაშმა არ დაგაკმაყოფილათ?
- არა, კინგმა თეძო დაიზიანა, რის გამოც იძულებული გავხდი სათადარიგოთა სკამზე დამესვა. ვიმედოვნებ, ლედლი მალე გამოჯანმრთელდება და მომდევნოში თუ არა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში იასპარეზებს.

- რას იტყოდით ამერიკასთან მატჩის შედეგზე – იგი მინდორზე განვითარებული მოვლენების ლოგიკური დასასრულია თუ ძალთა თანაფარდობა სხვაგვარ დასასრულს "მოითხოვდა”?
- მეტოქესთან შედარებით, ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 953 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში პოლიციასა და სტადიონის მომსახურე პერსონალს შორის შეტაკება მოხდა, რადაც 13 ივნისს გერმანია-ავსტრალიის მატჩი ჩატარდა.

სტადიონ Moses Mabhida-ს რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა გვიან ღამით, მატჩის დასრულების შემდეგ თავი მოედნის სიახლოვეს მოიყარა და შრომის მძიმე პირობები და დაბალი ხელფასები გააპროტესტა. მომიტინგენი განსაკუთრებით წუხდნენ იმის გამო, რომ მუნდიალის მსვლელობისას დანაპირები დღიური 195 დოლარის ნაცვლად მათ 25 დოლარს უხდიან.

მომსახურე პერსონალის აღშფოთება სტადიონის ხელმძღვანელობის გულგრილობამ გამოიწვია - მატჩის გვიან ღამით დასრულების შემდეგ მოსამსახურეთა შინ წაყვანაზე არავის უზრუნია.

მომიტინგეთა დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ფიზიკური ძალა გამოიყენა, თუმცა დაშავებულთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

Category: სტატიები | Views: 1004 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატის მომსახურე ავტობუსების მძღოლებმა ორშაბათს გაფიცვა მოაწყვეს, რის გამოც ათასამდე ფეხბურთის გულშემატკივარმა ჰოლანდია-დანიის მატჩის შემდეგ სტადიონიდან გამოსვლა ვერ შეძლო.

ავტობუსების იმ კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლის მძღოლებიც გაიფიცნენ, პირობა დადეს, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ მოხდება, ხოლო გულშემატკივრებს ქალაქის ცენტრამდე მატარებლით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება უფასოდ შესთავაზეს.

მძღოლების მიტინგი მოგვიანებით სამართალდამცველებმა დაშალეს.

Category: ახალი ამბები | Views: 976 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

გულშემატკივართა და სპეციალისტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, "შავი კონტინენტის” რომელიმე წარმომადგენელი ნახევარფინალამდეც კი გააღწევს.

რამდენად ახდება ეს პროგნოზი, ძნელი სათქმელია, დღეს კი, მუნდიალზე აფრიკელთა უძლიერესი, კოტ დ’ივუარის ნაკრები (შემადგენლობის მხრივ, ალბათ, ასეა) ჩაებმება. პორტ ელიზაბეტში პორტუგალიელთა წინააღმდეგ ჩასატარებელ მატჩამდე, ფიფა-ს ოფიციალურმა საიტმა ინტერვიუ დ’ივუარელთა ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და ავტორიტეტულ ფეხბურთელს, კოლო ტურეს ჩამოართვა, მოთამაშისა და ჟურნალისტის დიალოგს კი, ჩვენი გაზეთის მკითხველსაც ვთავაზობთ.

- კოლო, როდესაც შვედი სპეციალისტი სვენ გორან ერიქსონი კოტ დ’ივუარის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, კმაყოფილება საჯაროდ გამოხატეთ. მაინც, რამ გამოიწვია თქვენი ამგვარი რეაქცია?
- ერიქსონი დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტია, რომელსაც საკლუბო დონეზე არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია. თანაც, გავიხსენოთ როგორ გუნდებს ედგა სკანდინავი სათავეში – "ლაციოსა” და "მანჩესტერ სიტის” დამრიგებლობას, სუსტ მწვრთნელს არავინ მიანდობს. ერიქსონს არც სანაკრებო კარიერა დაეწუნება. ინგლისისა და მექსიკის ეროვნული გუნდების სათავეში მუშაობისას, მან სათანადო უნარ-ჩვევა შეიძინა.

ამასთან, შვედი ძალიან კარგი ადამიანია. ერთი სიტყვით, სრული საფუძველი მაქვს, კმაყოფილი ვიყო, ჩვენს ნაკრებს ერიქსონი რომ ჩაუდგა სათავეში. მას სხვა წინადადებებიც ჰქონდა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1033 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010



სიმონ პოულსენს (მარჯვნივ) გათამაშების პირველი ავტოგოლი გააქვს

ჰოლანდია-დანია 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ს. პოულსენი (46, ს.კ.), 2:0 კუიტი (85)

მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე, ევროპულ გუნდებს შორის გამართულ პირველ დაპირისპირებაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ჰოლანდიის ნაკრებმა იმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ ბერტ ვან მარვიიკის შეგირდებმა თამაშის ხარისხით გულშემატკივრები ვერ გაახარეს, ანგარიშის მიხედვით, მათ დანიელებს მაინც დამაჯერებლად სძლიეს. სორენსენის კარში პირველი გოლი მისივე თანაგუნდელმა, სიმონ პოულსენმა გაიტანა მე-2 ტაიმის დასაწყისში. მატჩის მიწურულს, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმაც მოახერხა გოლის გატანა - შეხვედრას წერტილი დირკ კუიტმა დაუსვა.

Category: ახალი ამბები | Views: 1058 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები სამხრეთაფრიკულ მუნდიალს ამოუცნობ ჩრდილოეთ კორეის გუნდთან შეხვედრით იწყებს. G ჯგუფის პირველი ტურის მატჩი იოჰანესბურგის "ელის პარკ სთედიუმზე” დღეს 22:30 საათიდან დაიწყება, მთავარი მსაჯი კი უნგრელი ვიკტორ კასაი იქნება. "პენტაკამპეონები” მუნდიალის სასტარტო მატჩს კარჩაკეტილი დღეების შემდეგ ხვდებიან. სამხრეთამერიკელთა მთავარმა მწვრთნელმა დუნგამ ვარჯიშებზე ჟურნალისტების დაშვება მას შემდეგ აკრძალა, რაც მათ სააშკარაოზე დანიელ ალვეშსა და ჟულიო ბაპტისტას შორის მომხდარი ინციდენტი გამოიტანეს.

Category: ახალი ამბები | Views: 950 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010


მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა იტალიამ მორიგი მუნდიალიც სიურპრიზების გარეშე დაიწყო. მარჩელო ლიპის მიერ დარიგებულმა "სკუადრა აძურამ” ტურნირის სასტარტო შეხვედრაში ჩვეული არცთუ სანახაობრივი თამაში აჩვენა და პარაგვაელებთან ქულაც კი გადასარჩენი გაუხდა.


წვიმიან კეიპ თაუნში გამართული თამაში საგოლე მომენტებით "დახუნძლული” არ ყოფილა. საწყის წუთებში იტალიელთა ტერიტორიულ უპირატესობას რეალური შანსი არ მოჰყოლია, სამხრეთამერიკელებმა კი საწადელს სრულიად უწყინარ სიტუაციაში მიაღწიეს.


39-ე წუთზე აურელიანო ტორესის ჯარიმიდან ჩაწოდებულ ბურთზე ორთაბრძოლა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა ანტოლინ ალკარასმა აპენინელთა კაპიტან ფაბიო კანავაროს აჯობა და თავურით ჯანლუიჯი ბუფონი მოძრაობაზე დაიჭირა.


შეხვედრის მე-2 ტაიმის სტარტზე მთავარ მოქმედ პირად ისევ იტალიელთა სახელოვანი გოლკიპერი იქცა, რომელიც მინდორზე აღარ გამოვიდა და ადგილი "კალიარის” გოლკიპერ ფედერიკო მარკეტის დაუთმო.


როგორც შეხვედრის შემდეგ მარჩელო ლიპიმ განაცხადა, ბუფონი ზურგის ტკივილმა შეაწუხა და მისი ტრავმის სერიოზულობა მხოლოდ სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაირკვევა.
მეორე ნახევარში იტალიელთა დამრიგებელმა საქმეში მაურო ხერმან კამორანეზიც ჩართო, შემდეგ კი ალბერტო ჯილარდინო ანტონიო დი ნატალეთი ჩაანაც ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1014 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

წუხელ, რუსთავშ,ი წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. მოპარულია შემოწირულობები, სხვადსხვა სახის ძვირფასეულობა, გახსნილია გასაყიდი ნივთების ყუთი.

მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამაცავები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მძარცველები ტაძარში უკანა მხრიდან, სადიაკვნოდან შევიდნენ.

]წინასწარი ინფორმაციით, ქურდობა, გვიან ღამით მოხდა. დარაჯის განცხადებით, ტაძარი 20.00 საათზე იკეტება, ძარცვის ფაქტი კი, გამთენიისას 05.00 საათზე აღმოაჩინეს.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

Category: ახალი ამბები | Views: 1010 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფარნგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ევროკავშირისთვის ერთიანი ეკონომიკური მთავრობის შექმნის აუცილეობლობაზე შეთანხმდნენ.

"ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფომ თავი ერთიანი ეკონომიკური მთავრობის წევრად უნდა მიიჩნიოს", _ განაცხადა მერკელმა

მერკელი და სარკოზი იმ ქვეყნებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის წინადადებით გამოვიდნენ, რომლებიც ევროპის ფინანსური სტაბილურობის პაქტს დაარღვევნ. "მხოლოდ ასე შევძლებთ ევროპაში პროგრესის მიღწევას", _ აღნიშნა მერკელმა. ნიკოლა სარკოზიმ კი ხაზი გაუსვა პრევენციული მოქმედებების აუცილებლობას.

აღნიშნული ინიციატივით მერკელი და სარკოზი ევროკავშირის სამიტზე გამოვლენ.

ევროპაში წარმოქმნილმა სავალო კრიზისმა ევროკავშირი ერთიანი ფისკალური ცენტრის გარეშე დატოვა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროზონაში თავისი მასშტაბებით უპრეცენდენტო სტაბილიზაციის ფონდი ეფექტური იქნება, რადგან სახელმწიფო ხარჯების კონტროლის ერთიანი სისტემა ჯერ კიდევ არ შექმნილა.

Category: ახალი ამბები | Views: 965 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ქრისტიან-დემოკრატები სოციალურად დაუცველი პირების სწავლის დაფინანსების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ და მიიჩნევენ, რომ კანონში სათანადო ცვლილება დაუყონებლივ არის გასატარებელი. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, უმაღლესი განათლების სისტემაში სავალალო მდოგმარეობაა შექმნილი და მხოლოდ ამ გაზაფხულზე სტუდენტების სიიდან საკუთარი განცახდების საფუძველზე 300-მდე ახალგარზდა ამოირიცხა.

"ეს ის კატეგორიაა, რომლებმაც სწავლის გაგრძელება უსახსრობის გამო ვერ შეძლეს. ეს სტუდენტები სოციალურად გაჭირვებული ოჯახის შვილები არიან და 2150 ლარის სწავლის საფასურის გადახდას ვერ ახერხებენ", - აცხადებს ვეფხვაძე და დასძენს, რომ "კარგია, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ აღომფხვრა კორუფცია მისაღებ გამოცდებზე, მაგრამ ისეთი გადასახადები დაწესდა, რომლის გადახდა ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეუძლია".

ქრისტიან-დემოკრატები განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანას ითხოვენ. მათი თქმით, უნდა გაუქმდეს ის ბარიერი, რომლის თანახმად, სოციალური გრანტების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სასწავლო გრანტების 10 პროცენტს. როგორც ვეფხვაძე აღნიშნავს, ეს საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, დააფინანსოს სოციალურად დაუცველი პირების სწავლის საფასური.

აღნიშული ცვლილების გატარება კი ქრისტიან-დემოკრატების მოთხოვნით დაუყონებლივ უნდა მოხდეს, რათა მთავრობას საშუალება ჰქონდეს ბიუჯეტში ცვლილების შეტანისას აღნიშნული საკითხიც იქნას გათვალისწინებული.

"ამ ბარიერის გაუქმე ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 970 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ამ წუთებში ყირგიზეთის ქალაქ ოშიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების მათ, შორის საქართველოს 8 მოქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ყაზახეთსა და ყირგიზეთში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ განუცხადა.

"სიტუაცია ისევ დაძაბულია, ლტოლვილები უზბეკეთის საზღვრებს ისევ აწყდებიან. დაძაბულობის კუთხით დღეისთვის მდგომარეობა ქალაქ ოშში შედარებით ნორმალურია, თუმცა ჯალალ-აბადში გუშინ სიტუაცია ძალიან დაიძაბა. ამასთან, ოშში ყაზახეთის დროებითმა მთავრობამ დამატებით სამხედრო და ძალოვანი სტრუქტურების ნაწილები შეყვანილია, რის შემდეგაც უცხოელი მოქალაქეების ევაკუაცია შესაძლებელი გახდა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პაატა კალანდაძემ.

მისივე თქმით, ამ წუთებში უცხოელი მოქალაქეების მეორე ჯგუფის ევაკუაცია კი მიმდინარეობს, მათ შორის არიან საქართველოს 8 მოქალაქე, რომლებსაც აეროპორტში გადაიყვანენ და იქიდან ბიშკეკში გადააფრენენ.

"გუშინ საქართველოს საელჩომ ყირგიზეთის საგრეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელი გახდა ოშიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხების მოგვრება. ამ წუთებში ისინი უკვე სპეციალური ავტობუსით აეროპორტში გადაჰყავთ", - აღნიშნა საქართველოს ელჩმა.

მისივე თქმით, ამ წუთებში ჯალალ-აბადში კვლავ სროლების ისმის, თუმცა ინტენსიური ინტენსიური ხასიათი არ არის.

Category: ახალი ამბები | Views: 994 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

საკვები, რომლითაც საქართვერლოს მოსახლეობა იკვებება, ბაზარზე ვეტერინარულ კონტროლის გარეშე იყიდება, საერთაშორისო ნორმებს არ აკმაყოფილებს და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

ძვირადღირებულ სუპერმარკეტებში, ასევე, იაფფასიან ბაზრობებზე, პროდუქცია ერთნაირად უხარისხო, მაგრამ სხვადასხვაგვარი შეფუთვითა და სხვადასხვა ფასად საღდება. 

ისევე, როგორც სხვა უამრავ საკვებს, ბაზარზე თევზსაც უხარისხოსა და მომწამვლელს ყიდიან. საქართველოში ცოცხალი თევზის გაყიდვისთვის სავალდებულო ნორმებს არავინ იცავს. ამიტომ:

_ განსხვავებული სახეობის თევზი ერთ აკვარიუმში, წყლის ერთნაირ ტემპერატურს ვერ უძლებს და სხვადასხვა ბაქტერიით ავადდება. შესაბამისად, ის ცოცხალი თევზის შეძენასთან დაკავშირებულ ხიბლს კარგავს.

_ აკვარიუმების უმრავლესობა, რომელშიც სარეალიზაციოდ გამზადებული ცოცხალი თევზი ჰყავთ, ძირითადად, პატარაა, თევზს ჟანგბადი არ ჰყოფნის და ამ შემთხვევაშიც ბაქტერიებით ვირუსდება.

თევზი ძალიან მგრძნობიარეა, წყალში არსებულ ყველა ბაქტერიას (მათ შორის იმ საკვებსაც, რომელსაც ინელებს) იწოვს და ძალიან ადვილად ავადდება.

ამიტომ ცოცხალი თევზის რეალიზაციის დროს იმ პირობების დაცვაა სავალდებულო, რაც წყალში მომწამვლელი ბაქტერიების გავრცელებასა და თევზის დავირუსებას ხელს არ შეუწყობს. 

თევზის ხარისხის მაჩვენებელს იმ მეურნეობაში არსებული პირობები განსაზღვრავენ, რომელშიც ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 936 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებით უამრავ რამეს პროგნოზირებენ. ზოგის აზრით, ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა აქვს და ეს არჩევნებია. სახვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით კი, 30 მაისის არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ ფარსია და ამ მოტივით ნინო ბურჯანაძის პარტიამ; "ლეიბორისტებმა"; "ეროვნულმა ფორუმმა" და სხვა რეიტინგულმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა არჩევნებში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.

30 მაისის არჩევნებში არ მონაწილეობს ირინა სარიშვილი-ჭანტურიაც, რომელიც აქტიურ პოლიტიკაში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აღარ გამოჩენილა. ვინ გახდება თბილისის მერი; ვინ არიან ქვეყნის მოღალატეები და ვიქნებით თუ არა ნატოს წევრები - ამ და სხვა საკითხებზე "ჯი-ეიჩ-ენი" ირინა სარიშვილ-ჭანტურიას ესაუბრა. 


_ ქალბატონო ირინა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აქტიურ პოლიტიკაში აღარ გამოჩენილხართ. რას ნიშნავს ეს - ირინა სარიშვილი, მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკურ ორთაბრძოლებს განერიდა თუ პოლიტიკიდან საერთოდ წავიდა?

_ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ერთი მოტივით მივიღე, მჭირდებოდა ტრიბუნა, რომლითაც კარგად ვისარგებლე და გამოჩნდა, თითქოს აქტიურად დავბრუნდი პოლიტიკაში. რეალურად ასე არ იყო.

ვფიქრობ, ამჟამად პოლიტიკიდან ისინი მიდიან, ვისაც ჰგონიათ, რომ პოლიტიკაში არიან. იმას, რაც ბოლო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 991 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი მეექვსე წელია დაზიანებულია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ვაჩნაძეების საგვარეულო სახლში და საექსპოზიციო დარბაზში სახურავიდან წყალი ჩადის, მორყეულია ხის აივნები და კიბეები, დამპალია იატაკი, დაბზარული და დაობებულია კედლები, არ არის გათბობა, ვენტილაცია, საექსპოზიციო დარბაზში ელექტროენერგია.

ნესტისგან დამძიმებული სუნი მუზეუმში შესვლისთანავე იგრძნობა. მუზეუმის თანამშრომლები ვენტილაციას ორპირი განიავებით ცდილობენ.

სახლ-მუზეუმი 1981 წლის 28 ივნისს ვაჩნაძეთა საგვარეულო სახლში გაიხსნა. მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია მსახიობისა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები: XIX - XX სს.

დასაწყისის ავეჯი, ხალიჩები, ფარდაგები, ჭურჭელი, ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ფოტომასალა, დოკუმენტები, მსახიობის შესახებ გამოცემული წიგნები, კინოფილმების ასლები ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით.

მუზეუმში დაცულია კახეთის მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები. აგრეთვე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები. 

„მუზეუმის შენობა თავისი არქიტექტურით კახეთში მდებარე ამ ტიპის ნაგებობებს შორის უნიკალურია. შენობა კაპიტალურ რემონტს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას საფრთხე ემუქრება. დამთვალიერებელი თუ მოვიდა, უკან დავყვებით, რომ დაზიანებული იატაკიდან და აივნ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1004 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე მოვლუთ ჩავუშოგლუს განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ მომხსნებლად დანიელი პარლამენტარი მაიკლ ჯენსონია წარდგენილი.

მაიკლ ჯენსონი ამ თანამდებობაზე უნგრელ დიპლომატს მათიას იორშს შეცვლის, რომელიც პარლამენტარად არ აირჩიეს და ამასთან დაკავშირებით მან თანამდებობა დატოვა და უფლებამოსილება მოიხსნა.

"ჩვენ გვყავს ახალი მომხსენებელი, მაიკლ ჯენსონი, დანიიდან. ის შესანიშნავი ადამიანია და ვფიქრობ, რომ ის კარგი მომხსენებელი იქნება", _ განაცხადა მოვლუთ ჩავუშოღლუმ.

შეგახსენებთ, რომ მოვლუთ ჩავუშოგლუ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და საქართველოსა და მისი კონფლიქტური რეგიონების საზღვრისპირა ზონებში არსებულ სიტუაციას განიხილავს.

აღსანიშნნავია, რომ აპრილის ბოლოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ვერ შეძლო რეზოლუციის მიღება 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებთან დაკავშირებით. თანამომხსენებლებმა მათიას იორშმა და დევიდ ვილშაიერმა მოამზადეს ორი პროექტი, რომელთა შორის უთანხმოებები გახდა მიზეზი იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი რეზოლუციის მიღება ვერ მოხერხდა.

Category: ახალი ამბები | Views: 1013 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

საქართველოს საკითხი განიხილებოდა დღეს ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზისა და რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე. ამის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ელისეის სასახლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მოახსენა, თუმცა საუბრის დეტალები არ დაუკონკრეტებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრემიერს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ უამბო და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ძირითად აქცენტს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე აკეთებს.

ელისეის სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა სარკოზის საუბარი ინტერესით მოისმინა, თუმცა საკითხი უკომენტაროდ დატოვა.

სარკოზი პუტინის შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსეთის მიერ "მისტრალის" შესყიდვის დეტალები, კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება და ირანისათვის დაწესებული სანქციები.

Category: ახალი ამბები | Views: 1024 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, და ოშსა და სხვა ქალაქებში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებულ მხარეებს მშვიდობის აღდგენისა და საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებისაკენ მოუწოდებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ფილიპ ქროულის შესბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. 

ქროულის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებს. სახელმწიფო დეპარტამენტი უერთდება გაეროს და მოუწოდებს ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებულ მხარეებს დაუყოვნებლივ აღადგინონ მშვიდობა და საზოგადოებრივი წესრიგი დაამყარონ.

ასევე, შეერთებული შტატები ყირგიზეთში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს მჭიდრო კონტაქტი იქონიონ ქვეყანაში არსებულ შტატების დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და ყირგიზეთში მყოფი ამერიკელი დიპლომატების ინსტრუქციის შესაბამისად იმოქმედონ, რაც მათივე უსაფრთოებას განაპირობებს.

შეგახსენებთ, რომ, ყირგიზეთის სამხრეთ ნაწილში დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე _ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ხუთშაბათს ღამით დაიწყო. არეულობების მონაწილეები წვავდნენ ავტომობილებს, ანგრევდნენ შენობებსა და მაღაზიებს, საცხოვრებელ სახლებს.
დროებითმა მთავრობამ ოშშსა და ჯალალ-აბადში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით შეტაკებების შედეგად 82 ადამიანია დაღუპული.



Category: ახალი ამბები | Views: 988 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ევროკავშირის საერთაშორისო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა ღრმა შეშფოთება გამოხატა ოშში მიმდინარე მოვლენების გამო და განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში, ყირგიზეთში თავის სპეციალურ წარმომადეგნელს გაგზავნის.

"მე ვესაუბრე ჩვენს სპეციალურ წარმომადეგნელს, რომელიც რეგიონში დაბრუნდება მას შემდეგ, რაც გადავწყვეტთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, რათა ქვეყანას დავეხმაროთ", _ განაცხადა ეშტონმა.

მანამდე ანალოგიური შესაძლებლობის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა.

ყირგიზეთში ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. გარდაცვლილთა რაოდენობამ 118 ადამიანს მიაღწია.

Category: ახალი ამბები | Views: 960 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

საფრანგეთის საერთაშორისო და სტრატეგიული ურთიერთობების ინსტიტუტის რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების კვლევის განყოფილების დირექტორი არნო დიუბიენი აცხადებს, რომ ვიდრე საქართველოს ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პერსპექტივა მოჩვენებითია. ეს განცხადება დიუბიენმა RFI"-ის რუსულ სამსახურთან ინტერვიუში გააკეთა.

"იყო ომი, საქართველომ წააგო, რუსეთმა მოიგო. შეიცვალა კონტექსტი ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით, ვაშინგტონში შეიცვალა ადმინისტრაცია, ამიტომაც ობიექტურად _ საქართველოს პოზიციები ამჟამად ძალიან მყიფეა. ყოველ შემთხვევაში მანამ ვიდრე ხელისუფლების სათავეში სააკაშვილი იქნება, რუსეთთან დაახლოების პერსპექტივები _ მოჩვენებითია", _ განაცხადა ფრანგმა ექსპერტმა.

შეეხო რა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს საფრანგეთში და მის შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთან, დიუბიენი აცხადებს, რომ ეს ვიზიტი სიმბოლური იყო და პარიზის მხრიდან კეთილი ნების ჟესტს უფრო ჰგავდა.

"ვიზიტი, რა თქმა უნდა, საინტერესო იყო, მით უფრო, რომ იგი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ვიზიტამდე მცირე ხნით ადრე შედგა. ეს, რა თქმა უნდა, რაღაცაზე მეტყველებს. ეს გარკვეული სიგნალია პარიზის მხრიდან იმისა, რომ "მიუხედავად მოსკოვთან თანამშრომლობისა, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენ საქართველო არ გვავიწყდება". ხოლო რაც შეეხება თავად ვიზიტის შინაარსს, იგი, ჩემის აზრით, ძალია ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 979 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

რუსული მედია წერს იმის შესახებ, რომ გავრცელდა ინფორმაცია რუსეთი ყირგიზეთში ეთნიკური კონფლიქტის ჩასახშობად, სამშვიდობო ფორმაში გადაცმულ საჰაერო სადესანტო ძალების წარმომადგენლებს უშვებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.


არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მოძრაობის ინტერნეტგვერდი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ამჟამად იჟევსკის აეროდრომზე რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების წარმომადგენლებს ელიან ყირგიზეთში გადასასროლად, იმისათვის რათა მათ იქ წარმოქმნილი ეთნიკური კონფლიქტის ჩახშობაში მონაწილეობა მიიღონ".


რუსული მედია აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას აცხადებს, რომ ყირგიზეთში საჰაერო სადესანტო ძალების წარმომადგენლების გადასროლის შესახებ ოფიციალური პირებიც საუბრობდნენ, თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ ისინი იქ მყოფი რუსული სამხედრო ნაწილებისა და მათი ოჯახების წევრების დაცვისათვის იქნებოდნენ გამოყენებული.


ამასთან ერთად ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის სხვა და სხვა სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილნი და ყირგიზეთში გადასროლას ელიან.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საჰაერო სადესანტო ძალებს თავისი სისასტიკით განთქმული გენერალი ვლადიმერ შამანოვი ხელმძღვანელობს.

... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1005 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

დღეს, 15 ივნისს, სააგენტო "რია ნოვოსტის" თბილისის ოფისში გაიმართება პრესსკონფერენცია "მატვეი განაპოლსკი: ომიდან ორი წლის შემდეგ..."

ცნობილი რუსი ჟურნალიტი, თეატრის რეჟისორი, საზოგადო მოღვაწე, რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" წამყვანი მატვეი განაპოლსკი პრესკონფერენციის მსვლელობისას ქართველ ჟურნალისტებს საქართველოზე თავის შთაბეჭდილებებს გაუზიარებს. ისაუბრებს ასევე იმ ცვლილებებზე, რომლებიც, მისი აზრით, 2008 წლის აგვისტოდან მოხდა. განაპოლსკი ასევე ისაუბრებს თავის შემოქმედებით გეგმებზე და კითხვებს უპასუხებს.

Category: ახალი ამბები | Views: 1088 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ეთნიკურ ნიდაგზე მიმდინარე კონფლიქტი არა მხოლოდ ყირგიზეთისთვის არამედ მთლიანად რეგიონისთვისაა სახიფათო.

"ვითარება ყირგიზეთში ახლა მართლაც დაუშვებელია და დაიღუპნენ ადამიანები. გრძელდება სისხლისღვრა და მასობრივი დაპირისპირებები ეთნიკურ ნიადაგზე. ეს უკიდურესად საშიშია ამ რეგიონში", - განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლებას მართებს იმოქმედოს მკაცრად, თუმცა კანონის ფარგლებში.

Category: ახალი ამბები | Views: 991 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ვიპროსის ქალაქ პაფოსში მიმდინარე ევროპის სერიის დასკვნითი ეტაპზე მოასპარეზე საქართველოს მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრები ნახევარფინალში გავიდა.

ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფური ტურნირი 4 მატჩიდან 3 მოგებითა და 1 მარცხით დაასრულეს.

ასპარეზობის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრებმა მოსკოვში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპის საგზური გაინაღდა.

ქართულმა შვიდკაცამ ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიის (38:0), მალტის (56:0) და სერბეთის (64:0) ნაკრებებს სძლია და ერთადერთ მარჩი პორტუგალიასთან (26:35) წააგო.

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება.

Category: ახალი ამბები | Views: 1007 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს საშუალოდ 54.8 ათასი მაყურებელი ესწრება. ეს მონაცემები ფიფამ გამოაქვეყნა.

მსოფლიოს ფეხბურთის მესვეურთა ინფორმაციით, დასწრების მონაცემების მიხედვით, სამხრეთ აფრიკა მხოლოდ 1994 წლის აშშ-ში გამართულ საფეხბურთო ჩემპიონატს ჩამოუვარდება.

"აშშ-ში საშულო დასწრება მატჩებზე 69 ათასს შეადგენდა", - განმარტა ფიფას წარმომადგენლმა ნიკოლა მენგომ.

მისივე განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც გულშემატკივრები სატრანსპორტო პრბლემების გამო ვერ ახრეხებენ მატჩებზე დასწრებას, რაც განსაკუთრებით გულდასაწყვეტია იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებმაც ბილეთები წინასწარ შეიძინეს.

სწორედ აღნიშნული სახელდება ტრიბუნებზე ცარიელი ადგილების მიზეზად.

Category: ახალი ამბები | Views: 1016 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თბილისში მოქმედი ორგანიზებული-რეკეტული დაჯგუფების წევრები გრიშა კომახიძე და ლევან ღვინიაშვილი დააკავეს, რომლებმაც გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, 2010 წლის 13 იანვარს, საქართველოში კოკაინის ტრაფიკის (საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვის) ხელმძღვანელი ნუგზარ ბოჭორიშვილი და მისი დაჯგუფების აქტიური წევრი გიორგი ჩეჩელაშვილი გაიტაცეს.

შსს-ს ინფორმაციით, გრიშა კომახიძემ და ლევან ღვინიაშვილიმა იცოდნენ რომ ნუგზარ ბოჭორიშვილი ნარკოტიკული საშუალების სატრანზიტო ოპერაციებით დაკავებული იყო, აღნიშნულ საქმიანობაში მფარველობის სანაცვლოდ მათ 250 000 ევროს გადახდა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. მათვე ნუგზარ ბოჭორიშვილის დაშინების მიზნით გადაწვეს კოჯორში არსებული მისი სახლი.

ბოჭორიშვილმა მათ 10000 დოლარი გადაუხადა, ხოლო თავად ესპანეთში გაემგზავრა, თითქოსდა დარჩენილი თანხის ჩამოსატანად.

ესპანეთში იგი ნარკოტრაფიკის ძირითად ორგანიზატორს და მის რეალურ მფარველს, ე.წ. კანონიერ ქურდს შაქრო კალაშოვს შეხვდა, რომელმაც ელგუჯა გურჩიანის მეშვეობით გრიშა კომახიძეს და ლევან ღვინიაშვილს შეუთვალა, რომ კოკაინის ტრანზიტი მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ხორციელდებოდა, აღნიშნულის შედეგადაც ეს უკანასკნელები იძულებულები გახდნენ ჩამოშორებულიყვნენ ნუგზარ ბოჭორიშვილს.

გრიშა კომახიძე და ლევან ღვინიაშვილი, ეჭვმიტანილები ა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1062 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ტრადიციისამებრ, ყოველი სასწავლო წლის დასასრულს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აწყობს სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ამირანი".
წლევანდელი ფესტივალი ტარდება ეროვნული კინოცენტრის და ღია საზოგადოების ინსტიტურის, ხელოვნებისა და კულტურის პროგრამის დაფინანსებით. ასევე, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.
სელექციის შედეგად ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა 57 ფილმი, მსოფლიოს 14 ქვეყნიდან: სამხრეთ აფრიკა, ბულგარეთი, ჩინეთი, კუბა, ესპანეთი, გერმანია, უნგრეთი, ხაზახეთი, ლიბანი, ლიტვა, პოლონეთი, პორტუგალია, უკრაინა და საქართველო.

ფესტივალის ჟიურის წევრები არიან:
• სტანისლავ სემერჯიევი - სოფიის დრამის და კინოს უნივერსიტეტის რექტორი (ბულგარეთი). რომელიც მსოფლიო კინო სკოლების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი გახლავთ და მისი პრეზენტაციით დაიწყება ფესტივალის პირველი სამუშაო დღე.
• რეჟისორი მიხეილ კობახიძე, რომელიც უკვე დიდი ხანია საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, 19 ივნისს ჩაატარებს 5 საათიან მასტერკლასს კინოწარმოებაზე.
• ოზგურ სეიბანი - სტამბულის მარმარას უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის წარმომადგენელი 20 ივნისს გამართავს საფესტივალო შეხვედრას.
• საქართველოს კი „ამირანის" ჟიურიში წარმოადგენს კინომცოდნე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ირინა დემეტრაძე.

ფესტივალის ჰყავს საპატიო სტუმარი ისრაელიდან, იერუსალიმის კინოსკოლის პროფესორი - რენენ შარრი, რო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 973 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ბრიტანეთის მუზეუმის თანამშრომლებმა მიქელანჯელოს უცნობი ესკიზები აღმოაჩინეს, რომელიც ქანდაკებისთვის "მადონა ყრმით" იყო განკუთვნილი. ესკიზები მოგვიანებით შექმნილი ნახატის ქვეშ აღმოჩნდა.

ესკიზის შესწავლისას მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ მადონას მოდელად გამოყენებული იყო მამაკაცი. მეცნიერების თქმით, ეს აღმოჩენა მათთვის სიურპრიზსს არ წარმოადგენდა, რადგან მიქლენაჯელოს მოღვაწეობის დროს მოდელებად ქალები ნაკლებად გამოიყენებოდნენ.

ახალი ტექნოლოგიების დახმარებით, მკვლევარებმა სხვადასხვა ავტორის 8 უცნობი ესკიზი აღმოაჩინეს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მე-16 საუკუნის დასაწყისში ქაღალდი საკმაოდ ძვირი ღირდა, ამიტომ მხატვრები ერთსა და იმავე ტილოს რამდენჯერმე იყენებდნენ. ახალი ესკიზის შესაქმენლად ტილოზე აღბეჭდილ ნამუშევარს გამხმარი პურით ასუფთავებდნენ.

Category: ახალი ამბები | Views: 1023 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

პაბლო პიკასომ ყველაზე ძვირადღირებული მხატვრის ტიტული გაამართლა. მისმა ნახატმა "გაშიშვლებული ბიუსტისა და მწვანე ფოთლების ფონზე" ნიუ-იორკის "სოთბის" აუქციონზე გაყიდვების რეკორდი დაამყარა.

ფერწერული ტილო, რომელიც მხატვარამა 1932 წელს შექმნა, ფერწერის უცნობმა დამფასებელმა 106,5 მლნ დოლარად შეიძინა. მანამდე ყველზე ძვირადღირებულ ლოტად ალბერტო ჯაკომეტის ბრინჯაოს სკულპტურა "მოსიარულე ადამიანი" მიიჩნეოდა. სკულპტურა მიმდინარე წლის თებერვალში "სოთბის" აუქციონზე 104,3 მლნ დოლარად გაიყიდა. 

პიკასოს ნახატი უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში გასაყიდად არ გამოუტანიათ. ფერწერული ტილო შესრულებულია დახვეწილ ლურჯ, ვარდისფერ და მწვანე ტონებში. სპეციალისტები მას მხატვრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამუშევრად მიიჩნევენ. ტილოზე გამოსახულია მხატვრის საყვარელი ქალი მარი-ტერეზ ვალტერი.

ნახატი აუქციონის სახლს გასულ წელს გარდაცვლილი ლოს-ანჟელესელი მდიდარი ქალის სინდი ბროუდისგან ერგო. ბროუდის ოჯახმა სურათი 1950 წელს პიკასოს ოფიციალური დილერისგან შეიძინა.

Category: ახალი ამბები | Views: 1028 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ჰოლივუდის მსახიობი ბრედ პიტი თეთრ სახლში პოლიტიკური კარიერის დაწყებას აპირებს. უახლოეს ხანებში პიტი სენატორად კენჭისყრას გეგმავს, შორეულ პერსპექტივაში კი საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.

მსახიობის განცახდებით, მან ჰოლივუდში კარიერას უკვე მიაღწია და კინოს მიმართ ინტერესი დაკარგა.

ბრედ პიტი თავდაპირველად სენატში მოხვედრას შეეცდება. თუ მისი კარიერა წარმატებით გაგრძელდება, 2016 წელს პიტს აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტის ბარაკ ობამას პოსტის დაკავების იმედი აქვს. გამორიცხული არ არის, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში მსახიობი აშშ-ში მარიხუანას ლეგალიზაციის იდეას გამოიყენებს, რაც მისი აზრით, ხაზინას უზარმაზარ თანხას მოუტანს. პიტთან დაახლოებული წყაროს ცნობით, მსახიობის მეუღლე ანჟელინა ჯოლი პირველი ლედის როლზე უარს არ იტყოდა. წყაროს თქმით, ანჯელინა დიდი ხანია გადაღებებით დაიღალა და პოლიტიკაში დამკვიდრების დიდი სურვილი აქვს.

Category: ახალი ამბები | Views: 946 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის შეფასებით, საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში უზარმაზარი წვლილი შეაქვს.

ამის შესახებ რასმუსენმა ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

"ნატოს "ღია კარის" პოლიტიკა საქართველოსთვის და სხვა დემოკრატიული ქვეყნებისთვის შეიძლება სერიოზული სიგნალი გახდეს. ალიანსის კარი ღიაა ყველა ევროპული, დემოკრატიული ქვეყნისთვის, რომელიც ნატოს კრიტერიუმებს აკმაყოფილებს", - აღნიშნა რასმუსენმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების მინისტერიალი იხსნება, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი გახსნის. მინისტერიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაიაც ესწრება.

ნატოს შტაბბინაში შეკრებილი ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ავღანეთში მიმდინარე ოპერაცია (ISAF), ალიანსისათვის საჭირო ფინანსური რესურსები, ნატო-ს რეფორმა და სარაკეტო თავდაცვა.

ხვალ, 11 ივნისს კი მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ ბაჩო ახალაია ISAF-ში მონაწილე ნატო-ს არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დაესწრება.

Category: ახალი ამბები | Views: 1021 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველა პოლიტიკურ პარტიას მადლობას უხდის.

"დიდი მადლობა ყველა პოლიტიკურ პარტიას. ცალკეული გამონაკლისების გარდა თითქმის ყველამ გამოავლინა საოცარი მოწიფულობა იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო. კიდევ შორს ვართ იმისგან, რაც უნდა იყოს, მაგრამ წინ გადაიდგა ნაბიჯი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების მხრიდან იყო ბევრად უფრო კონკრეტული და საგნობრივი საუბარი და შედარებით ნაკლები ლანძღვა, მათ შორის პრეზიდენტისაც.

"მე ლამის მიტოვებულად ვიგრძენი თავი", - ხუმრობით აღნიშნა პრეზიდენტმა უგულავას საარჩევნო შტაბში.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური სისტემის მეტ მოწიფულობასა და ამომრჩევლების მეტ პატივისცემაზე მეტყველებს.

პრეზიდენტის განცხადებით, აქამდეც თბილისში მერი არჩეული იყო, რადგან იგი საკრებულომ აირჩია თავის დროზე.

"იმედი გვაქვს, დათვლის შემდეგ გვექნება პრივილეგია, პირველად წარვადგინოთ და საქართველოს დედაქალაქს ჰყავდეს პირველად ისტორიაში პირდაპირი წესით არჩეული მერი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან "ბრწყინვალედ" შეაფასა უგულავას მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანია.

"ჩვენი ძალა ერთობაშია. ჩვენ მოვახერხეთ ერთად დგომით მთავარი ამოცანის პიროვნულზე მაღლა დაყენება, დამტკიცება იმისა, რომ არ არის მართალი მტერი, რომ საქართველოს ყოველთვის დააქუცმაცებს, რომ ციხე შიგნიდან ყოველთვის ტყდება. პირიქით, ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რომ ერთობით საქარ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 979 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

"საქართველოს ბანკი" მომხმარებელს ბანკიდან გაუსვლელად ავტომობილის საზღვარგარეთ შეძენას სთავაზობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბანკიდან აცნობეს, მომხმარებელს ეძლევა საშუალება ბანკიდან გაუსვლელად, ერთდროულად ვებ-გვერდზე შეარჩიოს საზღვარგარეთ ავტომობილი, შეუკვეთოს და შეიძინოს.

"საქართველოს ბანკის" კოსტავას #70-ში განთავსებულ სერვის-ცენტრში, მომხმარებელს დახვდება ავტოდილერი კომპანიის "STRADA"-ს წარმომადგენელი, რომელიც დაინტერესებულ პირებს საზღვარგარეთ ავტომობილის მოძიებაში დაეხმარება, რომლის შეძენაც ბანკის ავტო-სესხის საშუალებით გახდება შესაძლებელი. სესხი მომხმარებელს ადგილზე დაუმტკიცდება.

მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა ექნება "საქართველოს ბანკის" ავტო-სესხის მოქნილი პირობებით ისარგებლოს და მანქანის ტრანსპორტირებისა და განბაჟებისთვის დაფინანსება მიიღოს.

ავტოდილერი კომპანიის წარმომადგენელთან დაკავშირება შესაძლებელია პირდაპირ, ტელეფონის ნომერზე 444 307, ისევე როგორც "საქართველოს ბანკის" კოსტავას #70_ში არსებულ სერვის-ცენტრში მისვლით.

Category: ახალი ამბები | Views: 1013 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ის ქვეყნები, რომლებიც ეუბნებიან აფხაზეთს, რომ მან საქართველოსთან მშვიდობასა და თანხმობაში უნდა იცხოვრონ აგრძელებენ საქართველოს გამალებულ შეიარაღებას. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოს უარი არ უთქვამს "თავის აგრესიულ გეგმებზე ძალისმიერი მეთოდით დააბრუნოს თავის შემადგენლობაში აფხაზეთისა სამხრეთ ოსეთი". ამის ნათელი დასტური კი, ბაღაფშის თქმით, საქართველოს მიერ ნათქვამი უარია თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაზე.

"აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში უკვე აღარასოდეს იქნება. ჩვენ ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობების დალაგებას მხოლოდ და მხოლოდ თანასწორუფლებიანობის საფუძველზე შევძლებთ. ჩვენს შორის ჩინეთის კედელს ვერ ააშენებ, ამიტომაც უნდა შეგვეძლოს ნორმალური ადამიანური ურთიერთობების დამყარება. შეუძლებელია, რომ ყველა სხვა დანარჩენი ცუდია და მხოლოდ ქართველები არიან კარგები", _ აცხადებს ბაღაფში.

მისივე თქმით, "არ არსებობენ ცუდი ერები, არსებობენ ცუდი პოლიტიკოსები, რომლებსაც თავიანთი სახელმწიფოები კრიტიკულ ნიშნულამდე დაჰყავთ. სწორედ ეს ხდება დღეს საქართველოში".

"თუ ქართველი პოლიტიკოსები ასევე გაგრძელებენ, მაშინ სიტუაცია სულ უფრო და უფრო გაღრმავდება",_ აცხადებს ბაღაფში და დასძენს, რომ მსოფლიო მშვენიერია იმის გამო, რომ აქ მრავალი ერი ცხოვრობს და ყველა აქვს უფლება იყოს თავისუფალი დამოუკიდებელი და ამაყი.

"რაც ჩვენ გვეკუთვნის იმას არასოდეს დავთმობთ. ჩვენ საქართველო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1059 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ოს სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითსა და მოსკოვიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში ფინანსური დახმარებების კონტროლისათვის წარგზავნილ ე.წ. პრემიერს ვადიმ ბროვცევს შორის დაპირისპირებას წერტილი დაუსვა.

პუტინმა ედუარდ კოკოითს მოსთხოვა თავი დაანებოს ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ბროვცევის მოცილების მცდელობებს და ამის ნაცვლად "რესპუბლიკის" აღდგენაზე გააკეთოს კონცენტრაცია. პუტინმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ აღდგენისათვის 1 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო, მშენებლობის ვადები კი უკვე დარღვეულია. ინფორმაციას ამის შესახებ "კომერსანტი" ავრცელებს.

რუსეთის მთავრობის სასახლეში ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენასთან დაკავშირებით გამართულ თათბირს პირადად პრემიერი პუტინი უძღვებოდა. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრემიერი ვადიმ ბროვცევი და რუსეთის ფედერაციის რეგიონების სამინისტროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულების კურატორი რომან პანოვი.

"კომერსანტის' ინფორმაციით, თათბირზე პუტინმა ყურადღება გაამახვილა ე.წ. სამხრეთ Oოსეთის პარლამენტის რამდენიმე მცდელობაზე გადაეყენებინათ ე.წ. პრემიერი ბროვცევი და მისი მთავრობა.

"საკითხი განიხილებოდა მკაფიოდ, პუტინისეულად", _ წერს "კომერსანტი".

შედეგად, კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბროვცევის ე.წ. მთავრობა მუშაობას გააგრძელებს, ხოლო ადგილობრივი კადრები კი კოკოითის მეთაურობით თავს დაანებებენ მისი კომპრომეტირები ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 998 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, არსებობს საკითხები, რომლებზედაც კონფლიქტში მონაწილე მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ.

"პირველ რიგში, ეს შეეხება მიმოსვლას, ეკონომიკურ საკითხებს. იმ საკითხებს, რომლებიც ორივე მხარის ინტერესებში შედის, მაგალითად, ბუნებრივი აირის სარწყავ წყალზე გაცვლას. ვფიქრობ, ამ საკითხზე ჩვენი მხარე კომპრომისზე უნდა წავიდეს, რადგან ამ შემთხვევაში საკითხს უნდა შევხედოთ, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორია და ჩვენ მივდივარ არა რაიმე პოლიტიკურ დათმობაზე, არამედ ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონს ბუნებრივ აირს ვაწვდით", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიაშიცაა ჩადებული, რაც ხელს შეუწყობს ოკუპირებული რეგინების ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან ინტეგრაციას.

"თუ ამას არ გავაკეთებთ, მოწინააღმდეგე აუცილებლად ალტერნატიული გზების ძიებას დაიწყებს და იმ ამოუვსებელ ხვრელებს შეავსებს, რომლებიც არსებობს. ამიტომ ეს ნიშები არ უნდა დავტოვოთ და მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ.

რაც შეეხება ქართული მხარის მოთხოვნას, რომ ახალგორში ბუნებრივი აირი რუსმა ჯარისკაცებმა არ უნდა გამოიყენონ, ჩვენი პოზიცია შეიძლება დასავლეთისთვისაც გასაგები იყოს, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით შეუძლებელია", - აღნიშნა სესიაშვილმა. 

მისი შეფასებით, ქართულმა მხარემ აღნიშნულ საკითხებზე ბუნებრ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 942 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ექსპერტ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, საფრანგეთი ცდილობს რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლის როლი კვლავ შეასრულოს.

"საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სარკოზი და სააკაშვილი არ შეხვედრიან. ამასთან, რომ საფრანგეთი ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რომელსაც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ნიკა ჩიტაძემ.

ექსპერტის შეფასებით, ის ფაქტი, რომ საფრანგეთი საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მომზადების ინიციატივით გამოდის ძალიან მნიშვნელოვანია.

"სააკაშვილის საფრანგეთში ვიზიტი მით უმეტეს, მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ რამდენიმე დღეში პარიზში რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს ელოდებიან. ასევე მისასალმებელია, რომ საფრანგეთი რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს, მეორე მხრივ, ჩვენ ფრანგული მხარისგან ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით სრული მხარდაჭერა მიიღო", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ჩიტაძემ.

მისივე თქმით, სავარაუდოდ ევროკავშირი და საფრანგეთი რუსეთზე დიპლომატიურ ზეწოლას 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულების მოთხოვნით გააქტიურებს.

Category: ახალი ამბები | Views: 1000 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

გაეროს უშიშროების საბჭო ყირგიზეთში დაპირისპირებულ მხარეებს უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოგვარებისაკენ მოუწოდებს.

გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. ასევე, საბჭოს წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციის საფრთხის გამო.

"გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები მხარს უჭერენ გენერალური მდივნისა და სხვა რეგიონული ორგანიზაციების ძალისხმევას ყირგიზეთში ვითარების სტაბილიზირებისთვის. საბჭოს წევრები გმობენ იქ მომხდარ ძალადობას და მიუთითებენ ჰუმანიტარული დახმარების სასწრაფო მიწოდების აუცილებლობისაკენ. უშიშროების საბჭო დაპირისპირებულ მხარეებს უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოგვარებისაკენ მოუწოდებს.

უშიშროების საბჭო აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ კრიზისის ინტერნაციონალიზაციის საფრთხის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.

Category: ახალი ამბები | Views: 1032 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

"ჩვენ ყველას ძალიან გვინდა რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი რეალურად რამეს წარმოადგენდეს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ გაზეთ "ლე მონდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"მე მეჩვენება, რომ რუსეთი დიდი ცვლილებების ფაზაში იმყოფება და შეიძლება ეს ყველაფერი უკეთესობისკენ ან უარესობისკენ შემობრუნდეს.

ჩვენ ყველას გავინდა, რომ დიმიტრი მედვედევი რეალურად რამეს წამოადგენდეს. განსაკუთრებით ეს მე მინდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემზე ბევრ ცუდს ლაპარაკობს", - განაცხადა სააკაშვილმა. 

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთში უკვე ერთგვარი ტრადიცია ჩამოყალიბდა, როცა უმაღლეს ხელისუფლებაში არიან, თუმცა რეალური ძალაუფლება არ გაჩნიათ.

"რუსეთისთვის გასაღებს მოდერნიზაცია წარმოადგენს. ან ფედერალური სისტემა თვითონ მიდის ლიბერალიზაციამდე და დემოკრატიზაციამდე, ან ქვეყანას დიდი პრობლემები შეექმნება", -აღნიშნა სააკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ საქართველოს ინტერესებში რუსეთის მტრად ყოლა არ შედის.

"ჩვენ არც სულელები ვართ და არც თვითმკვლელები", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

მისივე თქმით, ქართველ და რუს ხალხს ერთმანეთთან დიდი კულტურული ურთიერთობები აკავშირებთ და რუსეთში ყველაზე გამოჩენილი მწერლები, მომღერლები და ექიმები წამოშობით სწორედ ქართველები არიან.

Category: ახალი ამბები | Views: 1032 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის შეფასებით, რუსეთის მიერ ფრანგული კომპანიისთვის სანქციების დაწესებაზე გაკეთებული განცხადება შიდა მოხმარებისთვისაა.

"ეს განცხადება გაკეთებულია შიდა მოხმარებისთვის, რადგან რუსული მხრიდან სანქციები შემოღება ნიშნავს, რომ არ ფრანგული კომპანიისგან
მაგალითად ვერტმფრენები არ უნდა იყიდოს, ხოდა ნუ იყიდის. რაც შეეხება რუსული მხარის ასეთ გაღიზიანებას, ეს გამოიწვია იმან, რომ მათ ჰგონიათ, რომ საქართველო დაპყრობილია, დაჩოქებულია და უფლება არ აქვს საკუთარ სუვერენიტეტზე საერთოდ ილაპარაკოს და უფლება არ აქვს ისუნთქოს", - აღნიშნა იაკობაშვილმა.

მისვე შეფასებით, ამის გათვალისწინებით კი რუსული კომპანიების რეაქციები გასაკვირი არ არის რადგან აღმოაჩინეს, რომ საქართველო ცოცხალია და ვეტმფრენებსაც ყიდულობს.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ ფრანგული კომპანია "ევროკოპტერსგან" ორი ვერტმფრენი იყიდა, რამაც რუსული მხარის გაღიზიანება გამოიწვია.

როგორც რუსეთის ფედერაციის მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის ანალიზის ცენტრის ხელმღვანელმა იგორ კოროტჩენკომ განაცხადა, საქართველოსთვის ვეტმფრენების მიყიდვის გამო შესაძლოა ფრანგულ კომპანიას რუსულმა მხარემ სანქციები დაუწესოს.



Category: ახალი ამბები | Views: 931 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებზე სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ოშსა და ჯალალ-აბადში მომხდარი ეთნიკური წმენდა ცხინვალში ქართველების წინააღმდეგ მომხდარი ეთნოწმენდის გაგრძელებაა. მისი თქმით, ორივე შემთხვევაში რუსეთის ფედერაციაა დამნაშავე.

ექპერტთან კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძესთან საუბარი "ჯი-ეიჩ-ენმა" სწორედ ამ განცხადების ანალიზით დაიწყო. არეშიძემ, ყირგიზეთის გარდა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებსა და იქიდან მომდინარე საფრთხეებზედაც ესაუბრა. 

_ ბატონო მამუკა, დღეს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ ის, რაც ხდება ყირგიზეთში უზბეკების წინააღმდეგ, იმ ეთნიკური წმენდის გაგრძელებაა, რომელიც ცხინვალში ქართველების წინააღმდეგ განახორციელეს და ორივე შემთხვევაში რუსეთის ბრალეულობა იკვეთება. რამდენად არის მსგავსება ამ ორ შემთხვევას შორის?

_ მთლად მსგავსებას ვერ დავარქმევ, მაგრამ ეს არის კლასიკა: როდესაც რუსეთს უნდა თავისი მდგომარეობის განმტკიცება, აუცილებლად იყენებს ძველ ხერხს, რომელიც 90-იანი წლებიდან აქვს აპრობირებული. ეს არის ეთნოკონფლიქტი.

ქმნის ქვეყანაში ქაოსს და ამ ქაოსის შემდეგ გვევლინება შუამავლად და სიტუაციის მასტაბილიზებელ ფაქტორად. ეს ფორმულა უკვე რამდენიმე წელია არსებობს. თუ იაკობაშვილმა იგულისხმა 90-იანი წლების დას ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 876 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ოსი სეპარატისტები აფხაზი სეპარატისტების მსგავსად "ტურისტულ სეზონს" ხსნიან. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ხვალიდან, 15 ივნისიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში ტურისტული სეზონი იხსნება.

"პირველი მარშრუტი კელის ტბის მონახულება იქნება, მეორე კელის პლატოზე ასვლა. მარშრუტი ქალაქ ვლადიკავკაზიდან დაიწყება", _ იუწყება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ტურიზმის სამმართველო.


ცხინვალში ფრანგული საესტრადო ჯგუფი კონცერტს მართავს.


სური მედიის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ფრანგული საესტრადო ჯგუფი " La Disquette" ჩავიდა. "იტალიელი კინემატოგრაფისტების შემდეგ სამხრეთ ოსეთში ფრანგული საესტრადო ჯგუფი ჩამოვიდა", _ იუწყება ოსური მედია.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფი ცხინვალში "რუსეთის დღისადმი" მიძღვნილ კონცენტრში მიიღებს მონაწილეობას.

ოსური მედია ასევე იუწყება, რომ ეს კონცერტი ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული.

Category: ახალი ამბები | Views: 960 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

დღეს, გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე გალის რაიონში მცხოვრები ქართველების უსაფრთხოების და მათ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებულ საკითხებს დააყენებს. ასევე ქართული მხარე რამდენიმე დღის წინ გალის სოფლებში აფხაზი ბოევიკების მიერ ქართველებისთვის საცხოვრებელი სახლების გადაწვის გამოძიებას მოითოვს.

შეხვედრაზე ქართულ მხარეს ტრადიციულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი შოთა უტიაშვილი წარმოადგენს.

გალში შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება.


Category: ახალი ამბები | Views: 1000 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

პარიზი ქართული კულტურის დღეებს მასპინძლობს. 4 ივნისს, პიერ კარდენის ცენტრის საკონცერტო დარბაზში მუსიკალური საღამო "ქართული კინოსა და თეატრის მუსიკის ნახევარი საათი" გაიმართა.

საღამოში მონაწილეობდნენ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი - ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით, ნატო მეტონიძე, გიორგი უშიკიშვილი და ხალხური სიმღერის ანსამბლი "ლაშარი"; ნაჩვენები იყო კოლაჟი მე-20 საუკუნის ქართული კინოებიდან.

საგამოფენო დარბაზში კი, გამოფენა "ქართული კინო და თეატრი" გაიხსნა. ექსპოზიციაზე მიწვეულნი იყვნენ საფრანგეთის პოლიტიკური და კულტურული ელიტის წარმომადგენლები. სტუმრებს კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა მასპინძლობდა.

Category: ახალი ამბები | Views: 1095 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

15-18 ივლისს, ბათუმში მეოთხე Black Sea Jazz Festival- ი გაიმართება. ბათუმს ვარსკვლავები ესტუმრებიან - მაიკ სტერნის ბენდი და რენდი ბრეკერი, როი ჰარგროუს კვინტეტი, ერ ეიჩ ფექტორი, ბრენდ ნიუ ჰევის, ასტროჯორჯია, ჰიუ მასეკელა და მისი ბენდი, ნიმო, გიორგი მიქაძე და ბექა გოჩიაშვილი. ფესტივალის ორგანიზატორია "ისთერნპრომოუშენი", მხარდამჭერი - კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

ფესტივალს უმასპინძლებს "ბათუმის ტენისის კლუბი". ყველა კონცერტის შემდეგ, სასტუმრო "შერატონში" ჯემსეიშენი გაიმართება. 

Category: ახალი ამბები | Views: 998 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

საქართველოს ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, დოლარის კურსის ზრდის მიუხედავად ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

"ეს პროცესი ბუნებრივია საერთაშორისო ბაზარზე დოლარის გამყარებით არის გამოწვეული. დოლარის პოზიციები საკმაოდ მყარდება, რაც ძირითადად ევროს პოზიციების დათმობას უკავშირდება. ევროპაში სასესხო კრიზისია და საბერძნეთი ამ კრიზისში უკვე შეყვანილია, ასევე ბევრ ევროპულ ქვეყანას სასესხო კრიზისის რისკები აქვთ.

შესაბამისად ევრომ თავისი პოზიციები საკმაოდ დასთმო, რამაც დოლარის გამყარება გამოიწვია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

კახა ბაინდურაშვილის შეფასებით, აღნიშნულის გამო მსოფლიო ვალუტებისგან ლარი გამონაკლისი არ არის და დოლარის გამყარებაზე შესაბამისად რეაგირებს.

"რაც შეეხება ფასების ზრდას ჩვენ არ ველოდებით. დოლარის კურსი გამყარება ფასების ზრდას არ უკავშირდება. ინფლაცია დამოკიდებული ჭარბი ფულის მასაზე და არა კურსის სხვაობაზე", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

Category: ახალი ამბები | Views: 1001 | Added by: NaTia | Date: 15.06.2010

ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები