ორშაბათი, 29.04.2024, 12:49
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » ქართული კულტურის დღეები პარიზში.
10:56
ქართული კულტურის დღეები პარიზში.

პარიზი ქართული კულტურის დღეებს მასპინძლობს. 4 ივნისს, პიერ კარდენის ცენტრის საკონცერტო დარბაზში მუსიკალური საღამო "ქართული კინოსა და თეატრის მუსიკის ნახევარი საათი" გაიმართა.

საღამოში მონაწილეობდნენ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი - ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით, ნატო მეტონიძე, გიორგი უშიკიშვილი და ხალხური სიმღერის ანსამბლი "ლაშარი"; ნაჩვენები იყო კოლაჟი მე-20 საუკუნის ქართული კინოებიდან.

საგამოფენო დარბაზში კი, გამოფენა "ქართული კინო და თეატრი" გაიხსნა. ექსპოზიციაზე მიწვეულნი იყვნენ საფრანგეთის პოლიტიკური და კულტურული ელიტის წარმომადგენლები. სტუმრებს კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა მასპინძლობდა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1095 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები