ორშაბათი, 29.04.2024, 13:42
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » ოსი სეპარატისტები "ტურისტულ სეზონს" ხსნიან.
11:00
ოსი სეპარატისტები "ტურისტულ სეზონს" ხსნიან.
ოსი სეპარატისტები აფხაზი სეპარატისტების მსგავსად "ტურისტულ სეზონს" ხსნიან. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ხვალიდან, 15 ივნისიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში ტურისტული სეზონი იხსნება.

"პირველი მარშრუტი კელის ტბის მონახულება იქნება, მეორე კელის პლატოზე ასვლა. მარშრუტი ქალაქ ვლადიკავკაზიდან დაიწყება", _ იუწყება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ტურიზმის სამმართველო.


ცხინვალში ფრანგული საესტრადო ჯგუფი კონცერტს მართავს.


სური მედიის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ფრანგული საესტრადო ჯგუფი " La Disquette" ჩავიდა. "იტალიელი კინემატოგრაფისტების შემდეგ სამხრეთ ოსეთში ფრანგული საესტრადო ჯგუფი ჩამოვიდა", _ იუწყება ოსური მედია.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფი ცხინვალში "რუსეთის დღისადმი" მიძღვნილ კონცენტრში მიიღებს მონაწილეობას.

ოსური მედია ასევე იუწყება, რომ ეს კონცერტი ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 960 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები