ორშაბათი, 29.04.2024, 13:36
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » მიხეილ სააკაშვილი: რუსეთისთვის გასაღებს მოდერნიზაცია წარმოადგენს.
11:07
მიხეილ სააკაშვილი: რუსეთისთვის გასაღებს მოდერნიზაცია წარმოადგენს.

"ჩვენ ყველას ძალიან გვინდა რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი რეალურად რამეს წარმოადგენდეს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ გაზეთ "ლე მონდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"მე მეჩვენება, რომ რუსეთი დიდი ცვლილებების ფაზაში იმყოფება და შეიძლება ეს ყველაფერი უკეთესობისკენ ან უარესობისკენ შემობრუნდეს.

ჩვენ ყველას გავინდა, რომ დიმიტრი მედვედევი რეალურად რამეს წამოადგენდეს. განსაკუთრებით ეს მე მინდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემზე ბევრ ცუდს ლაპარაკობს", - განაცხადა სააკაშვილმა. 

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთში უკვე ერთგვარი ტრადიცია ჩამოყალიბდა, როცა უმაღლეს ხელისუფლებაში არიან, თუმცა რეალური ძალაუფლება არ გაჩნიათ.

"რუსეთისთვის გასაღებს მოდერნიზაცია წარმოადგენს. ან ფედერალური სისტემა თვითონ მიდის ლიბერალიზაციამდე და დემოკრატიზაციამდე, ან ქვეყანას დიდი პრობლემები შეექმნება", -აღნიშნა სააკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ საქართველოს ინტერესებში რუსეთის მტრად ყოლა არ შედის.

"ჩვენ არც სულელები ვართ და არც თვითმკვლელები", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

მისივე თქმით, ქართველ და რუს ხალხს ერთმანეთთან დიდი კულტურული ურთიერთობები აკავშირებთ და რუსეთში ყველაზე გამოჩენილი მწერლები, მომღერლები და ექიმები წამოშობით სწორედ ქართველები არიან.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1032 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები