ორშაბათი, 29.04.2024, 11:27
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » ნიკა ჩიტაძე: საფრანგეთი ცდილობს რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლის როლი კვლავ შეასრულოს
11:11
ნიკა ჩიტაძე: საფრანგეთი ცდილობს რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლის როლი კვლავ შეასრულოს

ექსპერტ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, საფრანგეთი ცდილობს რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლის როლი კვლავ შეასრულოს.

"საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სარკოზი და სააკაშვილი არ შეხვედრიან. ამასთან, რომ საფრანგეთი ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რომელსაც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ნიკა ჩიტაძემ.

ექსპერტის შეფასებით, ის ფაქტი, რომ საფრანგეთი საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მომზადების ინიციატივით გამოდის ძალიან მნიშვნელოვანია.

"სააკაშვილის საფრანგეთში ვიზიტი მით უმეტეს, მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ რამდენიმე დღეში პარიზში რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს ელოდებიან. ასევე მისასალმებელია, რომ საფრანგეთი რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს, მეორე მხრივ, ჩვენ ფრანგული მხარისგან ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით სრული მხარდაჭერა მიიღო", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ჩიტაძემ.

მისივე თქმით, სავარაუდოდ ევროკავშირი და საფრანგეთი რუსეთზე დიპლომატიურ ზეწოლას 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულების მოთხოვნით გააქტიურებს.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1001 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები