ორშაბათი, 29.04.2024, 17:54
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » სერგეი ბაღაფში: რაც ჩვენ გვეკუთვნის იმას არასოდეს დავთმობთ
11:16
სერგეი ბაღაფში: რაც ჩვენ გვეკუთვნის იმას არასოდეს დავთმობთ

ის ქვეყნები, რომლებიც ეუბნებიან აფხაზეთს, რომ მან საქართველოსთან მშვიდობასა და თანხმობაში უნდა იცხოვრონ აგრძელებენ საქართველოს გამალებულ შეიარაღებას. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოს უარი არ უთქვამს "თავის აგრესიულ გეგმებზე ძალისმიერი მეთოდით დააბრუნოს თავის შემადგენლობაში აფხაზეთისა სამხრეთ ოსეთი". ამის ნათელი დასტური კი, ბაღაფშის თქმით, საქართველოს მიერ ნათქვამი უარია თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაზე.

"აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში უკვე აღარასოდეს იქნება. ჩვენ ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობების დალაგებას მხოლოდ და მხოლოდ თანასწორუფლებიანობის საფუძველზე შევძლებთ. ჩვენს შორის ჩინეთის კედელს ვერ ააშენებ, ამიტომაც უნდა შეგვეძლოს ნორმალური ადამიანური ურთიერთობების დამყარება. შეუძლებელია, რომ ყველა სხვა დანარჩენი ცუდია და მხოლოდ ქართველები არიან კარგები", _ აცხადებს ბაღაფში.

მისივე თქმით, "არ არსებობენ ცუდი ერები, არსებობენ ცუდი პოლიტიკოსები, რომლებსაც თავიანთი სახელმწიფოები კრიტიკულ ნიშნულამდე დაჰყავთ. სწორედ ეს ხდება დღეს საქართველოში".

"თუ ქართველი პოლიტიკოსები ასევე გაგრძელებენ, მაშინ სიტუაცია სულ უფრო და უფრო გაღრმავდება",_ აცხადებს ბაღაფში და დასძენს, რომ მსოფლიო მშვენიერია იმის გამო, რომ აქ მრავალი ერი ცხოვრობს და ყველა აქვს უფლება იყოს თავისუფალი დამოუკიდებელი და ამაყი.

"რაც ჩვენ გვეკუთვნის იმას არასოდეს დავთმობთ. ჩვენ საქართველოსგან არაფერი გვჭირდება, თუმცა მისთვის არც ერთი კვადრატული მეტრი მიწის მიცემას არ ვაპირებთ", _ აცხადებს ბაღაფში.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1060 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები