ორშაბათი, 29.04.2024, 11:35
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » "საქართველოს ბანკი" მომხმარებელს ბანკიდან გაუსვლელად ავტომობილის საზღვარგარეთ შეძენას სთავაზობს.
11:18
"საქართველოს ბანკი" მომხმარებელს ბანკიდან გაუსვლელად ავტომობილის საზღვარგარეთ შეძენას სთავაზობს.

"საქართველოს ბანკი" მომხმარებელს ბანკიდან გაუსვლელად ავტომობილის საზღვარგარეთ შეძენას სთავაზობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბანკიდან აცნობეს, მომხმარებელს ეძლევა საშუალება ბანკიდან გაუსვლელად, ერთდროულად ვებ-გვერდზე შეარჩიოს საზღვარგარეთ ავტომობილი, შეუკვეთოს და შეიძინოს.

"საქართველოს ბანკის" კოსტავას #70-ში განთავსებულ სერვის-ცენტრში, მომხმარებელს დახვდება ავტოდილერი კომპანიის "STRADA"-ს წარმომადგენელი, რომელიც დაინტერესებულ პირებს საზღვარგარეთ ავტომობილის მოძიებაში დაეხმარება, რომლის შეძენაც ბანკის ავტო-სესხის საშუალებით გახდება შესაძლებელი. სესხი მომხმარებელს ადგილზე დაუმტკიცდება.

მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა ექნება "საქართველოს ბანკის" ავტო-სესხის მოქნილი პირობებით ისარგებლოს და მანქანის ტრანსპორტირებისა და განბაჟებისთვის დაფინანსება მიიღოს.

ავტოდილერი კომპანიის წარმომადგენელთან დაკავშირება შესაძლებელია პირდაპირ, ტელეფონის ნომერზე 444 307, ისევე როგორც "საქართველოს ბანკის" კოსტავას #70_ში არსებულ სერვის-ცენტრში მისვლით.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1013 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები