ორშაბათი, 29.04.2024, 13:55
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » საქართველოს პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ პარტიას მადლობას უხდის.
11:19
საქართველოს პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ პარტიას მადლობას უხდის.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველა პოლიტიკურ პარტიას მადლობას უხდის.

"დიდი მადლობა ყველა პოლიტიკურ პარტიას. ცალკეული გამონაკლისების გარდა თითქმის ყველამ გამოავლინა საოცარი მოწიფულობა იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო. კიდევ შორს ვართ იმისგან, რაც უნდა იყოს, მაგრამ წინ გადაიდგა ნაბიჯი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების მხრიდან იყო ბევრად უფრო კონკრეტული და საგნობრივი საუბარი და შედარებით ნაკლები ლანძღვა, მათ შორის პრეზიდენტისაც.

"მე ლამის მიტოვებულად ვიგრძენი თავი", - ხუმრობით აღნიშნა პრეზიდენტმა უგულავას საარჩევნო შტაბში.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური სისტემის მეტ მოწიფულობასა და ამომრჩევლების მეტ პატივისცემაზე მეტყველებს.

პრეზიდენტის განცხადებით, აქამდეც თბილისში მერი არჩეული იყო, რადგან იგი საკრებულომ აირჩია თავის დროზე.

"იმედი გვაქვს, დათვლის შემდეგ გვექნება პრივილეგია, პირველად წარვადგინოთ და საქართველოს დედაქალაქს ჰყავდეს პირველად ისტორიაში პირდაპირი წესით არჩეული მერი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან "ბრწყინვალედ" შეაფასა უგულავას მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანია.

"ჩვენი ძალა ერთობაშია. ჩვენ მოვახერხეთ ერთად დგომით მთავარი ამოცანის პიროვნულზე მაღლა დაყენება, დამტკიცება იმისა, რომ არ არის მართალი მტერი, რომ საქართველოს ყოველთვის დააქუცმაცებს, რომ ციხე შიგნიდან ყოველთვის ტყდება. პირიქით, ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რომ ერთობით საქართველო აშენდება და ჩვენ ამ შენებას მივიყვანთ ბოლომდე", - განაცხადა სააკაშვილმა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 979 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები