ორშაბათი, 29.04.2024, 19:34
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » ანდრეს ფოგ რასმუსენი: საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში უზარმაზარი წვლილი შეაქვს.
11:20
ანდრეს ფოგ რასმუსენი: საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში უზარმაზარი წვლილი შეაქვს.

ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის შეფასებით, საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში უზარმაზარი წვლილი შეაქვს.

ამის შესახებ რასმუსენმა ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

"ნატოს "ღია კარის" პოლიტიკა საქართველოსთვის და სხვა დემოკრატიული ქვეყნებისთვის შეიძლება სერიოზული სიგნალი გახდეს. ალიანსის კარი ღიაა ყველა ევროპული, დემოკრატიული ქვეყნისთვის, რომელიც ნატოს კრიტერიუმებს აკმაყოფილებს", - აღნიშნა რასმუსენმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების მინისტერიალი იხსნება, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი გახსნის. მინისტერიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაიაც ესწრება.

ნატოს შტაბბინაში შეკრებილი ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ავღანეთში მიმდინარე ოპერაცია (ISAF), ალიანსისათვის საჭირო ფინანსური რესურსები, ნატო-ს რეფორმა და სარაკეტო თავდაცვა.

ხვალ, 11 ივნისს კი მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ ბაჩო ახალაია ISAF-ში მონაწილე ნატო-ს არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრას დაესწრება.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1022 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები