ორშაბათი, 29.04.2024, 17:41
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » პაბლო პიკასოს ნახატი 106,5 მლნ დოლარად გაიყიდა.
11:23
პაბლო პიკასოს ნახატი 106,5 მლნ დოლარად გაიყიდა.

პაბლო პიკასომ ყველაზე ძვირადღირებული მხატვრის ტიტული გაამართლა. მისმა ნახატმა "გაშიშვლებული ბიუსტისა და მწვანე ფოთლების ფონზე" ნიუ-იორკის "სოთბის" აუქციონზე გაყიდვების რეკორდი დაამყარა.

ფერწერული ტილო, რომელიც მხატვარამა 1932 წელს შექმნა, ფერწერის უცნობმა დამფასებელმა 106,5 მლნ დოლარად შეიძინა. მანამდე ყველზე ძვირადღირებულ ლოტად ალბერტო ჯაკომეტის ბრინჯაოს სკულპტურა "მოსიარულე ადამიანი" მიიჩნეოდა. სკულპტურა მიმდინარე წლის თებერვალში "სოთბის" აუქციონზე 104,3 მლნ დოლარად გაიყიდა. 

პიკასოს ნახატი უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში გასაყიდად არ გამოუტანიათ. ფერწერული ტილო შესრულებულია დახვეწილ ლურჯ, ვარდისფერ და მწვანე ტონებში. სპეციალისტები მას მხატვრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამუშევრად მიიჩნევენ. ტილოზე გამოსახულია მხატვრის საყვარელი ქალი მარი-ტერეზ ვალტერი.

ნახატი აუქციონის სახლს გასულ წელს გარდაცვლილი ლოს-ანჟელესელი მდიდარი ქალის სინდი ბროუდისგან ერგო. ბროუდის ოჯახმა სურათი 1950 წელს პიკასოს ოფიციალური დილერისგან შეიძინა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1029 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები