ორშაბათი, 29.04.2024, 17:05
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » რუსული მედია: ყირგიზეთში ეთნიკური კონფლიქტის ჩასახშობად შამანოვის უწყების სამხედროებს უშვებენ.
11:36
რუსული მედია: ყირგიზეთში ეთნიკური კონფლიქტის ჩასახშობად შამანოვის უწყების სამხედროებს უშვებენ.

რუსული მედია წერს იმის შესახებ, რომ გავრცელდა ინფორმაცია რუსეთი ყირგიზეთში ეთნიკური კონფლიქტის ჩასახშობად, სამშვიდობო ფორმაში გადაცმულ საჰაერო სადესანტო ძალების წარმომადგენლებს უშვებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.


არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მოძრაობის ინტერნეტგვერდი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ამჟამად იჟევსკის აეროდრომზე რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების წარმომადგენლებს ელიან ყირგიზეთში გადასასროლად, იმისათვის რათა მათ იქ წარმოქმნილი ეთნიკური კონფლიქტის ჩახშობაში მონაწილეობა მიიღონ".


რუსული მედია აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას აცხადებს, რომ ყირგიზეთში საჰაერო სადესანტო ძალების წარმომადგენლების გადასროლის შესახებ ოფიციალური პირებიც საუბრობდნენ, თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ ისინი იქ მყოფი რუსული სამხედრო ნაწილებისა და მათი ოჯახების წევრების დაცვისათვის იქნებოდნენ გამოყენებული.


ამასთან ერთად ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის სხვა და სხვა სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილნი და ყირგიზეთში გადასროლას ელიან.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საჰაერო სადესანტო ძალებს თავისი სისასტიკით განთქმული გენერალი ვლადიმერ შამანოვი ხელმძღვანელობს.

ჩეჩნეთის ე. წ. პირველ და მეორე ომებში სისასტიკით განთქმულ რუს გენერალი, "რუსეთის გმირის" ორდენოსანია. 
2008 წლის აგვისტოში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს ომის დროს გენერალი შამანოვი აფხაზეთში გამოჩნდა და ე. წ. კოდორის ხეობის "გათავისუფლების" ოპერაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.

უკვე ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ ჩეჩნებმა შამანოვს "მეორე ერმოლოვი" უწოდეს. ერმოლოვი რუსი გენერალია რომელმაც მე-19 საუკუნეში მიმდინარე კავკასიის ომის დროს ჩეჩნების რუმისამართით დაუნდობელი სისასტიკე გამოიჩინა. შამანოვს "ყასაბსა" და "ჩეჩენი ხალხის წყევლასაც" უწოდებენ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1006 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები