ორშაბათი, 29.04.2024, 18:04
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » ფრანგი ექსპერტი: სააკაშვილის ვიზიტი საფრანგეთში სარკოზის მხრიდან კეთილი ნების გამოვლენა იყო.
11:37
ფრანგი ექსპერტი: სააკაშვილის ვიზიტი საფრანგეთში სარკოზის მხრიდან კეთილი ნების გამოვლენა იყო.

საფრანგეთის საერთაშორისო და სტრატეგიული ურთიერთობების ინსტიტუტის რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების კვლევის განყოფილების დირექტორი არნო დიუბიენი აცხადებს, რომ ვიდრე საქართველოს ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პერსპექტივა მოჩვენებითია. ეს განცხადება დიუბიენმა RFI"-ის რუსულ სამსახურთან ინტერვიუში გააკეთა.

"იყო ომი, საქართველომ წააგო, რუსეთმა მოიგო. შეიცვალა კონტექსტი ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით, ვაშინგტონში შეიცვალა ადმინისტრაცია, ამიტომაც ობიექტურად _ საქართველოს პოზიციები ამჟამად ძალიან მყიფეა. ყოველ შემთხვევაში მანამ ვიდრე ხელისუფლების სათავეში სააკაშვილი იქნება, რუსეთთან დაახლოების პერსპექტივები _ მოჩვენებითია", _ განაცხადა ფრანგმა ექსპერტმა.

შეეხო რა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს საფრანგეთში და მის შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთან, დიუბიენი აცხადებს, რომ ეს ვიზიტი სიმბოლური იყო და პარიზის მხრიდან კეთილი ნების ჟესტს უფრო ჰგავდა.

"ვიზიტი, რა თქმა უნდა, საინტერესო იყო, მით უფრო, რომ იგი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ვიზიტამდე მცირე ხნით ადრე შედგა. ეს, რა თქმა უნდა, რაღაცაზე მეტყველებს. ეს გარკვეული სიგნალია პარიზის მხრიდან იმისა, რომ "მიუხედავად მოსკოვთან თანამშრომლობისა, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენ საქართველო არ გვავიწყდება". ხოლო რაც შეეხება თავად ვიზიტის შინაარსს, იგი, ჩემის აზრით, ძალიან მოკრძალებული იყო: არავითარი კონტაქტები, არავითარი მოლაპარაკებები, ამიტომაც ვამბობ, ეს უფრო სიმბოლური ხასიათის ვიზიტი იყო და კეთილი ნების გამოვლენა სარკოზის მხრიდან, იმისათვის რათა მას არავინ დასდოს ბრალი იმაში, რომ იგი რუსეთთან დაახლოებას საქართველოსთან ურთიერთობებს სწირავს. ამის გარდა, ვიზიტის შინაარსი ძალიან მოკრძალებულად, რომ ვთქვათ არარაობა იყო", _ აცხადებს ფრანგი ექსპერტი.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 980 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები