ორშაბათი, 29.04.2024, 13:01
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » სარკოზიმ და პუტინმა საქართველოზე ისაუბრეს.
13:27
სარკოზიმ და პუტინმა საქართველოზე ისაუბრეს.

საქართველოს საკითხი განიხილებოდა დღეს ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზისა და რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე. ამის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ელისეის სასახლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მოახსენა, თუმცა საუბრის დეტალები არ დაუკონკრეტებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრემიერს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ უამბო და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ძირითად აქცენტს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე აკეთებს.

ელისეის სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა სარკოზის საუბარი ინტერესით მოისმინა, თუმცა საკითხი უკომენტაროდ დატოვა.

სარკოზი პუტინის შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსეთის მიერ "მისტრალის" შესყიდვის დეტალები, კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება და ირანისათვის დაწესებული სანქციები.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1024 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები