ორშაბათი, 29.04.2024, 11:36
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი მათიას იორშის ნაცვლად მაიკლ ჯენსონი იქნება.
13:30
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი მათიას იორშის ნაცვლად მაიკლ ჯენსონი იქნება.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე მოვლუთ ჩავუშოგლუს განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ მომხსნებლად დანიელი პარლამენტარი მაიკლ ჯენსონია წარდგენილი.

მაიკლ ჯენსონი ამ თანამდებობაზე უნგრელ დიპლომატს მათიას იორშს შეცვლის, რომელიც პარლამენტარად არ აირჩიეს და ამასთან დაკავშირებით მან თანამდებობა დატოვა და უფლებამოსილება მოიხსნა.

"ჩვენ გვყავს ახალი მომხსენებელი, მაიკლ ჯენსონი, დანიიდან. ის შესანიშნავი ადამიანია და ვფიქრობ, რომ ის კარგი მომხსენებელი იქნება", _ განაცხადა მოვლუთ ჩავუშოღლუმ.

შეგახსენებთ, რომ მოვლუთ ჩავუშოგლუ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და საქართველოსა და მისი კონფლიქტური რეგიონების საზღვრისპირა ზონებში არსებულ სიტუაციას განიხილავს.

აღსანიშნნავია, რომ აპრილის ბოლოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ვერ შეძლო რეზოლუციის მიღება 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებთან დაკავშირებით. თანამომხსენებლებმა მათიას იორშმა და დევიდ ვილშაიერმა მოამზადეს ორი პროექტი, რომელთა შორის უთანხმოებები გახდა მიზეზი იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი რეზოლუციის მიღება ვერ მოხერხდა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1013 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები