ორშაბათი, 29.04.2024, 18:27
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი ინგრევა.
13:31
ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი ინგრევა.

გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი მეექვსე წელია დაზიანებულია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ვაჩნაძეების საგვარეულო სახლში და საექსპოზიციო დარბაზში სახურავიდან წყალი ჩადის, მორყეულია ხის აივნები და კიბეები, დამპალია იატაკი, დაბზარული და დაობებულია კედლები, არ არის გათბობა, ვენტილაცია, საექსპოზიციო დარბაზში ელექტროენერგია.

ნესტისგან დამძიმებული სუნი მუზეუმში შესვლისთანავე იგრძნობა. მუზეუმის თანამშრომლები ვენტილაციას ორპირი განიავებით ცდილობენ.

სახლ-მუზეუმი 1981 წლის 28 ივნისს ვაჩნაძეთა საგვარეულო სახლში გაიხსნა. მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია მსახიობისა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები: XIX - XX სს.

დასაწყისის ავეჯი, ხალიჩები, ფარდაგები, ჭურჭელი, ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ფოტომასალა, დოკუმენტები, მსახიობის შესახებ გამოცემული წიგნები, კინოფილმების ასლები ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით.

მუზეუმში დაცულია კახეთის მხარისთვის დამახასიათებელი ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები. აგრეთვე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები. 

„მუზეუმის შენობა თავისი არქიტექტურით კახეთში მდებარე ამ ტიპის ნაგებობებს შორის უნიკალურია. შენობა კაპიტალურ რემონტს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას საფრთხე ემუქრება. დამთვალიერებელი თუ მოვიდა, უკან დავყვებით, რომ დაზიანებული იატაკიდან და აივნიდან, სადმე არ ჩავარდეს.

მუზეუმს არც დამლაგებელი ჰყავს, არც მებაღე და არც დეკორატორი. სახლსაც და ეზოსაც ჩვენ ვალაგებთ და შეძლებისდაგვარად ვუვლით. მუზეუმს 2 წლის წინ კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რის შემდეგაც შედგენილია საგვარეულო სახლის რეაბილიტაციის პროექტი. სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ჯერ არაფერია", - აღნიშნა სახლ - მუზეუმის მთავარმა სპეციალისტმა როზა აფციაურმა. 

ნატო ვაჩნაძის სახლ - მუზეუმი გურჯაანის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუზეუმს სულ 7 თანამშრომელი ემსახურება. ფონდების მცველის ხელფასი 108 ლარია, მეცნიერ - მუშაკის 100 ლარი, ექსპონატების მცველის - 75 ლარი, დარაჯის 50 ლარი.

მუზეუმის თანამშრომლების განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში დამთვალიერებელი მკვეთრად შემცირდა. ამის მიზეზად მუზეუმში არსებულ სახიფათო მდგომარეობას და მუზეუმამდე მისასვლელ გზა ასახელებენ, რომელიც ისეა დაზიანებული, რომ მანქანებს მოძრაობა უჭირთ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1005 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები