ორშაბათი, 29.04.2024, 18:59
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » დაუთვლელი ეკონომიკური და ეკოლოგიური ზარალი.
13:40
დაუთვლელი ეკონომიკური და ეკოლოგიური ზარალი.

საკვები, რომლითაც საქართვერლოს მოსახლეობა იკვებება, ბაზარზე ვეტერინარულ კონტროლის გარეშე იყიდება, საერთაშორისო ნორმებს არ აკმაყოფილებს და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

ძვირადღირებულ სუპერმარკეტებში, ასევე, იაფფასიან ბაზრობებზე, პროდუქცია ერთნაირად უხარისხო, მაგრამ სხვადასხვაგვარი შეფუთვითა და სხვადასხვა ფასად საღდება. 

ისევე, როგორც სხვა უამრავ საკვებს, ბაზარზე თევზსაც უხარისხოსა და მომწამვლელს ყიდიან. საქართველოში ცოცხალი თევზის გაყიდვისთვის სავალდებულო ნორმებს არავინ იცავს. ამიტომ:

_ განსხვავებული სახეობის თევზი ერთ აკვარიუმში, წყლის ერთნაირ ტემპერატურს ვერ უძლებს და სხვადასხვა ბაქტერიით ავადდება. შესაბამისად, ის ცოცხალი თევზის შეძენასთან დაკავშირებულ ხიბლს კარგავს.

_ აკვარიუმების უმრავლესობა, რომელშიც სარეალიზაციოდ გამზადებული ცოცხალი თევზი ჰყავთ, ძირითადად, პატარაა, თევზს ჟანგბადი არ ჰყოფნის და ამ შემთხვევაშიც ბაქტერიებით ვირუსდება.

თევზი ძალიან მგრძნობიარეა, წყალში არსებულ ყველა ბაქტერიას (მათ შორის იმ საკვებსაც, რომელსაც ინელებს) იწოვს და ძალიან ადვილად ავადდება.

ამიტომ ცოცხალი თევზის რეალიზაციის დროს იმ პირობების დაცვაა სავალდებულო, რაც წყალში მომწამვლელი ბაქტერიების გავრცელებასა და თევზის დავირუსებას ხელს არ შეუწყობს. 

თევზის ხარისხის მაჩვენებელს იმ მეურნეობაში არსებული პირობები განსაზღვრავენ, რომელშიც ის იზრდება. ეკოლოგიურად სუფთა, ბიოპროდუქტიული თევზისთვის მინიმუმ ის მაინც არის აუცილებელი, რომ წყალი ხარისხიანი და თევზის სახეობისთვის შესაბამისი ტემპერატურის იყოს, ასევე სავალდებულოა, აუზის მასშტაბის და კვების ნორმის დაცვა.

ამის გარეშე თევზის ჯანმრთელობა, მით უმეტეს ბიოპროდუქტიულობა, შეუძლებელია. 

დავირუსებული თევზი მხოლოდ მომხმარებელს არ ვნებს. არსებობს თევზთან დაკავშირებული კიდევ ერთი პრობლემა _ ბაქტერიებით დაავადებული თევზი საქართველოს ეკოლოგიურად სუფთა მდინარეებს აბინძურებს, ეკოლოგიურად დაბინძურებული მდინარის წყალი კი საფრთხის შემცველია.

დავირუსებული თევზი საქართველოს მდინარეებში სათევზე მეურნეოებების მეწარმეების საშუალებით ხვდება, რომლებიც სასელექციო მეურნეოების არარსებობის გამო, ლიფსიტებს მეზობელ სახელმწიფოებში ყიდულობენ.

თუმცა ბიოპროდუქტიული და საერთაშორისო ბაზარზე ყველაზე ძვირადღირებული მთის მდინარის თევზის მოსაშენებლად საქართველოში საუკეთესო ბუნებრივი პირობები არსებობს. ეს პირობები რამდენიმე მიზეზის გამოა გამოუყენებელი: 

_ შემოსავალი ეკონომიურად მომგებიანი ბიოპროდუქტიული თევზის ბიზნესიდან არავის დაუთვლია, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნება და წარმოების ხელშეწყობა კი ქვეყანაში არაპრიორიტეტულია.

_ არც წარმოების ხელშეწყობაა პრიორიტეტული. საქართველოში სათევზე სასელქციო მეურნეობის არარსებობის გამო, მეწარმეები იძულებულნი არიან, ეროზიული ლიფსიტა უცხო ქვეყანაში შეიძინონ.

ლიფსიტების ტრანსპორტირება კი დიდ ხარჯთან და კიდევ უფრო დიდ რისკთანაა დაკავშირებული, რადგან ხშირ შემთხვევაში ტრანსპორტირების ნორმების დაუცველობის გამო ლიფსიტების უმრავლესობა გზაშივე იხოცება, რაც მეწარმისთვის საკმაოდ დიდი ზარალია.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 937 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები