ორშაბათი, 29.04.2024, 14:18
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » ოშიდან საქართველოს 8 მოქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს.
13:42
ოშიდან საქართველოს 8 მოქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ამ წუთებში ყირგიზეთის ქალაქ ოშიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების მათ, შორის საქართველოს 8 მოქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ყაზახეთსა და ყირგიზეთში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ განუცხადა.

"სიტუაცია ისევ დაძაბულია, ლტოლვილები უზბეკეთის საზღვრებს ისევ აწყდებიან. დაძაბულობის კუთხით დღეისთვის მდგომარეობა ქალაქ ოშში შედარებით ნორმალურია, თუმცა ჯალალ-აბადში გუშინ სიტუაცია ძალიან დაიძაბა. ამასთან, ოშში ყაზახეთის დროებითმა მთავრობამ დამატებით სამხედრო და ძალოვანი სტრუქტურების ნაწილები შეყვანილია, რის შემდეგაც უცხოელი მოქალაქეების ევაკუაცია შესაძლებელი გახდა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პაატა კალანდაძემ.

მისივე თქმით, ამ წუთებში უცხოელი მოქალაქეების მეორე ჯგუფის ევაკუაცია კი მიმდინარეობს, მათ შორის არიან საქართველოს 8 მოქალაქე, რომლებსაც აეროპორტში გადაიყვანენ და იქიდან ბიშკეკში გადააფრენენ.

"გუშინ საქართველოს საელჩომ ყირგიზეთის საგრეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელი გახდა ოშიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხების მოგვრება. ამ წუთებში ისინი უკვე სპეციალური ავტობუსით აეროპორტში გადაჰყავთ", - აღნიშნა საქართველოს ელჩმა.

მისივე თქმით, ამ წუთებში ჯალალ-აბადში კვლავ სროლების ისმის, თუმცა ინტენსიური ინტენსიური ხასიათი არ არის.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 994 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები