ორშაბათი, 29.04.2024, 17:29
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » ქრისტიან-დემოკრატები სოციალურად დაუცველი პირების სწავლის დაფინანსების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
13:43
ქრისტიან-დემოკრატები სოციალურად დაუცველი პირების სწავლის დაფინანსების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
ქრისტიან-დემოკრატები სოციალურად დაუცველი პირების სწავლის დაფინანსების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ და მიიჩნევენ, რომ კანონში სათანადო ცვლილება დაუყონებლივ არის გასატარებელი. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, უმაღლესი განათლების სისტემაში სავალალო მდოგმარეობაა შექმნილი და მხოლოდ ამ გაზაფხულზე სტუდენტების სიიდან საკუთარი განცახდების საფუძველზე 300-მდე ახალგარზდა ამოირიცხა.

"ეს ის კატეგორიაა, რომლებმაც სწავლის გაგრძელება უსახსრობის გამო ვერ შეძლეს. ეს სტუდენტები სოციალურად გაჭირვებული ოჯახის შვილები არიან და 2150 ლარის სწავლის საფასურის გადახდას ვერ ახერხებენ", - აცხადებს ვეფხვაძე და დასძენს, რომ "კარგია, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ აღომფხვრა კორუფცია მისაღებ გამოცდებზე, მაგრამ ისეთი გადასახადები დაწესდა, რომლის გადახდა ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეუძლია".

ქრისტიან-დემოკრატები განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანას ითხოვენ. მათი თქმით, უნდა გაუქმდეს ის ბარიერი, რომლის თანახმად, სოციალური გრანტების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სასწავლო გრანტების 10 პროცენტს. როგორც ვეფხვაძე აღნიშნავს, ეს საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, დააფინანსოს სოციალურად დაუცველი პირების სწავლის საფასური.

აღნიშული ცვლილების გატარება კი ქრისტიან-დემოკრატების მოთხოვნით დაუყონებლივ უნდა მოხდეს, რათა მთავრობას საშუალება ჰქონდეს ბიუჯეტში ცვლილების შეტანისას აღნიშნული საკითხიც იქნას გათვალისწინებული.

"ამ ბარიერის გაუქმების შემდეგ მივიჩნევთ, რომ ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს თანხა, რათა სოციალური გრანტებით სრულად დაფინანსდნენ ის სტუდენტები, რომლებიც წარმოადგენენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. ასევე ის ოჯახები, რომელთა ორი და მეტი შვილი ერთდროულად სწავლობს უმაღლეს სასწავლებლებში და ასევე ის ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი", - აცახდებს ვეფხვაძე.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 971 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები