ორშაბათი, 29.04.2024, 11:24
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » მერკელი და სარკოზი ევროკავშირისთვის ერთიანი ეკონომიკური მთავრობის შექმნის აუცილეობლობაზე შეთანხმდნენ.
13:46
მერკელი და სარკოზი ევროკავშირისთვის ერთიანი ეკონომიკური მთავრობის შექმნის აუცილეობლობაზე შეთანხმდნენ.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფარნგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ევროკავშირისთვის ერთიანი ეკონომიკური მთავრობის შექმნის აუცილეობლობაზე შეთანხმდნენ.

"ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფომ თავი ერთიანი ეკონომიკური მთავრობის წევრად უნდა მიიჩნიოს", _ განაცხადა მერკელმა

მერკელი და სარკოზი იმ ქვეყნებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის წინადადებით გამოვიდნენ, რომლებიც ევროპის ფინანსური სტაბილურობის პაქტს დაარღვევნ. "მხოლოდ ასე შევძლებთ ევროპაში პროგრესის მიღწევას", _ აღნიშნა მერკელმა. ნიკოლა სარკოზიმ კი ხაზი გაუსვა პრევენციული მოქმედებების აუცილებლობას.

აღნიშნული ინიციატივით მერკელი და სარკოზი ევროკავშირის სამიტზე გამოვლენ.

ევროპაში წარმოქმნილმა სავალო კრიზისმა ევროკავშირი ერთიანი ფისკალური ცენტრის გარეშე დატოვა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროზონაში თავისი მასშტაბებით უპრეცენდენტო სტაბილიზაციის ფონდი ეფექტური იქნება, რადგან სახელმწიფო ხარჯების კონტროლის ერთიანი სისტემა ჯერ კიდევ არ შექმნილა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 965 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები