ორშაბათი, 29.04.2024, 19:03
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » იტალიას ზურგი მოუშიშვლდა.
14:53
იტალიას ზურგი მოუშიშვლდა.


მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა იტალიამ მორიგი მუნდიალიც სიურპრიზების გარეშე დაიწყო. მარჩელო ლიპის მიერ დარიგებულმა "სკუადრა აძურამ” ტურნირის სასტარტო შეხვედრაში ჩვეული არცთუ სანახაობრივი თამაში აჩვენა და პარაგვაელებთან ქულაც კი გადასარჩენი გაუხდა.


წვიმიან კეიპ თაუნში გამართული თამაში საგოლე მომენტებით "დახუნძლული” არ ყოფილა. საწყის წუთებში იტალიელთა ტერიტორიულ უპირატესობას რეალური შანსი არ მოჰყოლია, სამხრეთამერიკელებმა კი საწადელს სრულიად უწყინარ სიტუაციაში მიაღწიეს.


39-ე წუთზე აურელიანო ტორესის ჯარიმიდან ჩაწოდებულ ბურთზე ორთაბრძოლა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა ანტოლინ ალკარასმა აპენინელთა კაპიტან ფაბიო კანავაროს აჯობა და თავურით ჯანლუიჯი ბუფონი მოძრაობაზე დაიჭირა.


შეხვედრის მე-2 ტაიმის სტარტზე მთავარ მოქმედ პირად ისევ იტალიელთა სახელოვანი გოლკიპერი იქცა, რომელიც მინდორზე აღარ გამოვიდა და ადგილი "კალიარის” გოლკიპერ ფედერიკო მარკეტის დაუთმო.


როგორც შეხვედრის შემდეგ მარჩელო ლიპიმ განაცხადა, ბუფონი ზურგის ტკივილმა შეაწუხა და მისი ტრავმის სერიოზულობა მხოლოდ სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაირკვევა.
მეორე ნახევარში იტალიელთა დამრიგებელმა საქმეში მაურო ხერმან კამორანეზიც ჩართო, შემდეგ კი ალბერტო ჯილარდინო ანტონიო დი ნატალეთი ჩაანაცვლა, თუმცა, მანამდე "სკუადრა აძურამ” წონასწორობა აღადგინა.


63-ე წუთზე სიმონე პეპეს მიერ მოწოდებულ კუთხურს პარაგვაელთა მეკარე ხუსტო ვილარი ასცდა და ცარიელი კარის წინ დარჩენილმა დანიელ დე როსიმ, როგორც აღმოჩნდა, საბოლოო ანგარიში – 1:1 დააფიქსირა.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდებს სათამაშო კიდევ საკმაო დრო ჰქონდათ, ცხადია, "თავქუდმოგლეჯილი” არცერთს შეუტევია, პოზიციურ ბრძოლაში კი მეკარეებს ბევრი საქმე არ ჰქონიათ.
F ჯგუფის მეორე შეხვედრა დღეს, რუსტენბურგის "როიალ ბაფოკენგ სთედიუმზე” შედგება. 15:30 საათიდან ერთმანეთის პირისირ სლოვაკეთი და ახალი ზელანდია დადგებიან.

14 ივნისი. 22:30. Green Point Stadium. კეიპ თაუნი. 65 000 მაყურებელი
იტალია – პარაგვაი 1:1 (0:1)
იტალია: ჯანლუიჯი ბუფონი (ფედერიკო მარკეტი, 46), ჯანლუკა ძამბროტა, ფაბიო კანავარო, ჯორჯო კიელინი, დომენიკო კრიშიტო, რიკარდო მონტოლივო, დანიელე დე როსი, სიმონე პეპე, კლაუდიო მარკიზიო (მაურო კამორანეზი, 59), ვინჩენცო იაკინტა, ალბერტო ჯილარდინო (ანტონიო დი ნატალე, 73).
მწვრთნელი: მარჩელო ლიპი.
პარაგვაი: ხუსტო ვილარი, კარლოს ბონეტი, ანტოლინ ალკარასი, პაულო და სილვა, კლაუდიო მორელი, ენრიკე ვერა, ვიქტორ კასერესი, კრისტიან რივეროსი, აურელიანო ტორესი (ჯონათან სანტანა), ნელდონ ჰაედო ვალდესი (როკე სანტა კრუზი, 68), ლუკას ბარიოსი (ოსკარ კარდოზო, 76).
მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.
გოლები: ალკარასი (39), დე როსი (63).
გაფრთხილება: კასერესი (62), კამორანეზი (70).
მსაჯი: ბენიტო არჩუნდია (მექსიკა).

კარში დარტყმა 5-1
კარისკენ დარტყმა 1-6
ბურთის ფლობა (%) 52-48
კუთხური 8-4
თამაშგარე 3-4
ჯარიმა 15-14
გაფრთხილება 1-1
გაძევება 0-0

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1015 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები