ორშაბათი, 29.04.2024, 18:18
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » სამხრეთ აფრიკის პოლიციამ მატჩის შემდეგ გამართული მიტინგი დაარბია.
15:09
სამხრეთ აფრიკის პოლიციამ მატჩის შემდეგ გამართული მიტინგი დაარბია.

სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში პოლიციასა და სტადიონის მომსახურე პერსონალს შორის შეტაკება მოხდა, რადაც 13 ივნისს გერმანია-ავსტრალიის მატჩი ჩატარდა.

სტადიონ Moses Mabhida-ს რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა გვიან ღამით, მატჩის დასრულების შემდეგ თავი მოედნის სიახლოვეს მოიყარა და შრომის მძიმე პირობები და დაბალი ხელფასები გააპროტესტა. მომიტინგენი განსაკუთრებით წუხდნენ იმის გამო, რომ მუნდიალის მსვლელობისას დანაპირები დღიური 195 დოლარის ნაცვლად მათ 25 დოლარს უხდიან.

მომსახურე პერსონალის აღშფოთება სტადიონის ხელმძღვანელობის გულგრილობამ გამოიწვია - მატჩის გვიან ღამით დასრულების შემდეგ მოსამსახურეთა შინ წაყვანაზე არავის უზრუნია.

მომიტინგეთა დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ფიზიკური ძალა გამოიყენა, თუმცა დაშავებულთა შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1005 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები