ორშაბათი, 29.04.2024, 17:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » ფაბიო კაპელო: ფეხბურთში ყველაფერი ხდება.
15:11
ფაბიო კაპელო: ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი სენსაცია ინგლისისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთა დაპირისპირებისას მოხდა. მართალია, ბობ ბრედლის გუნდი ნებისმიერი მეტოქისთვის რთულად დასაძლევ ოპონენტად ითვლება, მაგრამ ფაბიო კაპელოს კრებული მუნდიალის ერთ-ერთ ფავორიტადაა მიჩნეული და გულშემატკივართა დიდი უმრავლესობა ნისლიანი ალბიონის უპირველესი გუნდის მოგებას მოელოდა.

მათი მოლოდინი არ გამართლდა – ინგლისელთა მეკარის რობერტ გრინის ტრაგიკულ შეცდომას თავი რომ დავანებოთ, ოკეანისგაღმელებმა პრაქტიკულად არაფერი დაუთმეს ევროპელებს და უმნიშვნელოვანესი ქულაც მოიპოვეს. ნამატჩევს, ინგლისელთა აპენინელი დამრიგებელი ფაბიო კაპელო იხტიბარს არ იტეხდა, აქაოდა, დიდი უპირატესობა გავანიავეთ და მომდევნო მატჩებს გაცილებით უკეთ ჩავატარებთო, ჩვენ კი, იტალიელ სპეციალისტთან ინტერვიუს შემოთავაზებამდე შეგახსენებთ, რომ 60 წლის წინათ, 1950 წლის მუნდიალზე ფეხბურთის სამშობლოს წარმომადგენლებმა "იანკებთან” ფიასკო განიცადეს - 0:1.

- დონ ფაბიო, რატომ შეცვალეთ ლედლი კინგი, მისმა თამაშმა არ დაგაკმაყოფილათ?
- არა, კინგმა თეძო დაიზიანა, რის გამოც იძულებული გავხდი სათადარიგოთა სკამზე დამესვა. ვიმედოვნებ, ლედლი მალე გამოჯანმრთელდება და მომდევნოში თუ არა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში იასპარეზებს.

- რას იტყოდით ამერიკასთან მატჩის შედეგზე – იგი მინდორზე განვითარებული მოვლენების ლოგიკური დასასრულია თუ ძალთა თანაფარდობა სხვაგვარ დასასრულს "მოითხოვდა”?
- მეტოქესთან შედარებით, გაცილებით მეტი ხელსაყრელი მომენტი შევქმენით, რომელთა რეალიზაციაში მოვიკოჭლებდით, ამერი¬კელებმა კი, ერთადერთხელ დაარტყეს ჩვენი კარის მიმართულებით. დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდვია.

- თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, საყაიმო შედეგმა გაგაწბილათ...
- საბოლოო რეზულტატით გახარებული ნამდვილად არ ვარ, თუმცა, მთლიანობაში, ჩემი გუნდის ასპარეზობას პოზიტიურად შევაფასებდი. ფეხბურთელები ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ. განსაკუთრებით, სტივენ ჯერარდისა და ფრენკ ლამპარდის თამაშს გამოვყოფდი. იმედია, მომავალ შეხვედრებში საგოლე მომენტების რეალიზაციის გაცილებით უფრო მაღალი პროცენტიც გვექნება.

- ყველაფრის მიუხედავად, ალბათ, მაინც მოგიწევთ იმის აღიარება, რომ ინგლისის ეროვნულ ნაკრებს უკეთესი თამაშის ჩვენება შეუძლია...
- სავსებით გეთანხმებით. კარგი ფეხბურთელები და გუნდი გვყავს, შეკავშირებული, ამიტომაც ღრმად მწამს, რომ მომდევნო შეხვედრებს გაცილებით უკეთ ჩავატარებთ.

- მტკივნეული თემაა, მაგრამ იქნებ მაინც გაუკეთოთ კომენტარი რობერტ გრინთან დაკავშირებულ სიტუაციას...
- ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ხანდახან მცველები უშვებენ უპატიებელ შეცდომას, რაც გუნდს გაშვებული გოლის ფასად უჯდება, მეკარებსაც ნუ მოვთხოვთ რობოტივით უშეცდომო ასპარეზობას. ისინიც ხომ ადამიანები არიან.

ისიცაა, მინდვრის მოთამაშის ერთი უზუსტობა, შესაძლოა, მაყურებელმა ვერც კი შეამჩნიოს, გოლკიპერის ერთადერთი შეცდომა კი, გუნდს ძვირად უჯდება. რობერტმა მთლიანობაში დამაჯერებლად ითამაშა, მაგრამ გაშვებული გოლი დიდწილად მისი ბრალია. ისე კი, ბიჭებმა მითხრეს, იმ ეპიზოდში ჩვენი კარისკენ წასულმა ბურთმა მიმართულება რამდენჯერმე შეიცვალა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 954 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები