ორშაბათი, 29.04.2024, 15:59
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » ჯეკსონის მკვლელობაში ბრალდებულ ექიმს ლიცენზია შეუნარჩუნეს.
15:19
ჯეკსონის მკვლელობაში ბრალდებულ ექიმს ლიცენზია შეუნარჩუნეს.

ლოს-ანჯელესის სასამართლომ მაიკლ ჯეკსონის პირად ექიმს, კარდიოლოგ კონრად მიურეის საექიმო ლიცენცია არ ჩამოართვა.

მოსამართლე მაიკლ პასტორმა კალიფორნიის შტატის გენერალური პროკურორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პროკურორი სასამართლო პროცესის დაწყებამდე მიურეისთვის სამედიცინო ლიცენზიის დროებით შეჩერებას მოითხოვდა. კარდიოლოგს პოპ-ვარსკვლავის არაგანზრახ მკვლელობაში ადანაშაულებდნენ.

მოსამართლის აზრით, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება მის კომპეტენციაში არ შედის, რადგან ეს საკითხი უკვე განიხილა წინა ინსტანციის მოსამართლემ და შესაბამისი განაჩენიც გამოიტანა. "ჩემი კოლეგის მიერ გამოტანილი განაჩენის გადახედვა ჩემი უფლებამოსილების სფეროს სცილდება", - განაცხადა მოსამართლე პასტორმა.

ლოს-ანჯელესის პროკურატურამ 2010 წლის 8 აპრილს 57 წლის ექიმ მიურეის ჯეკსონის არაგანზრახ მკვლელობის ბრალდება წაუყენა. პროკურორი აცხადებდა, რომ ექიმმა მომღერალს დასაძინებელი პრეპარატის დიდი დოზა გაუკეთა, რის შედეგადაც 25 ივნისს პოპ-ვარსკვლავი გარდაიცვალა. მიურეი ბრალდებას უარყოფს.

მიურეის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 23 აგვისტოსთვის არის დანიშნული. თუ ექიმს დამნაშავედ სცნობენ, მას ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1020 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები