ორშაბათი, 29.04.2024, 17:16
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » ლუკინო ვისკონტი.
15:48
ლუკინო ვისკონტი.

ლუკინო ვისკონტი – Luchino Visconti (1906-1976)

იტალიური ოპერისა და კინოს რეჟისორი. ერთ-ერთი წარმომადგენელი არისტოკრატიული ვისკონტების შტოსი. მისი სრული ტიტული და სახელი ასე ჟღერს: დონ ლუკინო ვისკონტი დე მოდრონე, ლონატე პოცოლოს გრაფი, სინიორ დე კორჟელო, კონსინიორ დე სომმა, კრენა და ანადელო, მილანელი არისტოკრატი.
ვისკონტი დაიბადა 1906 წლის 2 ნოემბერს მილანში. მამამისი ატარებდა ჰერცოგის ტიტულს და განაგებდა ლომბარდიის ციხე-კოშკს, მფარველობდა "ლა სკალას” თეატრს და 1914-19 წ.წ. მეთაურობდა საფეხბურთო კლუბს "ინტერი მილანს”. დედა მდიდარი მეწარმის ქალიშვილი იყო. ახალგაზრდობაში ლუკინო გატაცებული იყო ოპერით და ცხენოსნობით.
1930 წლის ბოლოსთვის ჩავიდა პარიზში, სადაც რეჟისორ ჟან რენუარის ასისტენტი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ვისკონტი დაუახლოვდა იტალიელ კომუნსტებს და ეხმარებოდა მათ მოწინაღმდეგეებს, რის გამოც ანტიკომუნისტური შეთქმულების გამო დააკავეს. "ამბობენ, რომ ვისკონტი გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ფაშისტების მხრიდან ციხეში, სადაც 15 დღის განმავლობაში იმყოფებოდა დახვრეტის მოლოდინში” – წერს ანდრეი პლახოვი, ვისკონტის შემოქმედებაზე დისერტაციის დამწერი.

1943 წელს საკუთარი ფინანსებით და იტალიის კომპარტიის დახმარებით გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი "ცდუნება”, ჯეიმს კეინის რომანის "ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს” მიხედვით. რეჟისორის თქმით, ფილმის გადაღებისთვის გაყიდა საკუთრი ძვირფასეულობა, რომელიც დედისგან ერგო. კომუნისტური პარტიისადმი სიმპათია და საკუთარი სექსუალური ორიენტაცია, ვისკონტიმ საიდუმლოდ სიცოცხლის ბოლომდე შეინახა.
მომდევნი ფილმი "მიწა კანკალებს”, გადაღებული იყო სიცილიაში არაპროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით და იტალიაში დიდი ფურორი მოახდინა. ითვლებოდა, რომ ფილმი ტრილოგიის პირველი ნაწილი იყო მუშათა კლასზე, მაგრამ ამ ტრილოგიის ბოლომდე გადაღება ვისკონტის არ დასცალდა, თუმცა ის ნეორეალიზმის გურუდ აღიარეს.

რეჟისორს უფრო და უფრო აინტერესებდა ოკახური კრიზისის და განწირული კარჩაკეტილი, ნახევრადფეოდალური მაღალი საზოგადოების თემები, რომლებსაც მისი ნათესავებიც მიეკუთვნებოდნენ. ძოგჯერ ვისკონტი აკრიტიკებდა მათ, მაგრამ მას არ სურდა დაემალა მისი სილამაზე.
მუშათა კლასის თემის გვერდზე გადადებამ, ვისკონტს გადააღებინა რიგი რეალისტური ფილმებისა რომანტიზმთან გაერთიანებით ("ყველაზე ლამაზი” 1951წ.; "როკო და მისი ძმები” 1960 წ.; "დიდი დათვის თანავარსკვლავედის საიდუმლო ვარსკვლავები” 1965 წ.; "ოჯახური პორტრეტი ინტერიერში” 1974 წ.), ეპიკური სურათები ("გრძნობა” 1954 წ.; "თეთრი ღამეები” 1957 წ.).
ვისკონტის მწვერვალად ითვლება ჯუზეპე ტომაზ დე ლამპედუზას რომანის "ლეოპარდის” ეკრანიზაცია, რისთვისაც 1963 წ. კანის კინოფესტივალის ოქროს რტო დაიმსახურა.
კამათი გამოიწვია მისმა "გერმანიის ტრილოგიამ”, სადაც რეჟისორმა პირველმა ხმამაღლა ისაუბრა ერთსქესიანი სიყვარულისა და ინსცენტის თემებზე ("ღმერთების სიკვდილი” 1969 წ.; "სიკვდილი ვენეციაში” 1971 წ.; "ლუდვიგი” 1972 წ.). ვისკონტი ტრილოგიის ტეტრალოგიად გადაკეთებას გეგმავდა, თომან მანის რომანის "ჯადოსნური მთის” ეკრანიზაციის მიმატებით, მაგრამ ინსულტმა, რომელიც "ლუდვიგის” გადასაღებ მოედანზე დაემართა, ხელი შეუშალა იდეას.
ვისკონტი გარდაიცვალა 1976 წ. 17 მარტს რომში ძლიერი გაციების გამო. მისი უკანასკნელი ფილმი "უდანაშაულო” გადაღებულია გაბრიელ დანუციოს ლიტერატურულ მატერიალებზე.

ფილმოგრაფია:

1. ცდუნება 1943 წ.
2. ძალაუფლების დღეები 1945 წ.
3. მიწა კანკალებს 1948 წ.
4. ცნობა შემთხვევის შესახებ 1951 წ.
5. ყველაზე ლამაზი 1951 წ.
6. ჩვენ-ქალები 1953 წ.
7. გრძნობა 1954 წ.
8. თეთრი ღამეები 1956 წ.
9. როკო და მისი ძმები 1960 წ.
10. ბოკაჩო 70 1961 წ. (ეპიზოდი "საქმე”)
11. ლეოპარდი 1962 წ.
12. დიდი დათვის თანავარსკვლავედის საიდუმლო ვარსკვლავები 1965 წ
13. ჯადოქარი 1966 წ.
14. უცხო 1967 წ.
15. ღმერთების სიკვდილი 1969 წ.
16. სიკვდილი ვენეციაში 1971 წ.
17. ლუდვიგი 1973 წ.
18. ოჯახური პორტრეტი ინტერიერში 1974 წ.
19. უდანაშაულო 1976 წ.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1035 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები