ორშაბათი, 29.04.2024, 14:39
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » ბალაკი და შალკე არ გამოვა!
20:11
ბალაკი და შალკე არ გამოვა!

"ბილდის" ინფორმაციით, "შალკეს" ხელმძღვანელებმა, მწვრთნელმა და გულშემატკივრებმა მიხაელ ბალაკზე ოცნებას თავი უნდა დაანებონ. ხსენებული გაზეთი დარწმუნებით წერს, გერმანიის ნაკრების ტრავმირებული კაპიტანი გელზენკირხენში არ წავაო. მიზეზი: ბალაკს გაცილებით უკეთესი წინადადებები აქვს.


ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ მიხაელი "შალკეში" გადასვლაზე ერთი წამითაც არ ფიქრობს. მართალია, ბალაკმა თქვა, გერმანიაში რამდენიმე ვარიანტი მაქვსო და ლოგიკურად, "შალკეს" ვარიანტი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი უნდა იყოს, მაგრამ "ჩელსის" აწ უკვე ყოფილ ნახევარმცველს სხვა გეგმები აქვს. "ბილდი" წერს, რომ ბალაკზე ოცნება "შალკეს" მწვრთნელმა ფელიქს მაგათმაც დაასრულა.
ამასობაშუ, ინგლისურმა გაზეთმა "სანდი მ

ირორმა" დაწერა, რომ ბალაკს "მანჩესტერ იუნაიტედში" უხმობენ, ოღონდ მხოლოდ ერთი წლით. შეგახსენებთ, რომ მიხაელმა "ჩელსისთან" კონტარქტი სწორედ იმ მიზეზით არ გააგრძელა, რომ "არისტოკრატებიც" მხოლოდ ერთწლიან ხელშეკრულებას სთავაზობდნენ, ბალაკს კი მინიმუმ ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურდა. ამას გარდა, მიხაელის გადაბირებაზე მადრიდის "რეალის", "ლივერპულის", "ლევერკუზენის", "ჰამბურგისა" და "ვოლფსბურგის" შეფებიც ფიქრობენ.


ამასობაში, "ნიურნბერგის" მცველმა ხავიერ პინოლამ "შალკეში" უფასოდ გადასვლაზე უარი თქვა და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებულ "ნიურნბერგთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. სამაგიეროდ, მაგათმა მომავალი სეზონისთვის 22 წლის იაპონელი მარჯვენა მცველი, აცუტო უჩიდა დაიბევა. ეს უკანასკნელი გელზენკირხენში "კაშიმა ანტლერსიდან" მიდის და "შალკესთან" სამწლიან კონტრაქტს აფორმებს.


ბალაკს კი ყველაზე დიდი მონდომებით ყოფილ კლუბში, ლევერკუზენში ეპატიჟებიან, სადაც მიხაელმა კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. "ფარმაცევტებში" ბალაკს საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა, რომელიც ამბობს: "ბალაკი "ლევერკუზენში" უნდა დაბრუნდეს.

"ბაიერის" გულშემატკივრებს ის იმდენად უყვართ, მიხაელი მაშინვე იგრძნობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. დარწმუნებული ვარ, "ლევერკუზენში" კიდევ უდიდეს წარმატებებს მიაღწევს."

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 976 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტის მეგობრები